IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ძველინდური(ან აზიური ტრადიციები) და ანთროპოსოფია
brevalo
post Oct 19 2018, 07:58 PM
Post #1


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამ თემაზე ბევრთან მქონია საუბარი და ზოგი ძველინდურისკენ იხრება, ზოგი კი ძველინდურს მოძველებულად და არაეფექტურად თვლის სულიერი ან ცნობიერების განვითარების კუთხით და შტაინერის ანთროპოსოფიას ანიჭებს უპირატესობას. ამ საუბარში და კამათში გიჩნდება ბევრი კითხვა და რაც უფრო ეძიები საკითხს კითხვების რაოდენობაც მატულობს, ხოლო ჭეშმარიტება და შენი ნამდვილი გზა გვერდზე გრჩება. ვფიქრობ, რომ სწორედ ეგ არის ადამიანების ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა: ჩამოუყალიბლებლობა. ცდილობ რომ სიღრმისეულად მოიძიო სხვადსხვა გზები და ამ მოძიების პროცესში უფრო და უფრო ჩიხში შედიხარ. ამ ჩიხს კი დასასრული არ აქვს. სწორედ ამ დაუსრილებელი ჩიხებით არიან დაკავებულები ფილოსოფოსები. ერთი გასხივოსნებული ფილოსოფოსი მითხარით. ვერ მეტყვით. ამიტომ საჭიროა ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომლისკენაც გული მიგდის, იმპუსები და შენი გრძნობები მიდის. ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა რომ ძველინდური ან აზიური ტრადიციები მოძველებულია, მათგან შეიძლება ძალიან დიდი მარცვალი სიბრძნის მიღება და ამ ცოდნის თანამედროვეობასთან შერწყმა ისე, როგორც შენ მოირგებ.
რაც შეეხება ანთროპოსოფიას, მცირედი შეხება რაც მქონია ძალიან ჯანსაღი და კარგი გზაა.

თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?



P.S. ეს მულტფილმი გამახსენდა, ყველა თავის გზას რომ ტენის biggrin.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
Merlin
post Jan 15 2019, 02:11 PM
Post #2


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



პასუხი starscream-ს

'''უბრალოდ რას ვერ ვხვდები რა ლინკი აქვს მის მედიტაციებს ქრისტესთან??'''

ამ მედიტაციებს ქრისტესთან ის კავშირი აქვს, რომ ამ გზით ხდება იმ ნათელმხილველური უნარების გამომუშავება, რომლითაც შემდეგ შესაძლებელია სულიერი სმყაროების სწორად აღქმა, ისე აღქმა, რომ შესაძლებელი გახდეს ქრისტემდე მისვლა.

'''ქრისტეს სახელით აპელირებს ყველა ვისაც არ ეზარება.'''

სრული ჭეშმარიტებაა ეს აზრი, ნამდვილად მართალი ხართ. ამ ქაოსში უპირველესი მეთოდი, რომლითაც შეუძლია ადამიანს გაიგოს, აქვს თუ არა ამა თუ ადამიანს ქრისტეს სახელით ლაპარაკის უფლება, არის ამა თუ იმ სწავლების შედარება ქრისტიანობის პირველწყაროსთან, ანუ ახალ აღთქმასთან. ამ მოთხოვნილებას კი ძალიან მცირედნი აკმაყოფილებენ, განსაკუთრებით კი ჩვენს ეპოქაში (ჩვენს ეპოქაში ვგულისხმობ 1870-იანი წლებიდან დაწყებულ პერიოდს). ყველა ქრისტეთი აპელირებს, მაგრამ ამ სწვლებების სრული უმრავლესობა საერთოდ არის აცდენილი სახარების სწავლებიდან, რაც იმისი უმთავრესი დასტურია, რომ ეს სწავლებები არ არის ჭეშმარიტად ქრისტიანული. თუმცა გარჩევის სხვა გზებიც არსებობს.

