პრომეთე ბაფომეტი და მაჰავატარ ბაბაჯი და მისი კრია იოგა |
პრომეთე ბაფომეტი და მაჰავატარ ბაბაჯი და მისი კრია იოგა |
Nov 22 2018, 11:46 PM
Post
#1
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 615 Joined: 7-November 10 From: თბილისი Member No.: 6,302 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გამარჯობათ მოკლედ ძალიან დაინტერესებული ვარ მაჰავატარ ბაბაჯის კრია იოგათი მოკლედ არამარტო კრია იოგაში ასევე ლამის ყველა იოგაში არის სულიერი თვალი, აჯნა ჩაკრა, ქრისტეს ცნობიერება რომელიც 5 ქიმიანი ვარსკვლავითაა აღნიშნული რომელიც ჩანს მესამე თვალტან მედიტაციის დროს და მასში უნდა შეხვიდე. ასევე ნუ კუნდალინიც ყველამ იცის ეხლა ავიღოთ ბაფომეტი ყველა ის სიმბოლო აქვს რაც იოგაში არის მოცემული კუნდალინის "კადუცეი" სულიერი თვალის სიმბოლო ეს 5 ქიმიანი ვარსკვლავი რქებიც და ცეცხლი სახსარა ჩაკრაზე პრომეთეს ჩირაღდანი ვერ გავიგე რა ხდება ოპელი?? საქმე ისაა კიდე ვიფიქირდები რამეს სხვას მაგრამ რო დავაკვირდეთ ვინაა მაჰავატარ ბაბაჯი? უკვდავი იოგი რომელსაც არც დასაბამი აქვს არც დასაწყისი უკვდავია და აძლევს კრია იოგას ლაჰირი მაჰასაიას ის თავისი არსით პრომეთეა რომელიც ჰიმალაის მთაზე ცხოვრობს კრია იოგა კი საკმაოდ ერთ ერთი ყველაზე ძლიერი იოგაა ლაჰირის მაჰასაის ცოლშვილი ყავდა და 2 ბატალიონი ბავშვევბი და ბევრი ისეთი რამის გაკეთება შეეძლო რასაც ბერებიც ვერ აკეტებდნენ. ხოდა მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები ამ ყველაფერზე.
|
|
|
Dec 1 2018, 01:20 PM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
''''ბიბლიაში წერია რომ ღმერთებმა შექმნეს შემდეგ შეეშინდათ ჩვენ ნაირი არ გახდესო და გააგდეს სამოთხიდან '''
ბიბლიაში არ წერია, რომ ღმერთებს შეეშინდათ. არც ის წერია, რომ შექმნეს და ამოთხიდან ამის გამო გააგდეს. იქ წერია, რომ ადამიანმა სიკეთისა და ბოროტების ხის ნაყოფი იგემა რის შედეგადაც განიცადა დაცემა, ამის შედეგადვე იქნა გაძევებული სამოთხიდან და სწორედ დაცემული ადამიანისგან დასაცავად დაუყენეს ედემის ბაღის შესასვლელს ქერუბიმი ცეცხლოვანი მახვილით, რომ დაცემულ ადამიანს სიცოცხლის ხის ნაყოფიც არ ეგემა. ამ ყველაფრის გაგება ძალიან ღრმა ცოდნას მოითხოვს, და ასეთ ცოდნამდე როგორ უნდა მივიდეთ, თუ ტექსტსაც კი დამახინჯებულად წარმოვაჩენთ? '''' რო დაააკვირდე მაგალითად კასტანედას დააკვირდე, რობერტ მონროს, რუდოლფ შტაინერს ''' ამაზე პასუხი ''იდუმალთმეტყვეების'' მესამე თავში წერია - ''ძილი და სიკვდილი''. კასტანედაც და თუ სწორად ვიცი რობერტ მონროც ცნობიერი სიზმრის პრაქტიკას იყენებდნენ. აღნიშნულ თავში შესანიშნავად არის ახსნილი რომ სიზმრის რეალობა არ არის სულიერი სამყარო, როდესაც ადამიანი სიზმრებს ხედავს ის არ იმყოფება სულიერ სამყაროში. სულიერ სამყაროში ადამიანი მაშინ გადადის, როდესაც მას უსიზმრო მკვდარი ძილით სძინავს. სწორი ნათელხილვა პირველ რიგში იმას გულისხმობს, რომ ადამიანმა შეძლოს მკვდარი ძილის ფაზაში შეიტანოს ცნობიერება და არა სიზმრებში. სიზმარში ცობიერების შეტანა და იქ გაჩერება არასწორი პრაქტიკაა, რომელიც უმთავრესად ისევ კარლოს კასტანედამ გააცნო