კარლოს კასტანედა, შამანური პრაქტიკები |
კარლოს კასტანედა, შამანური პრაქტიკები |
Feb 14 2015, 04:49 PM
Post
#1
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ლექცია - "კატისებრთა მოძრაობები" ...
http://olmek.ru/KatisebrTa%20mozraobebi.htm კატისებრთა პასები - შამანების მიერ, შეცვლილ ცნობიერებაში აღმოჩენილი არაამქვეყნიური მოძრაობებია, სადღეისოდ ისინი ბუდჰის პლანზე არსებულ სასწავლო დაწესებულებაში ისევე ისწავლება როგორც სხვა დისციპლინები.... მათი ნაწილი კატის რასამ მოიტანა დედამიწაზე.. ვინც არ იცით რა არის კატისებრთა მოძრაობები (მაგიური პასები), შეგიძლიათ გაეცნოთ კარლოს კასტანედას წიგნის: ''მაგიური პასები'' http://castaneda-ru.com/books.php Магические пассы - რუსულადაც დევს აქ და ინგლისურადაც. -------------------- |
|
|
Sep 9 2018, 02:50 PM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოდი შევადაროთ ერთამენთს სიზმართხილვა და ნათელხილვა. როდესაც ადამიანი იძინებს მისი ასტრალური სხეული და ''მე'' ამოდის ფიზიკური და ეთერული სხეულებიდან. ჩაძინებიდან ჯერ ფიზიკური სხეულიდან ამოდის ასტრალური სხეული და ''მე'', შემდეგ კი ეთერულიდანაც. ამის მიხედვით ადამიანის ძილში ორი მნიშვნელოვანი ფაზა გამოიყოფა - ძილი, როდესაც ადამიანი სიზმრებს ხედავს და შემდეგ უსიზმრო ძილი. იმ დროს როდესაც ასტრალური სხეული და ''მე'' ფიზიკური სხეულიდან ამოდის მაგრამ ჯერ კიდევ ეთერულთანაა დაკავშირებული ადამიანი ხედავს სიზმრებს, შემდეგ კი ეთერული სხეულიდანაც რომ ამოდის, ადამიანს მკვდარი ძილით სძინავს და საერთოდ ვეღარ აღიქვავს ვერაფერს.
თუ ცნობიერება შეგვაქვს სიზმრის რეალობაში, ეს იმას ნიშნავს, რომ ასტრალურ სხეულსა და ''მე''-ს ვაყოვნებთ ეთერულ სხეულში და შესაბამისად ეთერულ რეალობაში ვხვდებით ცნობიერად, მაგრამ იმის გამო, რომ რეალურად ადამიანს არ მიუღწევია ეთერული ხედვისთვის, არამედ უბრალოდ მექანიკური გზით მოახერხა ცნობიერების ეთერულ სხეულში გადატანა, ამის შედეგად ეს რეალობაც ისეთივე ინტერპრეტირებული აღიქმება როგორიც ფიზიკური რეალობა. ანუ სიზმრის გაცნობიერების შემდეგ ადამიანი ისევ მატერიალური სამყაროს მსგავს რეალობაში ხვდება. ანუ უბრალოდ გაცნობიერებული სიზმრით ეთერულ რეალობასაც ვერ აღიქვავს ადამიანი. მაგრამ ჩვენ გვაქვს ცოდნა იმის შესახებ, რომ თუ ადამიანი შინაგან დიალოგს გამორთავს მაშინ მას შეუძლია დაინახოს ენერგიები და ამის მიღწევა შეიძლება, როგორც ფიზიკურ სხეულში ასევე ეთერულ სხეულში ცნობიერების გადატანისას. მაგრამ შინაგანი დიალოგის გამორთვით ერთადერთი რაც მიიღწევა არის ეთერული რეალობის პირდაპირი ხედვა (არ აქვს მნიშვნე,ლობა ფიზიკურ სხეულშია ადამიანი თუ ეთერულ სხეულში, აღქმაში პრინციპული განსხვავება აქ არაა). აი ეს ორი რეალობა არის ხელმისაწვდომი ნებისმიერი სიზმართმხილველისთვის - რეალობა ინტერპრეტირებული (მატერიალური საგნების რეალობა) და რეალობა არაინტერპრეტირებული (ენერგეტიკული ანუ ეთერული რეალობა). სადაც არ უნდა წასულიყვნენ და აღქმის წერტილი სადაც არ უნდა გადაეტანათ დონ ხუანის ტრადიციის შამანებს სამყაროს აღქმის ეს ორი გზა ჰქონდათ მხოლოდ. ეთერული სამყარო სულიერი სამყარო ჯერ კიდევ არაა. სულიერი სამყარო იწყება ასტრალური სამყაროდან, ამ სამყაროს აღსაქმელად კი საჭიროა ცნობიერების შეტანა არა სიზმრის რეალობაში, არამედ იმ რეალობაში, რომელ რეალობაშიც ადამიანი მკვდარი ძილის დროს იმყოფება. იმის ნათელსაყოფათ თუ რამდენად