პრომეთე ბაფომეტი და მაჰავატარ ბაბაჯი და მისი კრია იოგა |
პრომეთე ბაფომეტი და მაჰავატარ ბაბაჯი და მისი კრია იოგა |
Nov 22 2018, 11:46 PM
Post
#1
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 615 Joined: 7-November 10 From: თბილისი Member No.: 6,302 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გამარჯობათ მოკლედ ძალიან დაინტერესებული ვარ მაჰავატარ ბაბაჯის კრია იოგათი მოკლედ არამარტო კრია იოგაში ასევე ლამის ყველა იოგაში არის სულიერი თვალი, აჯნა ჩაკრა, ქრისტეს ცნობიერება რომელიც 5 ქიმიანი ვარსკვლავითაა აღნიშნული რომელიც ჩანს მესამე თვალტან მედიტაციის დროს და მასში უნდა შეხვიდე. ასევე ნუ კუნდალინიც ყველამ იცის ეხლა ავიღოთ ბაფომეტი ყველა ის სიმბოლო აქვს რაც იოგაში არის მოცემული კუნდალინის "კადუცეი" სულიერი თვალის სიმბოლო ეს 5 ქიმიანი ვარსკვლავი რქებიც და ცეცხლი სახსარა ჩაკრაზე პრომეთეს ჩირაღდანი ვერ გავიგე რა ხდება ოპელი?? საქმე ისაა კიდე ვიფიქირდები რამეს სხვას მაგრამ რო დავაკვირდეთ ვინაა მაჰავატარ ბაბაჯი? უკვდავი იოგი რომელსაც არც დასაბამი აქვს არც დასაწყისი უკვდავია და აძლევს კრია იოგას ლაჰირი მაჰასაიას ის თავისი არსით პრომეთეა რომელიც ჰიმალაის მთაზე ცხოვრობს კრია იოგა კი საკმაოდ ერთ ერთი ყველაზე ძლიერი იოგაა ლაჰირის მაჰასაის ცოლშვილი ყავდა და 2 ბატალიონი ბავშვევბი და ბევრი ისეთი რამის გაკეთება შეეძლო რასაც ბერებიც ვერ აკეტებდნენ. ხოდა მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები ამ ყველაფერზე.
|
|
|
Nov 26 2018, 06:46 PM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
'''არც "გონების გათიშვა" უნდა გავიგოთ პირდაპირ. გონება კი არ ითიშება, არამედ ჩუმადაა, სიმშვიდეშია და ის ბევრად ეფექტური და მახვილია, ვიდრე იმ დროს, როდესაც გვგონია რომ გონება ჩართული და დაძაბული გვაქვს.'''
შეგიძლიათ მითხრათ, გონების გათიშვასა და ჩუმად ყოფნაში რა განსხვავებაა? ანუ რა მნიშვნელობით ხმარობთ ამ ორ ცნებას? მე იმას ვგულისხმობ, რომ დღეს უამრავი სწავლება არსებობს, რომელიც ლოგიკურ აზროვნებას დაბრკოლებად და ხელისშემშლელად აცხადებს და მოუწოდებს ხალხს განთავისუფლდეს ამ მავნე ჩვევისაგან. და მე ამაზე ვამბობ, რომ არასწორი სწავლებაა. თქვენ რას გულისხმობთ კონკრეტულად გონების დადუმებაში? -------------------- |
|
|
Nov 26 2018, 08:22 PM
Post
#3
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 340 Joined: 5-April 16 Member No.: 7,512 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