ხალხს, და თითქმის ყველამ თანამედროვე ავტორთაგან, ჩემი აზრით, მისგან ისწავლეს და შემდეგ თავისი აღმოჩენები და მეთოდებიც დაუმატეს. თუმცა მსგავსი ტიპის პრაქტიკები დარწმუნებული ვარ აღმოსავლეთშიც იქნებოდა. არასწორი მაგია ინდოეთისთვისაც არ არის უცხო. ამის გათვალისწინებით გასკვირი სულაც არ არის რომ შტაინერი საერთოდ სხვა რეალობებს აღწერს და სიზმართხმხილველები სხვას. შტაინერი სულიერ სამყაროებს აღწერს, და შესაბამისად ელემენტალებს, ანგელოზებს, მთავარანგელოზებს, მუსიკისა და თუ იდეების სამყაროს და კიდევ უფრო მაღალ სმყაროებს. სიზმართმხილველები კი აღწერენ მატერიალურ და ენერგეტიკულ რეალობებს, რადგან სიზმართხილვით სხვა უბრალოდ არ მიიღწევა. იმ რეალობს რომელშიც ადამიანი სიზმართხილვით ხვდება ან რომლიდანაც მედიუმები, ჩანელინგებს აკეთებენ ბალავსტაკაია უწოდებს ფსიქიკურ რეალობას, რომელიც მისი აზრის სავსეა სიცრუითა და ილუზიებით, ზემოთნახსენები ''გალაქტიკის ფედერაციის ხელმძღვანელი'' აშტარ შერანიც ამ ილუზიებით სავსე სამყაროს ნაყოფია, ამავე კატეგორიას განეკუთვნება, რადგან ისიც სწორდ მედიუმების შემოტანილია და მასზე ინფორმაცია სწორად ჩანელინგების გზით არსებობს. ნებისმიერი პრაქტიკოსი ვისაც ჭეშმარიტებამდე სურს რომ მივიდეს, სწორად ამ დაბალ რეალობას უნდა გასცდეს, ამას კი მხოლოდ მაშინ მიაღწევს ის, თუ ცნობიერებას სიზმრებში კი არა უსიზმრო ძილში შეიტანს. ოლმეკი იქნება ეს, კასტანედა თუ სხვა რაღაც დონის ინფორმაციებს ფლობენ, რადგან ამ დაბალ რეალობაში, რომელზეც სიზმართხილვა იძლევა წვდომის საშუალებას, გარკვეული ინფორმაციის მოპოვების საშუალება შეიძლება, მით უმეტეს თუ კასტანედას მსგავსად ენერგიების დანახვასაც ისწავლის ადამიანი (ამ შემთხვევაში სერიოზულ ცოდნამდეც მიდის ადამიანი, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ ენერგიების რეალობის შესახებ და არა იმის შესახებ რაც სულიერ სამყაროში ხდება), მაგრამ ასეთი ადამიანები ვერასდროს ვერ მივლენ სულიერ სამყაროს შემეცნებამდე და ობიექტურ ჭეშმარიტებამდე, რომელიც საშუალებას იძლევა ერთიანობაში იქნას აღქმული სამყაროც და ადამიანის ადგილიც მასში. (რობერტ მონრო არ მაქვს წაკითხული, არ ვიცი ეს ადამიანი ზუსტად რას აკეთებდა, ასე რომ მისი კონკრეტული შეფასებისგან თავს შევიკავებ). ''' ჩემი აზრით ფიზიკური სხეულით ასტრალშI გასული ადამიანი და ადამიანი რომელიც გარდაიცვალა და მისი ფიზიკური სხეული არ ვარგა სხვადასხვა რამეებს ხედავს ''' თუ აქ დავაზუსტებთ და ვიტყვით, რომ იმ ასტრალში, რომელსაც ხალხი უწოდებს ასე, და რომელშიც სხეულიდან გასვლას, ცნობიერ სიზმრებს, ასტრალურ პროექციას და ყველა ასეთი სახელით ცნობილ პრაქტიკას გულისხმობენ, აბსოლიტურად მართალი ხართ. იმიტომ რომ ეგ ასტრალი არ არის სულიერი სამყარო, მნიშვნელობა იმას კი არ აქვს რომ ადამიანი სხეულიდან გადის, მნიშვნელოვანია ის, თუ სად გადის. ცნობიერება, რომ ფიზიკური სხეულიდან გამოგვაქვს, სად შეგვყავს ეს ცნობიერება ესაა მნიშვნელოვანი. მხოლოდ ერთეულებს ხელეწიფებათ ის რომ ცნობიერება ფიზიკური სხეულიდან ასტრალურ სხეულში (და არა ეთერულში ან ეგრედ წოდებულ ''დუბლში'') შეიტანონ. ამ შემთხვევაში