'''მაგრამ თან დართული აქვს რომ ჩვეულებრივი მედიტაციით ვერ გახსნი ჩაკრებს რომ იოგა და ჩვეულებრივი მედიტაცია ლუციფერულია ან არიმანული და მხოლოდ მისი მედიტაციებით გახსნი ჩაკრებს'''

არამგონია ასეთი რამ ეწეროს სადმე. არამგონია ვინმეს იმისი ილუზია ჰქონდეს, რომ მხოლოდ ერთი ოკულტური სახის პრაქტიკებით შეიძლება მიღმიურთან კავშირის დამყარება, მით უმეტეს შტაინერს. უამრავგან შემხვედრია, რომ შტაინერი საუბრობს იოგაზე, როგორც ხელდასხმის ერთ-ერთ გზაზე, შემიძლია გიპოვოთ კონკრეტულად სად უწერია. ასევე ამისი ნათელი მაგალითია, რომ ის პატივს სცემდა ბლავატსკაიას და მის მასწავლებლებს, თუმცა შტაინერი აქ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყოველ ეპოქას ახალი სწავლება სჭირდება, და სულიერი სმყაროს მიღწევის ახალი გზები, ამის გარეშე ნათელხილვა არ იქნება სრულყოფილი და მოხდება უამრავი შეცდომის დაშვება, რომელი შეცდომების ნათელი მაგალითიცაა ის ცდომილებები, რომლებიც ბლავატსკაიას და მისი მასწავლებლების, მაჰატმა მორიას თუ კუტჰუმის სწავლებაშია (ან სხვა რომელიმე აღმოსავლური გზით მავალი ადეპტის სწავლებაში). ანუ მაჰატმა მორია და მაჰატმა კუტჰუმი ნამდვილად ხელდასხმუები იყვნენ, მაგრამ ძველი წესით, ასე ვთქვათ, რამაც განაპირობა ის, რომ მათი ნათელხილვა დასაზღვრულია, რამაც არ მისცა მათ იაჰვე ელოჰიმისა და ქრისტეს შემეცნების შესაძლებლობა, ასევე ის შეცდომა, რომ ლუციფერი, რადგან ის ნათელი არსებაა, სიკეთის მომტანი და კაცობრიობის მხსნელი ეგონათ. (ამ საკითხზე უფრო დაწვრილებითაც შეგვიძლია ვილაპარაკოთ). ანუ ანთროპოსოფიული აზრით უამრავი განსხვავებული გზა არსებობს, რომელსაც შეუძლია ადამიანის მიღმიურთან დაკავშირება, მაგრამ ეს რომ სწორად მოხდეს, ამისათვის საჭიროა, რომ ადამიანმა ეპოქის შესატყვისი მეთოდები გამოიყენოს. ძველის გადმოტანა აწმყოში უკვე თავისთავად ნიშნავს, ლუციფერის გავლენის ქვეშ მოქცევას, რომელიც არასწორ სულიერებას სთავაზობს კაცობრიობას.

'''ასევე აქვს შემოტანილი და გართულებული ხილვების თემა ანუ ადამიანი ჩვეულებრივად თუ გადის ასტრალში ეს არ არის ხილვა ჩაკრებით არამედ ეს საშიშია და ის გადის დაბალ ასტრალში ხოლო მაღალი სამყაროები რომ აღიქვას საჭიროა მისი მედიტაციები და ჩაკრების განვითარება მაგრამ არის რაღაც რაც შტაინერს გამორჩა ეს არის ის რომ სხვადსხვა რელიგიებში იქნება ეს ბუდიზმი,ქრისტიანობა თუ იოგა ბერები მარტო კი არ მედიტირებენ არამედ ასევე ლოცულობენ კიდევაც ან მანტრებს იმეორებენ ასევე აკეთებენ კონცენტრაციის სავარჯიშოებს სხვადსხვა საგნებზე'''

ვფიქრობ, ამაში ცდებით. გართულებული არაფერი არ არის, მარტო იმაზე თუ დაფიქრდებით მატერიალური სამყარო რამდენად რთულია, მაშინვე გასგები გახდება, რომ სულიერი სამყაროების კვლევა ასმაგად უფრო მეტ სირთულესთან არის დაკავშირებული. ლოცვას რაც შეეხება, დამიჯერეთ ადამიანს, რომელმაც მოასწრო და სულიერების გარდა სხვა ყველა დანარჩენ სფეროში სამომავლო განვითარების გზები დატოვა, ადამიანს, რომელმაც სწორი აგრონომისაა, ეკონომიკისა და სხელმწიფო მოწყობისათვისაც მოიცალა, ისეთი ფართოდ გავრცელებული და მნიშვნელოვანი პრაქტიკა, როგორიც ლოცვაა, ყურადღებიდან არ გამორჩებოდა, და არც გამორჩენია. მახსოვს ოლმეკი მეუბნებოდა, შტაინერი, რატომ არაფერს არ წერს, რომ სამყარო ილუზიააო? გამორჩენაზე ან რამის არ დაწერაზე ასე მარტივად ვერ ვილაპარაკებთ, უბრალოდ იმიტომ, რომ მისი მემკივდრეობა სამას ორმოცდაათზე მეტი ტომისაგან შედგება და მანამ არ გვექნება რამის გამორჩენაზე ლაპარაკის უფლება, სანამ ყველა ტომი არ გვექნება წაკითხული, ეს კი მარტივი საქმე არ არის. და დამერწმუნეთ, უკვე იქიდან რაც მე ვიცი, შემიძლია გითხრათ, რომ მას არც ლოცვა დარჩენია ყურადღების მიღმა და არც გარე რეალობის აღქმის ილუზორულობის საკითხი.

