IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> პრომეთე ბაფომეტი და მაჰავატარ ბაბაჯი და მისი კრია იოგა
starscream
post Nov 22 2018, 11:46 PM
Post #1


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 615
Joined: 7-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,302

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გამარჯობათ მოკლედ ძალიან დაინტერესებული ვარ მაჰავატარ ბაბაჯის კრია იოგათი მოკლედ არამარტო კრია იოგაში ასევე ლამის ყველა იოგაში არის სულიერი თვალი, აჯნა ჩაკრა, ქრისტეს ცნობიერება რომელიც 5 ქიმიანი ვარსკვლავითაა აღნიშნული რომელიც ჩანს მესამე თვალტან მედიტაციის დროს და მასში უნდა შეხვიდე. ასევე ნუ კუნდალინიც ყველამ იცის ეხლა ავიღოთ ბაფომეტი ყველა ის სიმბოლო აქვს რაც იოგაში არის მოცემული კუნდალინის "კადუცეი" სულიერი თვალის სიმბოლო ეს 5 ქიმიანი ვარსკვლავი რქებიც და ცეცხლი სახსარა ჩაკრაზე პრომეთეს ჩირაღდანი ვერ გავიგე რა ხდება ოპელი?? საქმე ისაა კიდე ვიფიქირდები რამეს სხვას მაგრამ რო დავაკვირდეთ ვინაა მაჰავატარ ბაბაჯი? უკვდავი იოგი რომელსაც არც დასაბამი აქვს არც დასაწყისი უკვდავია და აძლევს კრია იოგას ლაჰირი მაჰასაიას ის თავისი არსით პრომეთეა რომელიც ჰიმალაის მთაზე ცხოვრობს კრია იოგა კი საკმაოდ ერთ ერთი ყველაზე ძლიერი იოგაა ლაჰირის მაჰასაის ცოლშვილი ყავდა და 2 ბატალიონი ბავშვევბი და ბევრი ისეთი რამის გაკეთება შეეძლო რასაც ბერებიც ვერ აკეტებდნენ. ხოდა მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები ამ ყველაფერზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
Merlin
post Nov 23 2018, 08:07 PM
Post #2


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



''''თუ ადამიანის ცნობიერება, მისი ცნობიერების სტრუქტურა, ჩაკრალური სტრუქტურა, ნატიფი სხეულების აგებულება ძველინდურ პერიოდში და ახლა, დღეს, ერთი და იგივეა (ანუ ეს სტრუქტურა არ შეცვლილა),''''

რაც ჩამოწერეთ ეგ ყველაფერი არ შეიცვალა კი არა, შეიცვალა. რა თქმა უნდა ადრეც ფიზიკური, ეთერული, ასტრალური და ასე შემდეგ შემადგენლობა ჰქონდა ადამიანს, და ეხლაც ასე აქვს (ნუ თუ ძალიან უკან არ წავალთ), მაგრამ ეს ყველაფერი იცვლება, ფიზიკური სხეულიც აღარ არის ისეთი როგორიც ადრე იყო, მით უმეტეს ეთერული და ასტრალური სხეულები, ასევე ამ სხეულების კავშირი ერთმანეთთან და კიდევ უამრავი რამ, მაგრამ აქ ყველაზე არსებითია აი ამ კითხვაზე პასუხი: ''' მაშინ კონკრეტულად რა სახის ევოლუცია განიცადა ადამიანმა ისეთი, რომ...''' ყველა ცვლილებას შორის ყველაზე უფრო მნიშვბელოვანი ადამიანში რაც იცვლება და რისი შეცვლა და ევოლუციაც არის რეალურად ადამიანის მიზანი, არის სამშვინველი. სამშვინველი არის ადამიანის შინაგანი სამყარო, მისი ცნობიერება, აზრების, წარმოდგენა-შთაბეჭდილებების, ემოციებისა თუ ნება-სურვილების ერთობლიობა. და ეს არის ადამიანის ის წევრი, რომელსაც ასტრალური სხეული ატარებს და რომლის ევოლუციაც უპირველესი ამოცანაა ადამიანისათვის. (და არა ენერგეტიკის განვითარება, როგორც ეს ბევრს ჰგონია, იმიტომ რომ სამშვინველისგან განსხვავებით, ენერგეტიკა გარდაცვალების შემდეგ იშლება).

