ჩენელინგები ქართულად |
ჩენელინგები ქართულად |
Mar 27 2012, 10:34 PM
Post
#1
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 752 Joined: 25-March 12 From: თბილისი Member No.: 6,765 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გამარჯობა ფორუმის პატივცემულო წევრებო!
მე გავხსენი ახალი თემა,რათა გველაპარაკა იმაზე,თუ რამდენამ მნიშვნელოვანია ჩენელინგების წერა ქართულად!რუსულ ენაზე ბევრი არის,ინგლისურზეც ბევრი არის,ქართულზეც არის,მაგრამ იშვიათათ თუ ამოტივტივდება ხოლმე,ისეთი დონით არ არის,როგორც სხვა ენებზე. ამიტომ,მე პატივცემულო ფორუმელებო,მოგიწოდებთ,რომ ატვირთოთ რაც შეიძლება მეტი ჩენელინგი ქართულად! ვისაც სათარგმნ დონეზე ესმის რუსული ან ინგლისური,ვთარგმნოთ ჩენელინგები!რომ უფრო მეტმა ქართველმა გაახილოს თვალები,და მოემზადოს სულიერად,აიმაღლოს ცნობიერება და იპოვოს თავისი თავი!თქვენც იცით რამდენად მნიშვნელოვანია ეს.ვთარგმნოთ.აქ უკვე ჩვენ გავკისრია ხელის მიმწოდებლების და მოსიყვარულე არსებების როლი! -------------------- |
|
|
Oct 25 2018, 05:10 PM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ავტორიტეტებს რაც შეეხება. ეს არამგონია აქ რამე შუაში იყოს. რომელიმე ადამიანის შეფასება იმ მემვიდრეობით ხდება რასაც ის უტოვებს კაცობრიობას. ვინც დავასახელე, ეგ ადამიანები, მაგალითად პლატონი, იმიტომ კი არ კითხულობს ხალხი მის ტექსტებს, რომ ავტორიტეტად გამოაცხადა ვინმემ, არამედ იმიტომ, რომ თუკი ვინმეს სიბრძნესთან შორიდან მაინც ჩაუვლია, იქნება ეს ფილოსოფოსი, რელიგიური მოღვაწე, მისტიკოსი და ოკულტისტი, პლატონს არავინ არ აქცევს ზურგს. და ამიტომაც იქცევს ის ყველა სიბრძნით დაინტერესებული ადამიანის ყურადღებას, შედეგად სწავლობენ მის ტექსტებს და ისინიც თავის შთაბეჭდილებას და შეფასებას გადასცემენ სხვებს, და მის წაკითხვას ურჩევენ. ანუ შინაარსია სწავლის მთავარი და არა ის, რომ ვიღაცა ავტორიტეტად გამოაცხადეს, შინაარსის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ მაგალითად რუსთაველზე და არა იმის და მიხედვით, რომ ყველა ასე ამბობს ან რამე მსგავსი.
იმას რაც შეეხება, რომ შეცდომისგან არასდროს არ ხარ დაზღვეული, რა თქმა უნდა მართალი ხართ, მაგრამ როდესაც საქმე ისეთ სიცრუეს ეხება როგორიც ჩანელინგებია, ან ისეთს როგორიცაა ოშოს, რერიხების ან სხვა ცრუმასწავლებელთა სწავლება, ამ შემთხვევაში შეცდომისგან არავინაა დაზღვეული კი არა, ჭეშმარიტებისგანაა ყველა საიმედოდ დაზღვეული. -------------------- |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 26th September 2024 - 01:59 AM |