ამის დასტურად მარტო აი ამ ციკლისა და მისი პირველი ლექციის სათაურებიც კმარა:
https://wn.rsarchive.org/Lectures/GA243/Eng...9240811p01.html

ლექციათა ციკლის სახელია ''სულიერი სამყაროს სწორი და არასწორი გზები'', პირველი ლექცია დასათაურებულია ასე: ''ბუნება დიდი ილუზიაა, შეიმეცე შენი თავი''.



'''ისიც უნდა გავითვალისწინოთ ეს ნაშრომი როდის არის დაწერილი 1900 იანი წლები და მაგარი რთული ენით არის დანაწერი'''

სულიერი სმყაროების შინაარსის ადეკვატურად გადმოცემა მარტივი ენით შეუძლებელია. მე არ ვიცი არცერთი რეალური ოკულტური სწავლება სირთულესთან რომ არ იყოს დაკავშირებული. აქაც იგივე აზრს გეტყვით, თუკი ფიზიკა ასეთი რთულია, რატომ გვაქვს მოლოდინი, რომ სულიერისმეცნიერება, რომელიც მატერიალურზე უფრო რთულ სამყაროებს სწავლობს რამენაირად მარტივი უნდა იყოს? მომავალში რა ჭეშმარიტი სწავლებებიც შემოვა ის კიდევ უფრო რთული იქნება, და თუ დღეს ანთროპოსოფიის სიმაღლეს ვერ აიღებს ადამიანი, სამომავლოდ როდესაც სულიერი წარმართველობა ანთროპოსოფიას სხვა წარმმართველი სულიერი სწავლებით შეცვლის, იმ სიმაღლის აღება კიდევ უფრო მეტად გართულდება. ისევე როგორც დღესაა ადამიანების უმრავლესობისათვის, ანთროპოსოფიამდე მისვლა რთული, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ წარსულის ეპოქებისთვის რაც იყო მოცემული ის არ აითვისეს სათანადოდ.

''რა კავშირი აქვს ქრისტეს მცენარეზე ან ძაღლზე მედიტაციას ვერ ვხვდები''

სამედიტაციო ობიექტს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, აქ უბრალოდ იმ პრაქტიკებზეა ლაპარაკი, რომლითაც ადამიანმა ნათელხილვის უნარი შეიძლება. რომ გამოიმუშავოს, სამედიტაციო ობიექტი რიგ შემთხვევებში ფანქრი ან ღილიც შეიძლება იყოს... ანუ აქ ხედვის უნარია მნიშვნელოვანი, და შემდეგ ამ ხედვის უნარით რას შეიმეცნებს ადამიანი, ეს უკვე სხვა საკითხია. ისე კი ქრისტეს ძაღთანაც აქვს კავშირი და მცენარესთანაც, რადგან სახარების სიტყვებით რომ გითხრათ:

''3. ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა.''