სამშვინველი არის ის რაც თავის თავს ამღჟავნებს ზოგადად სულიერებაში, მითოლოგიაში, რელიგიაში, ეზოთერიკაში, ფილოსოფიაში, ხელოვნებაში და ასე შემდეგ...



''''რა იგულისხმება იმაში, რომ ძველინდური გზა ზემოდან ქვემოთაა, ხოლო ანთროპოსოფიის გზა ქვემოდან ზემოთ?''''

აქ ის იგულისხმება, რომ დედამიწის ფიზიკური ევოლუციის დაწყებიდან, ანუ იმ დროიდან როდესაც ადამიანმა პირველად დაიწყო ევოლუცია დედამიწაზე, რომის ეპოქამდე ადამიანის ევოლუცია მატერიაში ჩასვლისკენ და სულიერი სამყაროებიდან გამოცალკევებისკენ მიდიოდა. ანუ რაც დრო გადიოდა ადამიანი სულ უფრო და უფრო მეტად ეშვებოდა მატერიაში. და ეს იყო აუცილებლობა. ანუ ძველი ადამიანისათვის მატერიის ათვისება წარმოადგენდა დაახლოებით ისეთივე გამოწვევასა და აუცილებლობას, როგორიც დღეს ჩვენთვისაა სულიერი სამყაროების ათვისება. ამდენად მთელი რიგი პრაქტიკები არსებობდა, რომ ადამიანს შესძლებოდა სხეულში ჩასვლა და მატერიაში სათანადოდ ფუნციონირება. ეს პროცესი რომის ეპოქამდე გაგრძელდა. რომის პერიოდში ადამიანი ბოლომდე ჩამოვიდა მატერიაში. დამოუკიდებელი გახდა სულიერი სამყაროებისგან, შეიძინა პიროვნული დამოუკიდებლობა, თავისუფლება როგორც სულიერი შთაგონებებისგან, ასევე კოლექტივისგან და გახდა დამოუკიდებელი პიროვნება, რომელსაც კოლექტივისგან დამოუკიდებლადაც გააჩნია ღირებულება (რაც მანამდე არ იყოს ასე, მაგალითად ბერძნებისთვის იმდენადვე იყო ადამიანი ღირებული, რამდენადაც პოლისისთვის იყო სასარგებლო და ასე შემდეგ).

იმ დროს როდესაც ადამიანი ბოლომდე ჩამოვიდა მატერიაში, გახდა დამოუკიდებელი არსება, მასთან სულიერი სამყაროებიდან დაეშვა ქრისტე, რათა უკან დასაბრუნებელი გზა გაუხსნას, და ეს წარმოადგენს უდიდეს კოსმიურ მისტერიას. ქრისტეს დედამიწაზე ჩამოსვლით ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა, რადგან თავად სამყაროს შემოქმედი, ძე ღვთისა, მზიდან დაეშვა დედამიწაზე, ღმერთი ადამიანად განსხეულდა და ახალი სწავლება პირადად და უშუალოდ გადასცა კაცობრიობას. ამიერიდან ადამიანთა ევოლუცია სულ სხვა გზით მიდის. ქრისტეანობა განსხვავებით ყველა სხვა რელიგიისგან დასრულებული არ არის, ის ყოველი ახალი ეპოქის შესაბამისად სხვა სახით გამოვლენილი გადაეცემა კაცობრიობას, ანთროპოსოფიას სხვა მასზე უფრო დიადი სწავლება ჩაანაცვლებს მომავალში. ბუდას და მოსეს სწავლებამ კი შეასრულა თავისი მისია, მათ ქრისტეს მოსვლისთვის მოუამზადეს დედამიწა. ახლა როდესაც თავად ღმერთი ჩამოვიდა დედამიწაზე ის უნდა ეძებოს ადამიანმა...


