კარლოს კასტანედა, შამანური პრაქტიკები |
კარლოს კასტანედა, შამანური პრაქტიკები |
Feb 14 2015, 04:49 PM
Post
#1
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ლექცია - "კატისებრთა მოძრაობები" ...
http://olmek.ru/KatisebrTa%20mozraobebi.htm კატისებრთა პასები - შამანების მიერ, შეცვლილ ცნობიერებაში აღმოჩენილი არაამქვეყნიური მოძრაობებია, სადღეისოდ ისინი ბუდჰის პლანზე არსებულ სასწავლო დაწესებულებაში ისევე ისწავლება როგორც სხვა დისციპლინები.... მათი ნაწილი კატის რასამ მოიტანა დედამიწაზე.. ვინც არ იცით რა არის კატისებრთა მოძრაობები (მაგიური პასები), შეგიძლიათ გაეცნოთ კარლოს კასტანედას წიგნის: ''მაგიური პასები'' http://castaneda-ru.com/books.php Магические пассы - რუსულადაც დევს აქ და ინგლისურადაც. -------------------- |
|
|
Sep 9 2018, 03:41 PM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
და რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა მოახერხოს ადამიანმა ასტრალური სხეულისა და მეს გამოთავისუფლება ფიზიკურთან ერთად ეთერული სხეულიდანაც ცნობიერად, და ამდენად უსიზმრო ძილის მდგომარეობაში გაცნობიერებულად არსებობა. ამის მისაღწევად ანთროპოსოფიაში არის მოცემული შესაბამისი პრაქტიკები, რომლებიც ძირითადად სხვა და სხვა სახის მედიტაციებისგან შედგება. მე იმას არ ვამბობ, რომ ამის მიღწევა მხოლოდ და მხოლოდ რუდოლფ შტაინერმა რაც დაწერა იმ პრაქტიკებით შეიძლება, თუმცა როგორც ჩემთვის ცნობილი ყველაზე თანამედროვე ქრისტეანი ხელდასხმული, მის მოცემულობაში ყველაზე უფრო მეტად იქნება გათვალისწინებული თანამედროვე ცხოვრების სირთულეები, თანამედროვე ადამიანის ცნობიერების მდგომარეობა და ახალი ეპოქისა გამოწვევები და მოთხოვნილებები და ის ფაქტი, რომ ყველა ეპოქაში განსხვავებული ტიპის ცნობიერების ადამიანებს განსხვავებული სწავლება და განსხვავებული მიდგომები ესაჭიროებათ. რაჯა იოგას ადეპტები ასევე ახერხებენ სულიერი სამყაროების შემეცნებას, მაგალითად მაჰატმა მორია და მაჰატმა კუტჰუმი, მაგრამ ისინი იმ გზას, სწავლებას და მეთოდებს მიყვებიან, რომელიც ქრისტეშობამდელი ადამიანის ცნობიერებისთვის იყო შესაფერისი, და შესაბამისად რაც დრო გავა ხელდასხმის ძველი მეთოდები სულ უფრო და უფრო შეუსაბამო გახდება თანამედროვე ადამიანის ცნობიერებისთვის.
კონკრეტული პრაქტიკების დაწერას რაც შეეხება, როგორც გითხარი, ჯერ ერთი რომ მე ჯერ არ მაქვს შესწავლილი, და მეორეც თეორიული ძლიერი შემეცნების გარეშე პრაქტიკების კეთება არანაირი მიზეზით არ შეიძლება. თავად შტაინერის გზის პირველ საფეხურად თეორიის კარგად სწავლის აუცილებლობა უწერია თავისი ერთ-ერთი წიგნის დასაწყისშივე. -------------------- |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 28th May 2024 - 12:16 AM |