დიდია განსხვავება ცნობიერების სიზმრის რეალობაში შეტანასა და ცნობიერების უსიზმრო ძილის რეალობაში შეტანას შორის დავწერ ამ უკანასკნელის - ანუ ნათელმხილველური გამოცდილების ერთ-ერთ მაგალითს: ტექსტი აღებულია ფეისბუქის ჯგუფიდან ''''ანთროპოსოფია, ქრისტოლოგია, სულისმეცნიერება.'''' ---------------------------------------------------------------- ანთროპოსოფია და რუსთაველი! " ჩვეულებრივ, ფიზიკური და ეთერული სხეულებისაგან თავისუფალი ადამიანი დაძინებიდან გამოღვიძებამდე ცხოვრობს წყვდიადში, რადგანაც სულიერი სამყარო, რომელიც მას ამ დროს გარემოიცავს, მისი მზერისაგან დაფარულია. ეს წყვდიადი თანდათან ღრმავდება, აღწევს გარკვეულ ზღვარს და გათენებისკენ ასევე თანდათან ინქვრევა; ამ დროს ადამიანიც იღვიძებს. გარკვეულ მომენტში ის, ასე ვთქვათ, თავის უკიდურეს, ერთგვარ უმაღლეს საფეხურს აღწევს. სულიერი წყვდიადის ეს უმაღლესი საფეხური შეიძლება შევადაროთ იმას, რასაც მიწიერ სამყაროში შ უ ა ღ ა მ ე ს უწოდებენ. როგორც ფიზიკური სიბნელე, სავსებით ბუნებრივად, თავის უკიდურეს ზღვარს შუაღამისას აღწევს, შემდეგ კი ნელ-ნელა კლებულობს, ასევე სულიერ წყვდიადსაც გააჩნია თავისი უმაღლესი საფეხური _ შ უ ა ღ ა მ ე. ნ ა თ ე ლ ხ ი ლ ვ ი ს გარკვეულ ს ა ფ ე ხ უ რ ზ ე, სწორედ იმ დროს, როდესაც დანარჩენი ადამიანებისათვის წყვდიადი ღრმავდება, მ ო წ ა ფ ე ე ბ ი სტიქიის ს უ ლ ე ბ ს ხედავენ; იგივე ხდება წყვდიადის განქრობის დროსაც. იუფლებს რა ნ ა თ ე ლ ხ ი ლ ვ ი ს ყველაზე დ ა ბ ა ლ საფეხურს, ადამიანი ჯერ ს ტ ი ქ ი ა თ ა ღმერთების განცდას ეძლევა; შემდეგ, როდესაც მას სურს განიცადოს უმაღლესი სულიერი მომენტი _ “შ უ ა ღ ა მ ე”, იგი ჯერ ისევ წყვდიადშია, და მხოლოდ რაღაც დროის შემდეგ ჩნდება სინათლე. მაგრამ თუ იგი აღწევს ნათელხილვის გარკვეულ საფეხურს, ეს შ უ ა ღ ა მ ე უფრო და უფრო მეტად ნათდება, მეტი სინათლე შემოდის მასში, და მაშინ, სწორედ შ უ ა ღ ა მ ი ს ჟამს, ადამიანი აღწევს უმაღლეს წერტილს (ეს ის დროა, რომელიც ნორმალურ ცხოვრებაში ყველაზე მკვეთრად მიჯნავს ადამიანს ღვთაებრივ-სულიერი სამყაროსაგან, ყველაზე ღრმად ძირავს ილუზიაში _ მაიაში). ამ დროს ადამიანი ღვთაებრივ-სულიერ არსებათა ჭვრეტის განცდას ეძლევა, ... სტიქიათა არსებების მიღმა ხედავს მაღალ სულიერ სამყაროს, ს უ ლ ი ე რ მზეს, მსგავსად იმისა, როგორც ფიზიკური თვალი აღიქვამს ფიზიკურ მზეს; ადამიანი მიისწრაფვის სულიერი მ ზ ი ს კ ე ნ, ე.ი. უმაღლეს ღვთაებრივ-სულიერ არსებებისკენ. ნათელმხილველი ამ არსებებამდე აღწევს იმ დროს, როდესაც სხვა ადამიანებისათვის სულიერი სამყარო უშორეს სიღრმეებშია დანთქმული. ... ეს არსებები კი ისეთივე მიმართებაში არიან სტიქიის ღმერთებთან, როგორც მზე - ფიზიკურ დედამიწასთან. ადამიანი მ ზ ი ს უმაღლეს შემოქმედ ღ მ ე რ თ ე ბ ს განიცდის. ტექნიკურად ამას შ უ ა ღ ა მ ი ს მზის ხილვის მომენტი ჰქვია. რ. შ ტ ა ი ნ ე რ ი - "აღმოსავლეთი დასავლეთის შუქჭრილში" - 2 ლექცია " ღმერთსა შემვედრე, ნუთუ კვლა დამხსნას სოფლისა შრომასა, ც ე ც ხ ლ ს ა, წ ყ ა ლ ს ა და მ ი წ ა ს ა, ჰ ა ე რ თ ა თანა ძრომასა, მომცნეს ფრთენი და ავფრინდე, მივხვდე მას ჩემსა ნდომასა, დღისით და ღ ა მ ი თ ვხედვიდე მ ზ ი ს ა ელვათა კრთომასა. რ უ ს თ ა ვ ე ლ ი --------------------------------------------------------------------- -------------------- |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 26th September 2024 - 06:38 AM |