კარლოს კასტანედა, შამანური პრაქტიკები |
კარლოს კასტანედა, შამანური პრაქტიკები |
Feb 14 2015, 04:49 PM
Post
#1
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ლექცია - "კატისებრთა მოძრაობები" ...
http://olmek.ru/KatisebrTa%20mozraobebi.htm კატისებრთა პასები - შამანების მიერ, შეცვლილ ცნობიერებაში აღმოჩენილი არაამქვეყნიური მოძრაობებია, სადღეისოდ ისინი ბუდჰის პლანზე არსებულ სასწავლო დაწესებულებაში ისევე ისწავლება როგორც სხვა დისციპლინები.... მათი ნაწილი კატის რასამ მოიტანა დედამიწაზე.. ვინც არ იცით რა არის კატისებრთა მოძრაობები (მაგიური პასები), შეგიძლიათ გაეცნოთ კარლოს კასტანედას წიგნის: ''მაგიური პასები'' http://castaneda-ru.com/books.php Магические пассы - რუსულადაც დევს აქ და ინგლისურადაც. -------------------- |
|
|
Sep 21 2018, 06:04 PM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ქრისტეს მოსვლის შემდეგ ძველმა რელიგიებმა თავისი აქტუალობა დაკარგეს და ნელ-ნელა ჩაქრობისკენ წავიდა ძველი სულიერების ყველა ფორმა. ქრისტეანობა შეიცავს თავის თავში ყველა იმ სულიერ ძალებს, რომლებიც იყო ძველ რელიგიებში განბნეული. ბუდას, მოსესა თუ ზარატუსტრას რელიგიამ შეასრულა თავისი მისია, ახლა იმ სულიერი ძალების ადამიანში განხორციელების დროა, რომელი სულიერი ძალებიც სამების სიმაღლიდან ჩამოუტანა კაცობრიობას ქრისტემ. ღმერთი ადამიანად განსხეულდა, რათა ადამიანისთვის ღმერთად გახდომის შესაძლებლობა მიენიჭებინა. იმ ფაქტს, რომ ქრისტეანობა შეიცავს თავის თავში ყველა სულიერ ძალას, ეხმიანება ერთი ოკულტური ლეგენდა ადეპტის შესახებ, რომელიც შუა საუკუნეებში ევროპაში განსხეულდა, მას ყავდა თორმეტი დიადი მასწავლებელი, რომელთაგანაც თითოეული წარსულის ერთი კონკრეტული ეპოქის ცოდნისა და სიბრძნის მატარებელი იყო ისე, რომ თორმეტივე ერთიანობაში მთლიანად იტევდა კაცობრიობის სულიერ მემკვიდრეობას. თორმეტივემ მთელი თავისი ძალა, ცოდნა და სიბრძნე ამ ერთ მოსწავლეს გადასცა, რის შემდეგადაც ეს მოსწავლე გარდაიცვალა, ხოლო ერთი საუკუნის შემდეგ კაცობრიობას მოევლინა ქრისტეან როზენკროიცის სახელით, რომელმაც შექმნა ადეპტების საძმო და ქრისტეანობის ახალ ნაკადს ჩაუყარა საფუძველი, რომელიც მანამდე ეზოთერულად არსებული, მეოცე საუკუნის დასაწყისიდან რუდოლფ შტაინერის წყალობით ეგზოთერულად გამოვლინდა ანთროპოსოფიის სახით. რუდოლფ შტაინერის მიხედვით ქრისტეან როზენკროიცი არჩეულ იქნა ამ მისიისათვის, რადგან ერთ-ერთ წინა ინკარნაციაში ის იყო ქრისტეს საყვარელი მოსწავლე იოანე, ხოლო მეთვრამეტე საუკუნეში სენ-ჟერმენის სახელით მოღვაწეობდა. ამ ყველაფრით იმის თქმა მსურს, რომ როზენკროიცერული ქრისტეანობა თავის თავში ყველა კეთილისმყოფელ სულიერ ძალას შეიცავს რაც კი რამე არსებობს დედამიწაზე. ამიტომაცაა, რომ რუდოლფ შტაინერი, როგორც როზენრკოიცერული მისტერიების ხელდასხმული ყველა მიმართულებით ფლობს ცოდნას და შესაბამისად ანთროპოსოფიაც თავის თავში კაცობრიობის მოღვაწეობის ყველა სფეროს მოიცავს.
ამის საპირისპიროდ ელენა ბლავატსკაიას თეოსოფია წარსულის ერთ-ერთი კულტურისა და ეპოქის აწმყომდე მოტანილი ცოდნაა, მიუხედავად იმისა, რომ თავისი ცოდნის სფეროდან გამომდინარე ყველაფრის ახსნის მცელობაა (თუმცა წარუმატებელი). ბლავატსკაიაც, ოლკოტიცა და ჯაჯიც ბუდისტებაც მოინათლნენ, მაჰატმა მორია და მაჰატმა კუტჰუმიც ბუდისტებამ მიიჩნევენ საკუთარ თავებს. ანუ ისინი ძველი ბუდისტური სიბრძნის მატარებლები არიან და შესაბამისად ისინი განსაკუთრებით კომპეტენტურები და ადეკვატურები არიან შორეული აღმოსავლეთის სულიერების სფეროში, მაშინ როდესაც როგორც კი თავიანთი ძველი წესით ხელდასხმით მიღებული ნათელხილვით ან ლოგიკური აზროვნებით ცდილობენ, რომ ახსნან ის, რაც დასავლური ოკულტიზმის შემეცნების სფეროს განეკუთვნება, ძალიან უხეშ შეცდომებს უშვებენ, რომლის ერთ-ერთი მაგალითიც ზემოთაც მოგიყვანეთ, იაჰვესთან, ქრისტესთან და ლუციფერთან დაკავშირებით. ქრისტეს განსხეულებისა და გოლგოთას მისტერიის შეუმეცნებლობა კი არის ის მთავარი მიზეზი რაც აღმოსავლეთის ადეპტების (არამარტო მორიასი და კუტჰუმის) სწავლებას შედარებით უნაყოფოს ხდის. ერთადერთი გამოსავალი რაც მათ, ან ნებისმიერმა სულიერებით დაინტერესებულმა ადამიანმა შეიძლება გააკეთოს იმისათვის, რომ მისმა ევოლუციამ სწორი მიმართულებით აიღოს გეზი ქრისტეს შემეცნებაა. -------------------- |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 23rd September 2024 - 09:37 PM |