შეძლებს ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ, იმას რომ ის სამყაროები აღიქვან, რომელშიც გარდაცვლილი ადამიანები არიან, და მათთან ერთად ელემენტალები, ანგელოზთა იერარქიები და ასე შემდეგ. ასეთი შედეგები არ მიიღწევა იმ პრაქტიკებით, რომლებიც ქვეყნდება როგორც ''ცნობიერი სიზმრის პრაქტიკა'', ''სიზმრის იოგა'', ''ასტრალური პროექცია'', ''სხეულიდან გასვლა'', ''სიზმართხილვა'', ''სიზმრის იოგა'' და ასე შემდეგ. '''აი ეგ მერე არის რომელიც არავის არასდროს არ გამოუკვლევია და არც არანაირი ინფორმაცია არ ააქვს კაცობრიობას. ''' აი აქ კი ნამდვილად ცნებით, იმის და მიუხედავად, რომ მართალი ხართ გარკვეულწილად, როდესაც ამბობთ რომ რიგ ადამიანებს გარდაცვლილებზე მხოლოდ გარკვეულ დრომდე მიუწვდებათ, და სხვათაშორის აქ კიდევ ის ნიუანსია, რომ გარდაცვლილი საკუთარ სხეულებს იშორებს, რომელი სხეულებიც მის მეხსიერებას ატარბს გარკვეულწილად, და მაგალითად ბლავატსკაია ამბობს, რომ მედიუმები, როდესაც გარდაცვლილის სულთან ჰგონიათ, რომ კავშირს ამყარებენ სინამდვილეში სხეულების ნარჩენებია მხოლოდ და მხოლოდ. მაგრამ ცდებით იმაში, რომ ასეთი რამეს შეუძლებლად აცხადებთ. რუდოლფ შტაინერს შეეძლო გარდაცვლილის სულის მიყოლა სულიერ სამყაროებში და ეს აღწერილი აქვს უამრავ ტომში, კონკრეტულად რომელ სამყაროში, რომელ სფეროში რა გზას გადიოდა კონკრეტული სული, და რითი და რითი იყო განპირობებული რომ ესა და ეს ადამიანი ასეთი და ასეთი იყო და ასე შემდეგ. პირადად მე სხვა არავინ ვიცი ვისაც სხვა ადამიანების ინკარნაციების დანახვა შეეძლო, და როგორც ზემოთაც დავწერე ასტროლოგებსაც დაუტოვა მინიშნებები, თუ როგორ შეეძლოთ რომ დაედასტურებინათ, რომ მისი ცნობები რეალობას შეესაბამებოდა. ექვსტომად აქვს დაწერილი, ეგრედ წოდებული კარმული ცილკები და ორი ტომია სახელწოდებით ''ცხოვრება გარდაცვლაბიდან ხელახლა დაბადებამდე'', და მთელს მის ლექციებში უამრავგზის არის აღწერილი სულიერი სამყაროები და მასში ადამიანის გასავლელი გზა და ის წინაპირობები, რომლებიც საჭიროა, რათა ადამიანმა შეასრულოს იმისათვის რომ კონკრეტული სამყაროები სწორად გაიააროს და იქ არსებულ სულებთან სწორად შეძლოს ურთიერთობის დამყარება. ''' ყველა სხვადასხვა არამეს ლაპარაკობს და ეგაა საქმე. ''' ხელდასხმულთა სწავლება ყოველთვის ემთხვევა ერთმანეთს. ურთიერთგამომრიცხავი სწავლება მხოლოდ იმ ადამიანებისგან მოდის, ვინც ჭეშმარიტ გზაზე არ დგას. '''სიკვდილის მერეც გონების სიმულაციაში ვრჩებით''' ეს ჩვენ არ ვიცით, ისევ შტაინერს თუ დავუჯერებთ, მატერიალური გონებას ადგილი არ აქვს გარდაცვალების შემდეგ, და გარდაცვალების შემდეგ ადამიანი იმ რეაობაში ახერხებს ცნობიერად ყოფნს, რომელ რეალობაში შესვლისასც სიცოცხლის დროს მკვდარი ძილით ეძინა. ეს კი იმის შედეგად ხდება, რომ სულიერი ძალები ფიზიკურ არსებობაზე აღარ იხარჯება და ფიზიკური სხეულის დაშლის პარალელურად ადამიანი ახერხებს სულიერი სამყარობის ხედვის უნარს იძენს (მეტნაკლებად რა თქმა უნდა, მისი განვითარების შესაბამისად). -------------------- |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 24th September 2024 - 03:18 AM |