ჩენელინგები ქართულად |
ჩენელინგები ქართულად |
Mar 27 2012, 10:34 PM
Post
#1
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 752 Joined: 25-March 12 From: თბილისი Member No.: 6,765 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გამარჯობა ფორუმის პატივცემულო წევრებო!
მე გავხსენი ახალი თემა,რათა გველაპარაკა იმაზე,თუ რამდენამ მნიშვნელოვანია ჩენელინგების წერა ქართულად!რუსულ ენაზე ბევრი არის,ინგლისურზეც ბევრი არის,ქართულზეც არის,მაგრამ იშვიათათ თუ ამოტივტივდება ხოლმე,ისეთი დონით არ არის,როგორც სხვა ენებზე. ამიტომ,მე პატივცემულო ფორუმელებო,მოგიწოდებთ,რომ ატვირთოთ რაც შეიძლება მეტი ჩენელინგი ქართულად! ვისაც სათარგმნ დონეზე ესმის რუსული ან ინგლისური,ვთარგმნოთ ჩენელინგები!რომ უფრო მეტმა ქართველმა გაახილოს თვალები,და მოემზადოს სულიერად,აიმაღლოს ცნობიერება და იპოვოს თავისი თავი!თქვენც იცით რამდენად მნიშვნელოვანია ეს.ვთარგმნოთ.აქ უკვე ჩვენ გავკისრია ხელის მიმწოდებლების და მოსიყვარულე არსებების როლი! -------------------- |
|
|
Oct 15 2018, 04:41 PM
Post
#2
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Merlin მართალს ბრძანებთ. ზუსტად ამიტომ, ჩენელინგი არ უნდა იყოს დაყვანილი, როგორც ირმამ ბრძანა, მკითხაობის დონეზე. რაც შეეხება სახარებას და სხვა წყაროებს რაც თქვენ დაასახელეთ, რა გარანტია გაქვთ რომ ჭეშმარიტების საქადაგებლადაა შემოტანილი ამ სიმკვრივეში?!
არ გედავებით და არ ვამტკიცებ, რომ ყველა დაირაზმოს და ჩენელინგის ჩასატარებლად წავიდეს. პირიქით, ეს პრაქტიკა, ისევე როგორც სხვა ყველა ეზოყერული და ოკულტური ქმედება ძალზე საფრთხილოა. შემზადებას საჭიროებს და აბსოლუტურად გარკვეულ მიზანს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე ვეყრდნობი ჩემს პირად გამოცდილებას და "თავი კარგად ვიგრძენი"- სთვის არ მივმართავ ხოლმე ამ მეთოდს. მაგისთვის სხვა რაღაცეებიც არსებობს. ალბათ ფიქრობთ რომ სრულიად ზედაპირულად ვწერ რასაც ვწერ და გაუცნობიერებლად ვაკეთებ რამეს, ეს ასე არ არის. არც ასაკი მაქვს შესაფერისი და არც დრო ეზოთერიკობანას სათამაშოდ. ჩენელინგი ძალიან ინტიმური პრაქტიკაა, თუ შეიძლება ასე ითქვას. თავად ბლავაცკაიაც მისდევდა მსგავს პრაქტიკებს, ასე, რომ მისი გაფრთხილება სულ სხვა რამეს ეხება. იმას, რომ გასართობად, სამკითხაოდ და მოუმზადებლად რაიმე მისტიურის გაკეთება დასჯადია. -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 6th June 2024 - 11:22 AM |