შტაინერის ლექციებიდან, სხვადასხვა |
შტაინერის ლექციებიდან, სხვადასხვა |
Nov 6 2018, 10:36 PM
Post
#1
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,964 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამ თემაში დავდებ შტაინერის ლექციებიდან გარკვეულ მონაკვეთებს, რაც მნიშვნელოვნად ჩავთვალე. შედარებით მცირეს, რომ შეძლოთ წაკითხვა და კარგად აღქმა.
ამჯერად ვდებ წიგნიდან "ცხოვრება გარდაცვალებიდან ხელახალ დაბადებამდე". გვ. 91-93. შეგვიძლია ამონარიდები განვიხილოთ, ან დაფიქისირდეთ მაინც, რომ ვიცოდე, რომ ვიღაც კითხულობს . "თეორიული მატერიალიზმის გაფურჩქვნის ხანაში, იყო ასეთი აზრიც, რომ ადამიანები, რომელთაც არ სურთ საიქიო ცხოვრების ხელაღებით უარყოფა და მზად არიან დათმობაზე წავიდნენ და აღიარონ იგი, ასეთნაირად სჯიან: რა აუცილებლობას წარმოადგენს მიწიერი ცხოვრების პერიოდშივე ჩავეძიოთ იმას, რაც თავისთავად გაირკვევა გარდაცვალების შემდეგ. მოვა დრო და გავიგებთ კიდეც არსებობს თუ არა საიქიო ცხოვრება და რა შეიძლება მან შეგვძინოს. ერთი შეხედვით ამგვარი მსჯელობა სავსებით ლოგიკურია და მისაღები, მაგრამ რეალურად, მთლიანად ეწინააღმდეგება ფაქტებს, რომლებიც სულიერი კვლევის შედეგად ცხადდება, ანუ იმ ფაქტებს, რომელთაც ადგილი აქვთ გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის. გაივლის რა სიკვდილის კარიბჭეს, ადამიანი უმაღლეს იერარქიათა სხვადასხვა ძალებთან და არსებებთან ამყარებს ურთიერთობას. შემდგომ, დედამიწაზე კვლავ დაბადებისას, იგი მთელი თავისი სხეულებრიობისა და ასევე, მთელი თავისი ბედის თვითაღმდგგენელად გვევლინება. დიახ, გარკვეულ ფარგლებში ადამიანი მთელ თავის სხეულს - ტვინის ხვეულების ჩათვლით - წარმოქმნის და აშენებს იმ ძალთა მეშვეობით, რომლებიც სულიერი სამყაროდან ფიზიკურ ყოფიერებაში შემოსვლისას მოაქვს თან. ფიზიკური არსებობისას მთელი ჩვენი ცხოვრება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია ჩვენი ფიზიკური სხეულის ფორმები, რომელთა მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია კონტაქტი დავამყაროთ გარე სამყაროსთან, ვიყოთ ქმედითი, ვიაზროვნოთ. ჩვენ მხოლოდ მაშინ შევესაბამებით ფიზიკურ ყოფიერებას, როდესაც სულიერი სამყაროდან მოგვაქვს სათანადო ძალები, რომლებიც შესაძლებლობას გვანიჭებს ავაშენოთ ისეთი სხეული, ფიზიკური სამყაროს ყველა მოთხოვნას რომ აკმაყოფილებს. ადამიანი გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მიეახლოს შესაბამის სულიერ არსებებს, რომლებიც დაამწყალობებენ მას, შთაუნერგავენ მომავალი ფიზიკური არსებობისთვის საჭირო ძალებს. გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის, ერთ შემთხვევაში ადამიანი ისე ჩაუვლის ამ არსებებს, რომ შეიცნობს და გააცნაურებს კიდეც მათი ხასიათის ნიშანდობლიობებს. ამ დროს მას საშუალება ეძლევა აღიქვას, ან თუნდაც იხილოს ის, რაც ამ არსებებს ძალუძთ მიმადლონ მას და რაც აუცილებელია მომავალი მიწიერი