'''არც "გონების გათიშვა" უნდა გავიგოთ პირდაპირ. გონება კი არ ითიშება, არამედ ჩუმადაა, სიმშვიდეშია და ის ბევრად ეფექტური და მახვილია, ვიდრე იმ დროს, როდესაც გვგონია რომ გონება ჩართული და დაძაბული გვაქვს.''' შეგიძლიათ მითხრათ, გონების გათიშვასა და ჩუმად ყოფნაში რა განსხვავებაა? ანუ რა მნიშვნელობით ხმარობთ ამ ორ ცნებას? მე იმას ვგულისხმობ, რომ დღეს უამრავი სწავლება არსებობს, რომელიც ლოგიკურ აზროვნებას დაბრკოლებად და ხელისშემშლელად აცხადებს და მოუწოდებს ხალხს განთავისუფლდეს ამ მავნე ჩვევისაგან. და მე ამაზე ვამბობ, რომ არასწორი სწავლებაა. თქვენ რას გულისხმობთ კონკრეტულად გონების დადუმებაში? ეს ძალიან კომპლექსური საკითხია, სადაც უამრავი შემადგენელი ნაწილია ჩართული და ესე ადვილად, რა თქმა უნდა, ვერ შევძლებ ავხსნა რას ნიშნავს ტვინის დადუმება. თუმცა მაინც შევეცდები გადმოვცე: ფიქრები აღძრავს ემოციებს. ასევე ფიქრები იწვევს უამრავ ასოციაციას. ვიცით რომ არსებობს უარყოფითი და დადებითი ფიქრები. როდესაც რაღაც საგანს ვუყურებთ, მის მიმართ წამიერად ან ეტაპობრივად აღიძრება ბევრი ასოციაცია. ეს ასოციაციები თავის მხრივ ბადებს ეჭვებს, თუ რომელი არის ჭეშმარიტი. ეჭვები უმეტეს შემთხვევაში იწვევს მოუსვენრობას. მოუსვენრობა კი ადამიანისთვის უარყოფით ემოციებს აღძრავს. ეჭვების, მოუსვენრობის და ლოგიკური აზროვნების ჩართვის დროს (ლოგიკური აზროვნების არამარგ ქმედებას ვგულისხმობ) ადამიანი აჩქარებს თავის საკუთარ დროს. ანუ მისი ცნობიერება აღარ არის აწმყოში. აწმყოს გარეშე კი მატერიალური სამყაროს დანახვა ისეთის, როგორიც არის, შეუძლებელია. რაც უფრო მატულობს ეჭვები, მით უფრო დიდი დატვირთვით იწყებს ლოგიკური აზროვნება მუშაობას. ეჭვები კი არასოდეს გაქრება და უფრო და უფრო მეტი გახდება, რადგან მატერიალური სამყარო ფრაქტალურია და ადამიანი ბოლოს უსასრულო დაუსრულებელი ლოგიკური ჯაჭვების ტყვე გახდება. ამიტომ ტვინის დადუმების ყველაზე ფუნდამენტური საწყისი არის ნება. ნება, რომელიც ერთგვარი შინაგანი ძრავია სასურველი შედეგის მისაღწევად. როდესაც ნება ჩნდება, იქ აუცილებლად ჩნდება დადებითი ფიქრები რომ ყველაფერი გამოვა, კი არადა თითქოს უკვე გამოსულია. ეს ჟინი და ფიქრები არ არის ეიფორიული. ეს გრძნობა არის სრულ წონასწორობაში ისე, რომ ემოციური სხეული მშვიდადაა. შემდეგ საჭიროა სავარჯიშოები კონცენტრაციისთვის. კონცენტრაციის სავარჯიშოების სწორად შესრულების შემდეგ იღვიძებს მაგიური ხედვის ელემენტები. ამ პროცესში აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს სუნთქვა, ოღონდ სუნთქვაზე დაკვირვება არა ( ). მშვიდი, ბუნებრივი სუნთქვა, რომელიც ცენტრის დაჭერაში ეხმარება ადამიანს. ნელ-ნელა ტვინი იწყებს ასოციაციების რაოდენობის შემცირებას. ეჭვებიც უკვე სადღაც უკან რჩება. ასტრალური სხეულიც მშვიდდება (შიშები თითქმის აღარაა) და ადამიანი უკვე შეატყობს რომ საგნებს სულ სხვანაირად უყურებს. ფერები უფრო მკვეთრი და ნათელია. ტვინი თითქოს გაწმენდილია ზედმეტი ფიქრებისგან. ის სრულ სიმშვიდეშია. უყურებ საგანს და თითქოს მასზე ყველაფერი იცი. თითქოს ფლობ მას. ტვინი უფრო სხარტად და ტოტალურად იწყებს მუშაობას. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 24th September 2024 - 01:06 AM |