'''დღეს ადამიანი ძველინდური ტრადიციით (მაგალითად, რამანა მაჰარშის მეთოდით) ვერ შეძლებს სამადჰის მდგომარეობის მიღწევას?'''

არ ვიცი სამადჰიში თქვენ ზუსტად რას გუსხმობთ, რაჯა იოგას პრაქტიკებით, ნათელხილვას შეიძენს ადამიანი, კუნდალინსაც აიყვანს თავის წვერომდე, ზებუნებრივ უნარებსაც მოიპოვებს და ასე შემდეგ... მაგრამ ჯერ ერთი, რომ ეს ძველი ტიპის ნათელხილვა იქნება, რომლის ხელახლა გაღვიძება უკან გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯია, იმიტომ, რომ ასეთი ნათელხილვა ადრე ბუნებრივად ჰქონდა ადამიანს და მატერიაში ჩასვლის კვალდაკვალ ჩაქრა, რათა ახალი ცნობიერი ნათელხილვის მოპოვების შესაძლებლობა ჰქონოდა ადამიანს, რისი გამომუშავების ეპოქაც სწორედ მეოცე საუკუნიდან დაიწყო. ანუ ვისაც ჯერ კიდევ ძველი ნათელხილვა აქვს და ევოლუციას თუ უნდა, რომ გაჰყვეს, პირიქით, უნდა ეცადოს, რომ ჩააქროს ეს უნარი.

აი რა წერია სახარებაში ამასთან დაკავშირებით: 39. და თქვა იესომ: „განსაკითხავად მოვედი ამ სოფელში, რათა ბრმებმა დაინახონ, მხედველნი კი დაბრმავდნენ“.

მოკლედ რომ გითხრათ, ძველი მეთოდებით რაც მიიღწევა ის საერთოდ სხვა რამე იქნება ვიდრე ის, რასაც სწორ შემთხვევაში უნდა მიაღწიოს ადამინმა, და იქნება გზა უკან. უფრო კონკრეტულად: შტაინერი ამბობს, რომ ის ადამიანი, ვისაც გამართული აზროვნების უნარი აქვს, გაცებით უფრო მეტადაა განვითარებული, ვიდრე ვინმე, ვისაც ძველი ნათელხილვა აქვს შემორჩენილი ან გაღვიძებული. ანუ გარკვეული თვალსაზრისით რომელიმე მატერიალისტი მაგრამ ძლიერი აზროვნების მქონე ადამიანი გაცილებით წინ იქნება თავის ევოლუციაში, ვიდრე რომელიმე იოგი, რომელიც ხედავს აურებს, დაფრინავს და კედლებში გადის, მაგრამ გამართულად ვერ აზროვნებს.


