ჩენელინგები ქართულად |
ჩენელინგები ქართულად |
Mar 27 2012, 10:34 PM
Post
#1
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 752 Joined: 25-March 12 From: თბილისი Member No.: 6,765 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გამარჯობა ფორუმის პატივცემულო წევრებო!
მე გავხსენი ახალი თემა,რათა გველაპარაკა იმაზე,თუ რამდენამ მნიშვნელოვანია ჩენელინგების წერა ქართულად!რუსულ ენაზე ბევრი არის,ინგლისურზეც ბევრი არის,ქართულზეც არის,მაგრამ იშვიათათ თუ ამოტივტივდება ხოლმე,ისეთი დონით არ არის,როგორც სხვა ენებზე. ამიტომ,მე პატივცემულო ფორუმელებო,მოგიწოდებთ,რომ ატვირთოთ რაც შეიძლება მეტი ჩენელინგი ქართულად! ვისაც სათარგმნ დონეზე ესმის რუსული ან ინგლისური,ვთარგმნოთ ჩენელინგები!რომ უფრო მეტმა ქართველმა გაახილოს თვალები,და მოემზადოს სულიერად,აიმაღლოს ცნობიერება და იპოვოს თავისი თავი!თქვენც იცით რამდენად მნიშვნელოვანია ეს.ვთარგმნოთ.აქ უკვე ჩვენ გავკისრია ხელის მიმწოდებლების და მოსიყვარულე არსებების როლი! -------------------- |
|
|
Oct 15 2018, 03:11 PM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ნეგატიური არსებების ზეგავლენა პირველ რიგში სიცრუეში გამოიხატება. ამდენად იმის ფიქრი, რომ ასეთი არსებები წითელი სახით, შავი რქებითა და წვეტიანი კუდით გამოგვეცხადებიან და გვეტყვიან ცუდი და ბოროტი თესე შვილო ჩემო, და სიკეთეზე ყველას ბოროტებით უპასუხეო, არის არასერიოზული. ჩვენ უნდა ჩავაყენოთ ჩვენივე თავი იმ არსებების პოზიციაში, რომლებიც არამატერიალური სამყაროებიდან ცდილობენ ცუდისკენ წაიყვანონ ადამიანები. ამ შემთხვევაში ჩვენ მივყვდებით, რომ ყველაზე ეფექტური ბრძოლის საშუალება სიცრუეა, ყველაზე ეფექტური სიცრუე კიდევ ის სიცრუეა, რომლის სიმართლისგან გარჩევა ძალიან ძნელია. ამდენად სიცრუის ყველაზე დახვეწილი ფორმა ის არის, რომ მასში დიდი პროცენტით სიმართლეც ერიოს, ასეთ სიცრუეს შეუძლია უამრავი რამ ასწავლოს ადამიანს ისეთი, რაც მეტნაკლებად მაინც ემგვანება სინმადვილეს. მაგალითად ალისა ბეილის წიგნები (რომლებიც ისევ და ისევ ჩანელინგების გზით არის დაწერილი), ეს წიგნები ძალიან გავს სერიოზულ ოკულტურ წიგნებს, სავსეა სქემებით, ფორმულებით, სიყვარულისა და მსახურებისკენ მოწოდებით და ასე შემდეგ. მაგრამ თავიდან ბოლომდე მიზანიმართულ ბოროტებას ემსახურება, და იმაზე უფრო მეტ ბოროტებას თესავს ვიდრე ისინი ვინც დემონების გამოძახებით, ნებაყოფლობითი შებრყობით, რიტუელური მსხვერპლშეწირვით და მსგავსი ტიპის შავი მაგიით არიან დაკავებულები. სინათლეში შეფუთული ბოროტება ყველაზე უფრო საშიშია. ჩანელინგებით რაც იწერება ბოროტებას ემსახურება ეგ ყველაფერი, იმიტომ რომ სიცრუეა, იმიტომ რომ მედიუმი მისთვის უცნობ და გაურკვეველ არსებებს უხსნის კარებს და აძლევს საშუალებას სხვა ადამიანებზე ზემოქმედებისა.
-------------------- |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 26th September 2024 - 04:09 AM |