ძველინდური(ან აზიური ტრადიციები) და ანთროპოსოფია |
ძველინდური(ან აზიური ტრადიციები) და ანთროპოსოფია |
Oct 19 2018, 07:58 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 340 Joined: 5-April 16 Member No.: 7,512 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამ თემაზე ბევრთან მქონია საუბარი და ზოგი ძველინდურისკენ იხრება, ზოგი კი ძველინდურს მოძველებულად და არაეფექტურად თვლის სულიერი ან ცნობიერების განვითარების კუთხით და შტაინერის ანთროპოსოფიას ანიჭებს უპირატესობას. ამ საუბარში და კამათში გიჩნდება ბევრი კითხვა და რაც უფრო ეძიები საკითხს კითხვების რაოდენობაც მატულობს, ხოლო ჭეშმარიტება და შენი ნამდვილი გზა გვერდზე გრჩება. ვფიქრობ, რომ სწორედ ეგ არის ადამიანების ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა: ჩამოუყალიბლებლობა. ცდილობ რომ სიღრმისეულად მოიძიო სხვადსხვა გზები და ამ მოძიების პროცესში უფრო და უფრო ჩიხში შედიხარ. ამ ჩიხს კი დასასრული არ აქვს. სწორედ ამ დაუსრილებელი ჩიხებით არიან დაკავებულები ფილოსოფოსები. ერთი გასხივოსნებული ფილოსოფოსი მითხარით. ვერ მეტყვით. ამიტომ საჭიროა ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომლისკენაც გული მიგდის, იმპუსები და შენი გრძნობები მიდის. ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა რომ ძველინდური ან აზიური ტრადიციები მოძველებულია, მათგან შეიძლება ძალიან დიდი მარცვალი სიბრძნის მიღება და ამ ცოდნის თანამედროვეობასთან შერწყმა ისე, როგორც შენ მოირგებ.
რაც შეეხება ანთროპოსოფიას, მცირედი შეხება რაც მქონია ძალიან ჯანსაღი და კარგი გზაა. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? P.S. ეს მულტფილმი გამახსენდა, ყველა თავის გზას რომ ტენის |
|
|
Dec 24 2018, 02:37 PM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
'''რა უნდა გელაპარაკო ბუდიზმის და ინდყმუიზმის თემაში არ ხარ და განიხილაც ბლავაცკის და შტაინერის ჭრილში.'''
ადამიანს აქვს უფლება ნებისმიერ ჭრილში ილაპარაკოს, თუ რაზეც ის ლაპარაკობს ობიექტურად იქნება წარმოჩენილი. თუ რამე იყო არაობიექტური ჩემს მიერ ბუდიზმის ან ინდუიზმის წარმოჩენაში დააციტირე და დაწერე მიზეზი, რატომ იყო არაობიექტური. '''მასე მართლმადიდებლობისთვის ყცელა სხვა სწავლება მცდარია''' მართლმადიდებლობა აქ არაფერ შუაშია, მე არ მითქვამს, რომ ბუდიზმი ან ინდუიზმი მცდარია. -------------------- |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 31st May 2024 - 10:30 AM |