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
brevalo   ძველინდური(ან აზიური ტრადიციები) და ანთროპოსოფია   Oct 19 2018, 07:58 PM
earth   brevalo თქვენ რას ფიქრო...   Oct 19 2018, 09:58 PM
jarmen   არიული ცოდნა ზუდტი...   Oct 20 2018, 11:27 AM
Merlin   არიული ცოდნა ზუდტი...   Dec 24 2018, 03:27 PM
brevalo   jarmen დასავლეთსაც აქ...   Oct 20 2018, 02:33 PM
jarmen   ძირითადად სლავური ...   Oct 20 2018, 03:57 PM
brevalo   ძირითადად სლავური ...   Oct 20 2018, 09:28 PM
starscream   მე ესე მიმაჩნია რო ...   Oct 21 2018, 10:44 AM
tikoroma   ძირითადად ჟერმენს ...   Oct 22 2018, 11:38 AM
td.........   ვფიქრობ საბოლოოდ ყ...   Oct 22 2018, 11:01 PM
tikoroma   ვიარე ვიარე და ვედ...   Oct 22 2018, 11:10 PM
td.........   tikoroma ალილუია 😂😆   Oct 22 2018, 11:11 PM
tikoroma   ლუია ლუია შემდეგ ც...   Oct 23 2018, 06:15 PM
Merlin   დასავლური მისტიცი...   Dec 10 2018, 05:02 PM
jarmen   მერლინ შენი სიმართ...   Dec 10 2018, 10:51 PM
Merlin   თუ ვედები და ზოგად...   Dec 18 2018, 07:15 PM
jarmen   ამაზე პასუხი არსებ...   Dec 18 2018, 09:14 PM
Merlin   '' ბუდიზმი დგას ბ...   Dec 18 2018, 09:48 PM
jarmen   როგორც ვიცი კითხვა...   Dec 18 2018, 10:29 PM
Guest   LH56E3 <a href="http://doqqpdaknbeu.com/...   Dec 21 2018, 04:15 AM
INVICTUS   tikoroma ვიარე ვიარე და ...   Dec 21 2018, 01:30 PM
starscream   ეხლა ჩაგეჭრებით ცო...   Dec 22 2018, 12:06 AM
Merlin   არა, შტაინერი მაგა...   Dec 22 2018, 11:01 AM
Merlin   აი რას ამბობს ქრის...   Dec 22 2018, 11:01 AM
Merlin   '''მე მწამს რომ ...   Dec 22 2018, 11:19 AM
Merlin   '''''არსებობს ...   Dec 22 2018, 03:47 PM
Merlin   რა ძირითად კითხვებ...   Dec 23 2018, 12:17 PM
jarmen   მეზარება აი ძალიან...   Dec 23 2018, 03:54 PM
Merlin   ნუღა მიპირისპირდე...   Dec 23 2018, 09:15 PM
jarmen   რა უნდა გელაპარაკო...   Dec 24 2018, 02:17 AM
Merlin   "ის რასაც ჰქვია ჭ...   Dec 24 2018, 11:34 AM
Merlin   ამ სიტყვებში წერია...   Dec 24 2018, 11:44 AM
jarmen   ერთი ანეგდოტი ვიხი...   Dec 24 2018, 12:52 PM
Merlin   არა რა, არ მოისვენე...   Dec 24 2018, 02:23 PM
Merlin   '''რა უნდა გელაპ...   Dec 24 2018, 02:37 PM
jarmen   შენი თამაშები ჩემთ...   Dec 24 2018, 02:51 PM
old_man   ხმები მომივიდა, რო...   Dec 25 2018, 12:30 AM
brevalo   ვსვამ ასეთ შეკითხვ...   Dec 25 2018, 01:47 AM
jarmen   ძველინდური მედიტა...   Dec 27 2018, 11:07 PM
starscream   მე რაც ვნახე განსხ...   Dec 27 2018, 11:50 PM
starscream   თუმცა მე არ ვუარყო...   Dec 27 2018, 11:54 PM
jarmen   ტანტრაზე და სექსუა...   Dec 31 2018, 04:52 AM
Merlin   პასუხი starscream-ს ''...   Jan 15 2019, 02:11 PM
tikoroma   Merlin ციტატებს ვერ აკ...   Jan 16 2019, 07:13 PM
Merlin   კი ვიცი, როგორც კეთ...   Jan 17 2019, 10:36 AM
chemikerin   მაინც ყველა რელიგი...   Jul 13 2020, 03:27 PM
Merlin   ""მაინც რა იგული...   Jul 14 2020, 09:29 AM
Merlin   """ თუმცა ბუდას...   Jul 14 2020, 09:46 AM
chemikerin   ბუდა ქრისტეს იმპულ...   Jul 14 2020, 09:58 AM
Merlin   ""ისე ჩანდა, თით...   Jul 14 2020, 10:04 AM
Merlin   ""ანუ რეინკარნა...   Jul 14 2020, 10:16 AM
Merlin   ""რომ ანგელოზის ...   Jul 14 2020, 10:32 AM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 31st May 2024 - 03:51 PM