კარლოს კასტანედა, შამანური პრაქტიკები |
კარლოს კასტანედა, შამანური პრაქტიკები |
Feb 14 2015, 04:49 PM
Post
#1
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ლექცია - "კატისებრთა მოძრაობები" ...
http://olmek.ru/KatisebrTa%20mozraobebi.htm კატისებრთა პასები - შამანების მიერ, შეცვლილ ცნობიერებაში აღმოჩენილი არაამქვეყნიური მოძრაობებია, სადღეისოდ ისინი ბუდჰის პლანზე არსებულ სასწავლო დაწესებულებაში ისევე ისწავლება როგორც სხვა დისციპლინები.... მათი ნაწილი კატის რასამ მოიტანა დედამიწაზე.. ვინც არ იცით რა არის კატისებრთა მოძრაობები (მაგიური პასები), შეგიძლიათ გაეცნოთ კარლოს კასტანედას წიგნის: ''მაგიური პასები'' http://castaneda-ru.com/books.php Магические пассы - რუსულადაც დევს აქ და ინგლისურადაც. -------------------- |
|
|
Sep 20 2018, 09:28 AM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
აქ კიდევ ერთი რამეა სათქმელი, ფიზიკური სხეულის სიკვდილის შემდეგ, მასთან ერთად იშლება ჯერ ეთერული სხეული და შემდეგ ასტრალური. სხეულებრივი კონსტიტუციის დაშლა არახელდასხმული ადამიანის შემთხვევაში აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ ადამიანმა სულიერ სამყაროში გადაინაცვლოს, გაიაროს ის გზა რაც უნდა გაიაროს და შემდეგ უკან დაბრუნდეს ახალ ინკარნაციაში. და აქ უნდა ვიკითხოთ, და რა მოხდება, მაშინ თუ სხეულებრივი კონსტიტუცია გამკვრივებულია ისეთ დონეზე, რომ გარდაცვალების შემდეგ არ იშლება? (სწორედ ეს იყო კასტანედას ტრადიციის მიზანი, და ის პრაქტიკები, რომლებიც კასტანედამ გააცნო კაცობრიობას და რომელსაც საქართველოშიც ასწავლიან, სწორედ ამას ემსახურება) პასუხი ისაა, რომ თუ სხეულებრივი კონსტიტუცია (ეთერული და ასტრალური სხეულები) გარდაცვალების შემდეგ არ დაიშლება, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი მოხვდება ფიზიკურ და სულიერ სამყაროებს შორის არსებულ რეალობაში განუსაზღვრელი დროით, იმ რეალობაში რომელშიც ადამიანი სიზმრის განცობიერებისას შედის, იმ რეალობაში რომელშიც ადამიანი არ უნდა ხვდებოდეს იმაზე მეტ ხანს ვიდრე საჭიროა. ასეთი ადამიანი წარმოუდგენლად დიდხანს იხეტიალებს უცხო რეალობაში, იქამდე სანამ მისი მინიმუმ ეთერული სხეული დაშლას არ დაიწყებს. და კაცმა არ იცის რა ელის მას ამ რეალობაში და ის არსებები რაც მას იქ დახვდება, საერთოდ მისცემენ თუ არა საშუალებას მას ოდესმე, რომ ინკარნაციათა ციკლი გააგრძელოს. ასეთი ტიპის არსებები უხვადაა აღწერილი კარლოს კასტანედას წიგნებში, განსაკუთრებით კი ''სიზმართხილვის ხელოვნებაში''. ამ უცხო რეალობაში (იქ სადაც დონ ხუანის ტრადიციის მაგები გადიოდნენ და მოქმედებდნენ) ყველაზე ნაკლებად სავარაუდებელია, რომ ვინმე კეთილისმსურველს შეხვდეს ადამიანი, რადგან იერარქიული არსებები (ანგელოზები) ეგეთ დაბალ რეალობაში არ ეშვებიან და ის ადამიანები კიდევ, ვინც სწორად გაიარა ცხოვრება ამ განზომილებაში მინიმალური დროით მოხვდება, იმ მცირედი დროით სანამ მისი ეთერული სხეული დაიშლება. ამიტომ იყო დონ ხუანი, რომ სულ იმას გაიძახოდა – მტაცებლურ სამყაროში ვცოვრობთო, ამას იმიტომ ამბობდა, რომ ის ორი რეალობა, რომელსაც ის იცნობდა ორივე მტაცებლურია: მატერიალური სამყარო არიმანის სამბრძანებლოა, ამიტომ ეწოდება მას ამა ქვეყნის ბატონი სახარებაში, ის რეალობა კი სადაც სიზმრების გაცნობიერებით შედის ადამიანი არის შუალედური სივრცე ფიზიკურ და სულიერ სამყაროებს შორის, რომელშიც ის უცხო და მტაცებლურად განწყობილი არსებები არიან რომლებიც მეცხრე წიგნშია აღწერილი.
-------------------- |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 24th September 2024 - 10:47 AM |