თუ გსურთ ეს საკითხი მთელი თავისი სისავსით გაიგოთ შეგიძლიათ ნახოთ ლექციათა ეს ციკლი: https://www.youtube.com/watch?v=WXEltNQTB20...1362E07CA27CB52 ოღონდ, თუ ნახვაა თორმეტივე ლექციას უნდა მოუსმინოთ, რომ ერთმიანობაში შეძლოთ აღქმა.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
starscream   პრომეთე ბაფომეტი და მაჰავატარ ბაბაჯი და მისი კრია იოგა   Nov 22 2018, 11:46 PM
starscream   სურათ�”ბსაც �“ავა...   Nov 22 2018, 11:52 PM
starscream   https://b.radikal.ru/b22/1811/2c/57632e5ddae4.jpg   Nov 22 2018, 11:56 PM
brevalo   ამ საკითხმა მეც და...   Nov 23 2018, 01:41 PM
starscream   brevalo ამ საკითხმა მეც...   Nov 23 2018, 05:03 PM
Merlin   ''''მაგრამ რო დ...   Nov 23 2018, 05:35 PM
Merlin   ''' მაშინ ბაფომე...   Nov 23 2018, 05:40 PM
Merlin   '''თეოსოფიაში ზ...   Nov 23 2018, 05:56 PM
Merlin   ისევ კრია იოგას რო ...   Nov 23 2018, 06:33 PM
brevalo   starscream თეოსოფიაში ზუ...   Nov 23 2018, 06:39 PM
tikoroma   პრომეთე ვინა გავერ...   Nov 23 2018, 08:01 PM
tikoroma   Merlin ვინც ეზოთერიკი...   Nov 23 2018, 08:07 PM
Merlin   ''''თუ ადამიან...   Nov 23 2018, 08:07 PM
tikoroma   brevalo [/quote] [quote name='brevalo' post='1257...   Nov 23 2018, 08:08 PM
Merlin   '''ნეტავ ვინმე თ...   Nov 23 2018, 08:37 PM
starscream   ანუ რა გამოდის რო კ...   Nov 23 2018, 11:03 PM
starscream   შტაინერი თვითონ არ...   Nov 23 2018, 11:14 PM
Merlin   '''რო იძახი რო ა...   Nov 23 2018, 11:41 PM
Merlin   '''რამდენმა მოა...   Nov 23 2018, 11:48 PM
Merlin   '''შტაინერი თვი...   Nov 23 2018, 11:54 PM
Merlin   ''''რა გინდა მი...   Nov 23 2018, 11:58 PM
Merlin   ენერგეტიკის ხედვა ...   Nov 24 2018, 12:00 AM
Merlin   '''შტაინერი თვი...   Nov 24 2018, 12:06 AM
Merlin   ''''ეგ რო ნამდვ...   Nov 24 2018, 12:15 AM
Merlin   '''მიყვები ვიღა...   Nov 24 2018, 12:24 AM
starscream   Merlin ვერ გავიგე ვერა...   Nov 24 2018, 12:26 AM
Merlin   ''''ერთ რამეს ვ...   Nov 24 2018, 12:42 AM
starscream   შტაინერი სანამ არ ...   Nov 24 2018, 12:52 AM
Merlin   დედამიწის ევოლუცი...   Nov 24 2018, 12:58 AM
starscream   მომისმინე იოგები რ...   Nov 24 2018, 01:01 AM
Merlin   მაგაზე რაც დაწერე ...   Nov 24 2018, 01:01 AM
starscream   Merlin ვერ გავიგე რატო ...   Nov 24 2018, 01:03 AM
starscream   Merlin მადლობა გაიხარ...   Nov 24 2018, 01:04 AM
brevalo   Merlin რაც ჩამოწერეთ ე...   Nov 24 2018, 01:55 AM
brevalo   P.S. "ტვინის გაჩუმე...   Nov 24 2018, 10:26 AM
Merlin   starscream '''შტაინერ...   Nov 24 2018, 11:36 AM
Merlin   ''' ესეიგი შტაინ...   Nov 24 2018, 11:44 AM
Merlin   '''მერე ჩავუჯდე...   Nov 24 2018, 11:46 AM
Merlin   ''' ბუდისტები ქრ...   Nov 24 2018, 11:58 AM
