კარლოს კასტანედა, შამანური პრაქტიკები |
კარლოს კასტანედა, შამანური პრაქტიკები |
Feb 14 2015, 04:49 PM
Post
#1
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ლექცია - "კატისებრთა მოძრაობები" ...
http://olmek.ru/KatisebrTa%20mozraobebi.htm კატისებრთა პასები - შამანების მიერ, შეცვლილ ცნობიერებაში აღმოჩენილი არაამქვეყნიური მოძრაობებია, სადღეისოდ ისინი ბუდჰის პლანზე არსებულ სასწავლო დაწესებულებაში ისევე ისწავლება როგორც სხვა დისციპლინები.... მათი ნაწილი კატის რასამ მოიტანა დედამიწაზე.. ვინც არ იცით რა არის კატისებრთა მოძრაობები (მაგიური პასები), შეგიძლიათ გაეცნოთ კარლოს კასტანედას წიგნის: ''მაგიური პასები'' http://castaneda-ru.com/books.php Магические пассы - რუსულადაც დევს აქ და ინგლისურადაც. -------------------- |
|
|
Sep 4 2018, 04:26 PM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოკლედ შენი გადასაწყვეტია გამოიყენებ თუ არა რაიმეს, მაგრამ უნდა იცოდე რასთან გაქვს საქმე, და რას რის ფასად ''ყიდულობ''. მოკლედ ჩემი აზრით წამლად თუ შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა, თუ ცუდად აქვს საქმე.
მაგიური პასების კიდევ ერთი მიუღებელი თვისება, ისაა რომ ნებას ააქტიურებს მექანიკური მეთოდებით. ნების ძალების გამოღვიძება სწორ ოკულტურ გზაზე ცნობიერებიდან უნდა მოხდეს, ჭეშმარიტების შემეცნებიდან. ჭეშმარიტების შემეცნება ბადებს სწორ აზროვნებას და სწორ განწყობას, სწორი აზრები და სწორი გრძნობები კი ბადებენ თავისუფალ და სწორ ნებას. მექანიკური გზებით გამოღვიძებული ნება, ან ნებელობითი იმპულსების გარედან მიღება ადამიანს თავისუფლების საშუალებას არ აძლევს და რიგ შემთხვევებში ბოროტებისკენაც შეიძლება უბიძგოს. რაც შეეხება მეორე ფუნდამენტუ პრაქტიკას: სიზმართხილვას, რომელიც სხვა უამრავი სახელით არის ცნობილი - ასტრალური გასვლები, ასტრალური პროექცია, სხეულს გარეთა გამოცდილება, ცნობიერი სიზმრები და უამრავი კიდევ სხვა... მაგრამ ეს ყველაფერი ერთი და იგივეა. ეს პრაქტიკა შეიძლება გამოყენებული იქნებას მაქსიმუმ იმისათვის, რომ ადამიანი დარწმუნდეს, რომ ფიზიკური რეალობა ერთადერთი არ არის სამყაროში და სხვა რამეებიც არსებობს, მაგრამ ამ პრაქტიკას არანაირად არ მივყავართ სულიერების შემეცნებამდე. სულ, რომ შვიდივე სიზმრის კარი გაიაროს ადამიანმა (რასაც დონ ხუანის ტრადიციის მაგები ნამდვილად ახერხებდნენ) სულიერებასთან მაინც არ ექნება შეხება, იმიტომ, რომ ამ პრაქტიკით ეთერულ რეალობაზე უფრო მეტის შემეცნება შეუძლებელია. ეთერული კი ჯერ კიდევ არ არის სულიერი. გარდა ამისა სიზმართხილვის მეორე კარებიდან მოყოლებული, ადამიანი არაორგანული არსებების წინაშე დგება, რომელთან ურთიერთობამაც შეიძლება მარადიული ტყვეობა მოუტანოს ადამიანს. ისინი კი თავს არ დაგანებებენ, გულითაც რომ გინდოდეს. ამიტომ მე მგონია, რომ ერთი ინკარნაციის ათეოსტად გატარება ჯობია და შემდეგ ისევ დაბრუნება დედამიწაზე, ვიდრე სამარადისო ტყვეობა ისეთი პრაქტიკების გაყოლის გამო, რომელსაც სულიერებამდე საერთოდაც არ მივყავართ. მით უმეტეს ძალიან მეეჭვება, რომ არსებობდეს ვინმე ათეოსტი, ვინც ადგება და ასეთი პრაქტიკების გამოცდას გადაწყვეტს. ამიტომ მარტივად, რომ გითხრა ისეთი პრაქტიკების კეთება, რომელიც სიზმრების გაცნობიერებას ისახავს მიზნად, ან ენერგეტიკული (ეთერული) სხეულის გამოტანას ფიზიკურიდან, არ შეიძლება. მოდი ეხლა ისიც გავარკვიოთ, რა პრინციპული განსხვავებაა სწორ პრაქტიკასა და არასწორს შორის: როდესაც ადამიანი იძინებს მისი ასტრალური სხეული და ''მე'' გამოეყოფიან ფიზიკურ და ეთერულ სხეულებს. ძილის გარკვეულ ეტაპზე ასტრალური სხეული და ''მე'' ამოდიან ფიზიკური სხეულიდან, მაგრამ ჯერ კიდევ ეთერულ სხეულთან არიან დაკავშირებულები. ამ დროს ხედავს ადამიანი სიზმრებს, მაგრამ შემდეგ ასტრალური სხეული და ''მე'' ეთერულ სხეულსაც ტოვებენ და ამ დროს ადამიანი გადადის მკვდარი ძილის ფაზაში. გამოღვიძებისას იგივე პროცესი მიდის - ჯერ ეთერულ სხეულში ჩადის ზედა ორი წევრი, და ისევ სიზმრები, შემდეგ ფიზიკურშიც და ადამიანი იღვიძებს. სიზმართხილვა, სიზმრების გაცნობიერება, ასტრალური პროექცია (რომელიც ასტრალური არაა სინმადვილეში) და ყველა ასეთი სახელებით ცნობილი პრაქტიკა ასტრალური სხეულისა და ''მე'' დაყოვნებას გულისხმობს ეთერულ სხეულში და შესაბამისად ერთადერთი რეალობა, რომლის აღქმასაც სიზმართხილვა იძლევა არის ეთერული რეალობა, ისიც იმ შემთხვევაში თუ მატერიალურ ინტერპრეტაციას გამოვრთავთ შინაგანი დიალოგის გაჩერების გზით. თორემ ამის გარეშე სიზმრის რეალობაც ისეთივე მატერიალურად აღიქმება, როგორც ფიზიკური რეალობა. სულიერი შემეცნების შესაძლებლობას მხოლოდ ის პრაქტიკა მოგვცემს, რომელიც გვასწავლის ასტრალურ სხეულისა და ''მე''-ს გავაყოლოთ ცნობიერება და არა ის, რომ ეს წევრები ეთერულ სხეულში დავაყოვნოთ. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ სულიერი შემეცნება მაშინ მოვა ადამიანთან თუ მკვდარი ძილის ფაზაში ისწავლის ცნობიერების შეტანას, და სიზმრების რეალობაში. -------------------- |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 27th May 2024 - 12:14 PM |