ცხოვრებისათვის, მაგრამ სხვა შემთხვევაში ადამიანმა შესაძლოა ისე ჩაუაროს მათ, რომ ვერ კი შენიშნოს ისინი, ვერ აღიქვას ის სასიცოცხლოდ აუცილებელი ძალები, რაც მან უმაღლეს იერარქიათა არსთაგან უნდა მიიღოს, რადგანაც სულიერ სამყაროში, სულიერების თვალსაზრისით იგი წყვდიადითაა მოცული. არჩევანს წინდაწინვე განსაზღვრავს ადამიანის ადრინდელი მიწიერი ცხოვრების ნიშანდობლიობანი. სახელდობრ, ის, ვინც უკანასკნელ მიწიერ ცხოვრებაში გულგრილად ეკიდებოდა ზეგრძნობადი სამყაროს მოვლენათა შემეცნებისთვის აუცილებელ აზრებს და იდეებს, გარდაცვალებასა და დაბადებას შორის ცხოვრების მოვლენებს წყვდიადით მოცული განლევს. მან რომ შეიცნოს სულიერი არსებანი, გაიგოს თუ რას უბოძებენ ისინი მას მომავალი მიწიერი ცხოვრებისთვის, ამისათვის აუცილებელია სულიერი სინათლე, მაგრამ ზეგრძნობად სამყაროში ამ სულიერ ნათელს ვერ მივიღებთ, იგი აქ დედამიწაზე ცხოვრებისას უნდა მოვიპოვოთ, რათა შემდგომში გავივლით რა სიკვდილის კარიბჭეს, ჩვენი იდეები და ცნებები სულიერ სამყაროში, სულიერ ყოფიერებაში შევიტანოთ. აქედან ცხადდება, თუ რაოდენ მცდარია ის აზრი, რომ სიკვდილის შემდეგ, სულიერ სამყაროში, მაშინაც კი, თუკი ადამიანმა მიწიერი ცხოვრების პერიოდში უგულვებელყო სათანადო მომზადება, ყოველივე თავისთავად მოგვემადლება. ყველა სამყაროს თავისი საკუთარი მისია აკისრია და ვერც ერთ სხვა სამყაროში ვერ მიიღებს ადამიანი იმას, რაც ფიზიკურ სხეულებრიობაში მიწიერი ცხოვრების დროს უნდა მიიღოს". -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Nov 7 2018, 01:52 PM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,964 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ვდებ შემდეგ მონაკვეთს. ამჯერად წიგნიდან: "იდუმალთმეტყველების კარიბჭესთან" გვ.55-56.
ეს მონაკვეთი ეხება: მომზადება ახალი დაბადებისთვის, სხეულის შექმნა, მშობლების მოძებნა, სხვადასხვა საშიშროება ... როგორ მუშაობენ ძალები, რომ ადამიანი ახალ ინკარნაციაში შემოიყვანონ? როგორც ვნახეთ, დაახლოებით ათასი წელი გადის სიკვდილსა და ხელახალ დაბადებას შორის. ამ პერიოდში სამშვინველი მწიფდება იმისთვის, რომ კვლავ დაადგეს ახალი დაბადების გზას. ნათელმხილველისთვის უაღესად საინტერესოა ასტრალური სამყაროს კვლევა. აქ მას შეუძლია დააკვირდეს მფრინავ, დაშლა დაწყებულ ასტრალურ გვამებს. საკუთარ დაბალ ინსტინქტებზე ნამუშევარი განვითარებული ადამიანის ასტრალური გვამი სწრაფად იშლება. დაბალ საფეხურზე მდგომ ადამიანებთან, რომლებიც თავიანთ მიდრეკილებებსა და ვნებებს თავისუფლად ეძლეოდნენ, დაშლა ნელა ხდება. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ უკან მოტოვებულმა ასტრალურმა გვამმა ვერ მოასწროს დაშლა იმ დროისთვის, როცა მისი თავდაპირველი მატარებელი არსება მიემართება ახალი დაბადებიკენ. ეს კი იწვევს მძიმე ბედისწერას. ასევე შესაძლებელია, რომ ადამიანი განსაკუთრებულ გარემოებათა გამო მალე განსხეულდეს და თავის ძველ ასტრალურ გვამს შეხვდეს. ამ უკანასკნელს დიდი ლტოლვა აქვს მისკენ და მის ახალ ასტრალურ სხეულში შედის. მართალია, ადამიანი ახალ ასტრალურ სხეულს იქმნის, მაგრამ მასთან დაკავშირებულია ძველიც და იგი ორივეს მთელი სიცოცხლე ატარებს. ძველი ასტრალური სხეული როგორც მეორე „მე“ თავს იჩენს კოშმარულ სიზმრებსა და ხილვებში, აწვალებს და ტანჯავს მას. ჩანასახმა ძველი ასტრალური სხეული კი არ უნდა მოძებნოს, არამედ არადიფერენცირებული ასტრალური სხეულისგან უნდა შექმნას ასტრალური სხეული, ასე რომ ეს პროცესი თვით ადამიანზეა დამოკიდებული. ახალი ასტრალური სხეულის ფორმა და ფერი განვლილი ცხოვრების ძალებზეა დამოკიდებული. ამ ფაქტს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. რატომ მოძრაობენ ეს ადამიანური ჩანასახები ასეთი სისწრაფით? იმიტომ, რომ უნდა მოძებნონ მშობელთა წყვილი, რომელიც ხასიათითა და ოჯახური დამოკიდებულებით ადამიანური ჩანასახის შესაბამისი იქნება. სისწრაფე შესაძლებელს ხდის, რომ მშობელთა ასეთი წყვილი მოიძებნოს. ადამიანის ჩანასახი ამ მომენტში შეიძლება აქ იყოს, მეორე წუთს კი სხვა კონტინენტზე აღმოჩნდეს. რაც შემდეგ ხდება, ამაში ადამიანს დახმარება სჭირდება. მაღალი არსებები ლიპიკასები ადამიანურ ჩანასახს წყვილისკენ წარმართავენ, ხოლო მაჰარაჯასები აფორმირებენ ეთერულ სხეულს ასტრალური ფორმისა და გარეგნულ ფიზიკურ სხეულში მშობლების მიერ შეტანილი წვლილის შესაბამისად. განაყოფიერების აქტის დროს ვნებაში, რომელიც ამ დროს მშობლების მხრიდან ვითარდება, ნათელმხილველს შეუძლია ასევე დაინახოს ასტრალური მატერიაც. ამიტომ ბავშვის ვნებიანობა განისაზღვრება მშობელთა წყვილის ვნების ინტენსივობით, რომელიც განაყოფიერების აქტის დროს განვითარდა. შესაძლებელია ყოველთვის ვერ მოხერხდეს ისეთი მშობლების პოვნა, რომელიც ადამიანის ჩანასახისთვის სრულიად შესატყვისი იქნება. ხერხდება მხოლოდ ყველაზე უფრო შესაფერისის პოვნა. ასევე ძნელია ფიზიკური სხეულის ისე აგება, რომ სრულიად შეესაბამებოდეს ეთერულ სხეულს. სრული ჰარმონია ვერასოდეს მიიღწევა. აქედან იღებს სათავეს სამშვინველსა და სხეულს შორის გახლეჩილობა. უშუალოდ განსხეულების წინ ხდება ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც გარდაცვალების მომენტის ასეთივე მოვლენის პარალელურია. როგორც უშუალოდ გარდაცვალების შემდეგ წარდგება სამშვინველის წინაშე მთელი განვლილი ცხოვრება პანორამის სახით, ზუსტად ასევე უშუალოდ განსხეულების წინ ჭვრეტენ მთელ მომავალ ცხოვრებას. ეს უდიდესი მნიშვნელობის მომენტია. ისეც ხდება, რომ ადამიანები, რომელთაც წინა ცხოვრებაში ბევრი რამ გადაიტანეს და მძიმე ცხოვრება გაიარეს, ახალი მიმართებებისა და ბედისწერების ხილვისას შოკში ვარდებიან და სამშვინველის სრულ განსხეულებას აბრკოლებენ ისე, რომ სხეულში სამშვინველის მხოლოდ ნაწილი შედის. ამგვარი შოკის შედეგად იბადებიან იდიოტები, ან ეპილეპტიკები. -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 29th May 2024 - 04:46 PM |