Merlin   '''ქრისტე იყო გა...   Nov 24 2018, 12:03 PM
Merlin   '''' გვეყოფა ამ...   Nov 24 2018, 12:06 PM
Merlin   '''მაგიტო ამბობ...   Nov 24 2018, 12:13 PM
Merlin   ''''ვერ გავიგე ...   Nov 24 2018, 12:19 PM
Merlin   '''თუ შეგიძლია ა...   Nov 24 2018, 12:24 PM
Merlin   ''''აღარ გვინდ...   Nov 24 2018, 12:26 PM
Merlin   brevalo '''და საიდან ...   Nov 24 2018, 12:44 PM
brevalo   brevalo '''და საიდან ...   Nov 24 2018, 01:02 PM
Merlin   '''რატომ? მე ვფი...   Nov 24 2018, 12:54 PM
Merlin   '''რამე ერთი მაგ...   Nov 24 2018, 01:03 PM
Merlin   '''ანუ აქ როგორც...   Nov 24 2018, 01:07 PM
Merlin   '''მაგრამ მე ცნო...   Nov 24 2018, 01:10 PM
Merlin   ბახს რაც შეეხება, მ...   Nov 24 2018, 01:14 PM
brevalo   Merlin ის, რომ სულიერი ...   Nov 26 2018, 05:51 PM
Merlin   '''არც "გონები...   Nov 26 2018, 06:46 PM
brevalo   '''არც "გონები...   Nov 26 2018, 08:22 PM
Merlin   დავუშვათ, რომ სწორ...   Nov 26 2018, 09:44 PM
brevalo   Merlin ბაზისი რამოდენ...   Nov 27 2018, 09:06 PM
Merlin   ''''ბაზისი რამ...   Nov 28 2018, 02:42 PM
brevalo   Merlin კონკრეტულად და...   Nov 30 2018, 06:14 PM
jarmen   გადავიკითხავ ამ პო...   Nov 30 2018, 09:05 PM
Merlin   ''''მე რაც დავწ...   Dec 1 2018, 01:13 AM
brevalo   Merlin ორიოდე პოსტის უ...   Dec 1 2018, 02:31 AM
brevalo   Merlin ორიოდე პოსტის უ...   Dec 1 2018, 02:31 AM
starscream   ანუ ჩემი მიზანი რა...   Dec 1 2018, 10:45 AM
brevalo   starscream შენ რა აზრები...   Dec 1 2018, 11:03 AM
starscream   მე სხეულიდან როცა ...   Dec 1 2018, 11:35 AM
starscream   ერთ რამეს ვიტყვი კ...   Dec 1 2018, 11:46 AM
starscream   კიდევ მაგალითად და...   Dec 1 2018, 12:06 PM
Merlin   '''საჭიროა მხოლ...   Dec 1 2018, 12:33 PM
brevalo   '''საჭიროა მხოლ...   Dec 1 2018, 01:36 PM
starscream   then it is possible for Lucifer (not he himself bu...   Dec 1 2018, 12:48 PM
Merlin   ''''ბიბლიაში წ...   Dec 1 2018, 01:20 PM
Merlin   აქ ერთ ნიუანსზეც გ...   Dec 1 2018, 01:26 PM
Merlin   '''რაო ისიც ხო ა...   Dec 1 2018, 01:42 PM
Merlin   '''მაშინ შენ როგ...   Dec 1 2018, 02:12 PM
starscream   Merlin ''' ყველა სხვ...   Dec 1 2018, 02:26 PM
starscream   ხოდა შენ რატო არ და...   Dec 1 2018, 02:43 PM
starscream   ეგ არის აიღეთ ლობს...   Dec 1 2018, 03:04 PM
Merlin   '''კასტანედას ს...   Dec 1 2018, 03:16 PM
Merlin   ''''შედეგი იქნ...   Dec 1 2018, 03:19 PM
Merlin   ''' ადამიანის სუ...   Dec 1 2018, 03:34 PM
brevalo   კონსერვატორიაში ე...   Dec 1 2018, 05:19 PM
Merlin   ცუდი შედარება იყო ...   Dec 1 2018, 07:06 PM
brevalo   ცუდი შედარება იყო ...   Dec 1 2018, 07:26 PM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 24th September 2024 - 02:35 AM