ჩენელინგები ქართულად |
ჩენელინგები ქართულად |
Mar 27 2012, 10:34 PM
Post
#1
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 752 Joined: 25-March 12 From: თბილისი Member No.: 6,765 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გამარჯობა ფორუმის პატივცემულო წევრებო!
მე გავხსენი ახალი თემა,რათა გველაპარაკა იმაზე,თუ რამდენამ მნიშვნელოვანია ჩენელინგების წერა ქართულად!რუსულ ენაზე ბევრი არის,ინგლისურზეც ბევრი არის,ქართულზეც არის,მაგრამ იშვიათათ თუ ამოტივტივდება ხოლმე,ისეთი დონით არ არის,როგორც სხვა ენებზე. ამიტომ,მე პატივცემულო ფორუმელებო,მოგიწოდებთ,რომ ატვირთოთ რაც შეიძლება მეტი ჩენელინგი ქართულად! ვისაც სათარგმნ დონეზე ესმის რუსული ან ინგლისური,ვთარგმნოთ ჩენელინგები!რომ უფრო მეტმა ქართველმა გაახილოს თვალები,და მოემზადოს სულიერად,აიმაღლოს ცნობიერება და იპოვოს თავისი თავი!თქვენც იცით რამდენად მნიშვნელოვანია ეს.ვთარგმნოთ.აქ უკვე ჩვენ გავკისრია ხელის მიმწოდებლების და მოსიყვარულე არსებების როლი! -------------------- |
|
|
Oct 25 2018, 04:47 PM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
''''ნეტა საიდან უნდა მიიღო აბა ინფორმაცია თუ არა ჩენელინგით?''''
(გრამატიკულად გასწორებული პასუხი, წინას თუ წაშლით კარგი იქნება). სულიერ სამყაროზე სწორი ინფორმაციის მიღება შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ხელდასხმულების მიერ გადმოცემული ცოდნიდან. ანუ იმ ადამიანებისგან ვისაც თავად შეუძლიათ სულიერი სამყაროების უშუალო აღქმა და შემეცნება. ცოდნის ასეთი მიღება კი წინაპირობაა იმისა, რომ ადამიანმა მომავალში თავად შეძლოს იგივე, ანუ ავიდეს ხელდასხმის სიმაღლეზე. ხელდასხმულები ყველა დროში არსებობდნენ და არსებობენ, ასეთები იყვნენ მაგალითად გაუტამა ბუდა, ძველი ბოდჰისატვები, ზარატუსტრა, ჰერმეს ტრისმეგისტრი, მოსე, ელია და ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები, ჰომეროსი, პლატონი, შემდეგ ქრისტეს მოსწავლეები, ახალი აღთქმის წიგნების ავტორები, ფსევდო-დიონისე არეოპაგელი, დანტე, რუსთაველი, ქრისტიან როზენკროიცი, სვედენბორგი, იაკობ ბოემე, მაჰატმა მორია და მაჰატმა კუტჰუმი, ელენა ბლავატსკაია, რუდოლფ შტაინერი და სხვა მრავალი, რომელთა სახალებიც ან ნაკლებად არის ცნობილი ან საერთოდ უცნობია. მხოლოდ ასეთი ადამიანებისგან შეიძლება მივიღოთ ღირებული ოკულტური ცოდნა, ანუ იმათგან ვინც უშუალოდ აღიქვავენ და იმეცნებენ სულიერ სამყაროებს. მე იმის წარმოჩენა მსურს, რომ მეოცე საუკუნემდე ჩვენთვის ცნობილი არცერთი დიდი სულიერი მასწავლებელი მედიუმი არ იყო იმ გაგებითა და იმ ფორმით რასაც დღეს ვგულისხმობთ ამ სიტყვაში. ოკულტისტები რასაც წერენ უმეტესწილად თანხმობაშია ერთმანეთთან, თანხმობაშია ჯანსაღ აზრთან და ლოგიკასთან, და რაც მთავარია თანხმობაშია მთელი წარსულის სულიერ გამოცდილებასთან. რასაც ვერანაირად ვერ ივტყვით იმაზე რაც ჩენელინგების გზით ვრცელდება. აქ სახეზე გვაქვს სრული ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციების ნაკადი, რომელიც არათუ ლოგიკურად გაუმართავი, ხშირად საერთოდ არაფერს არ იტყობინება და ცარიელი სიტყვებია ერთმანეთზე გადაბმული, არანაირად არაა თანხმლობაში და სრულიად გამორიცხავს იმ ცოდნას რა სულიერი ცოდნაც კაცობრიობამ დააგროვა. და რაც მთავარია ამ შემთხვევაში - ასეთი მცდარი აზრი, რომ სწორედ ეს მეთოდია მიღმიურთან დამაკავშირებელი ერთადერთი თუ არა უპირველესი საშუალება, მხოლოდ და მხოლოდ მეოცე საუკუნიდან დაწყებული ცრუეზოთერული ბუმიდან შეიძლება დაგვრჩეს, რომელსაც სათავეში და წარმმართველ ძალად სწორედ ისევ და ისევ ჩანელინგების ავტორები უდგანან. სულ ყველაზე მარტივი მაგალითი რომ გითხრათ, რაც ჩანელინგებიდან იწერება უმეტესწილად იმ თემების გარშემო ტრიალებს რაც ბლავატსკაიამ გააცნო საზოგადოებას (დედამიწის ევოლუცია, რასები და ცივილიზაციები, ნატიფი სხეულები, რეინკარნაციის იდეის მასშტაბური პოპულარიზაცია და ადეკვატური ფორმით გაგება, მაჰატმები ან დიდი ადეპტები და მსგავსი ცნებები პირველად სწორად ბლავატსკაიამ გააცნო ფართო საზოგადოებას), და ჩანელინგებში რაცაა ბლავატსკაიას მიერ გადმოცემული ცოდნა კი არა მისი სრული პრაფანაციაა, და რეალურად არცერთ ძირითად საკითხში არ ეთანხმება თავად ამ ცოდნის წყაროს. თეოოფიასთან ერთად '''new thought'''-ის მოძრაობის გავლენაც არანაკლებადაა მოცემული (მთელი ეს ვიზუალიზაციები, აფირმაციები, სასურველის მოზიდვა, ''პოზიტივ სინქინგი'' და მსგავსი რამეები რაცაა, უმეტესწილად აქედანაა აღებული). ხოდა იმ ცოდნას რაც ისედაც არის წიგნებში გადმოცემული, ახლა ამ ცოდნის გამოხდილ, გამარტივებულ და ათასგვარი ფანტაზიითა და სიცრუით გაზავებულ ვარიანტს გადასცემენ მედიუმებს ის არსებები, რომელთაც აწყობთ ამის კეთება გარკვეული მიზეზბის გამო. აი მაგალითად ბლავატსკაიამდე ყველა მიდეიუმი ძირითადად გარდაცვლილთა წინაპრებთან კონტაქტით შემოიფარგლებოდა. მაგრამ როგორც კი ბლავატსკაიამ ადეპტებზე, მაჰატმებზე და დიად ხელდასხმულებზე დაიწყო ლაპარაკი, მედიუმებთან მაშინვე გაჩნდნენ გარდაცვლილთა სულების ნაცვლად ადეპტები, დიადი განდობილები, მაჰატემბი და ასე შემდეგ. თვით მორიამ და კუტჰუმიმაც კი ძლივს მოასწრეს ხმის გაღება, რომ მათი გამოჩენისთანავე ''მეზობლად'' მედიუმები უკვე მათი სახელით ალაპარაკდნენ, რაზეც სასწრაფო რეაგირების ქონა მოუწიათ მათ და ხალხის გაფრთხილება, რომ არავითარ მედიუმებთან მათ კავშირი არ ჰქონდათ და დაიწყეს მედიუმობის პრაქტიკის მუშაობის პრინციპის განმარტება და ახსნა იმისა, რომ ამ გზით ეგრედ წოდებულ ''ფსიქიკურ პლანზე'' გადის ადამიანი კონტაქტზე, საიდანაც სიცრუის მეტს ძნელად თუ გამოიტანს ადამიანი რამეს (ხშირადაა ხაზგასმული ისიც, რომ ოკულტისტი, თუ მას არ უნდა გზა აებნეს და აეზილოს ყველაფერი, ამ მაცდურ პლანს, რომელსაც '''great deceiver''-ს უწოდებენ ხშირად, უნდა გასცდეს და რეალურ სულიერ სამყაროებში შეაღწიოს). იგივე შეიძლება ითქვას მაგალითად იესოზეც, იმდენი იესოა ეხლა ჩანელინგების ასპარეზზე გამოსული რომ პირდაპირ კომედიაა. ყველას თავისი პერსონალური ჯიზასი ჰყავს, რომელიც მედიუმს და მის მსმენელებს ჭკუას ასწავლის და ''ათას კეთილ რჩევა-დარიგებას აძლევს'', და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ერთის იესო არასდროს არ ეთანხმება მეორისას და ორივე ერთად კიდევ არ ეთანხმება იმ სწავლებას რაც სახარებაშია გადმოცემული და რა სწავლებაც ქრისტეანი ხელდასხმულების მიერაა დატოვებული. -------------------- |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 26th September 2024 - 10:57 AM |