ძველინდური(ან აზიური ტრადიციები) და ანთროპოსოფია |
ძველინდური(ან აზიური ტრადიციები) და ანთროპოსოფია |
Oct 19 2018, 07:58 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 340 Joined: 5-April 16 Member No.: 7,512 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამ თემაზე ბევრთან მქონია საუბარი და ზოგი ძველინდურისკენ იხრება, ზოგი კი ძველინდურს მოძველებულად და არაეფექტურად თვლის სულიერი ან ცნობიერების განვითარების კუთხით და შტაინერის ანთროპოსოფიას ანიჭებს უპირატესობას. ამ საუბარში და კამათში გიჩნდება ბევრი კითხვა და რაც უფრო ეძიები საკითხს კითხვების რაოდენობაც მატულობს, ხოლო ჭეშმარიტება და შენი ნამდვილი გზა გვერდზე გრჩება. ვფიქრობ, რომ სწორედ ეგ არის ადამიანების ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა: ჩამოუყალიბლებლობა. ცდილობ რომ სიღრმისეულად მოიძიო სხვადსხვა გზები და ამ მოძიების პროცესში უფრო და უფრო ჩიხში შედიხარ. ამ ჩიხს კი დასასრული არ აქვს. სწორედ ამ დაუსრილებელი ჩიხებით არიან დაკავებულები ფილოსოფოსები. ერთი გასხივოსნებული ფილოსოფოსი მითხარით. ვერ მეტყვით. ამიტომ საჭიროა ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომლისკენაც გული მიგდის, იმპუსები და შენი გრძნობები მიდის. ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა რომ ძველინდური ან აზიური ტრადიციები მოძველებულია, მათგან შეიძლება ძალიან დიდი მარცვალი სიბრძნის მიღება და ამ ცოდნის თანამედროვეობასთან შერწყმა ისე, როგორც შენ მოირგებ.
რაც შეეხება ანთროპოსოფიას, მცირედი შეხება რაც მქონია ძალიან ჯანსაღი და კარგი გზაა. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? P.S. ეს მულტფილმი გამახსენდა, ყველა თავის გზას რომ ტენის |
|
|
Dec 10 2018, 05:02 PM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
დასავლური მისტიციზმი მატერიაზეა ორიენტირებული, მაღალ მატერიალურ სხეულებს ანვითარებს, ძალებს და უნარებს დროის მცირე პერიოდებში ხსნის, მაგრამ ანტროფოსოფია ნამდვილად არაა დასავლეთის ძლიერი მხარე, თვითონ ანტროფოსოფების უმეტესობა ინდურ მისტიციზმში კარგად გარკვეული ხალხია რომლებიც ცდილობენ ინტერპრეტირებას, მათი სწავლების ნაწილი წამოღებულია ინდურიდან და ჰიბრიდულადაა შედარებული და შერწყმული დასავლურ გვიანდელ ფილოსოფიასთან და მისტიციზმთან, ანტროფოსოფები არასერიოზულად უყურებენ ინდურ და აღმოსავლურ სწავლებებს, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრმა ანტროფოსოფმა მიიღო ინდური პრაქტიკების არასწორად შესრულებით დაზიანებები.ანტროფოსოფია კარგია იმისთვის ვისაც უყვარს სიტყვებით თამაში და ყველაფრის ლოგიკურად გაგება უნდა, მაგრამ ვინც ცდილობს რეალურად ჩაწვდეს და შეიგრძნონ ის სამყაროები რომლებიც ვერბალური გადმოცემის ფარგლებს სცდება რაც არ უნდა ტერმინოლოგია გავურიოთ, შეუძლია აღმოსავლურ სწავლებებს ჩაუჯდეს და მშვიდად და სტაბილურად გაცნობიერდეს. აი ამ ტექსტში სიმართლის ერთი მისხალიც კი არ არის გარდა იმისა, რომ ანთროპოსოფიით ნამდვილად ის ადამიანები ინტერესდებიან ვისაც სურთ ყველაფრის ლოგიკურად გაგება. სხვა დანარჩენი, ანიდან ჰოემდე, რაც წერია ასტრონომიული მასშთაბებით არის აცდენილი რეალობიდან. ნუ ვისაუბრებთ იმაზე რაშიც ვერ ვერკვევით. ასე უბრალოდ ხალხს შევუშლით ხელს სიმართლის გაგებაში. -------------------- |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 10th June 2024 - 02:04 AM |