IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ჯანმრთელი ძილი
chemikerin
post Mar 14 2019, 03:18 AM
Post #1


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 787
Joined: 15-June 11
Member No.: 6,488

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გამარჯობა wink.gif

ერთი ესეთი პრობლემა მაქვს ფორუმელებო.. რაც არ უნდა დაღლილი ვიყო, მჭირდება უამრავი დრო რო დავიძინო. biggrin.gif ხანდახან საათები ვწევარ და არ მეძინება. biggrin.gif დილით ძლივს ვდგები biggrin.gif საათები მჭირდება რომ გამოვფხიზლდე და წესიერად ვიფუნქციონირო..
ანუ პრობელმა არის ის რომ მიჭირს სიფხიზლიდან ძილში გადასვლა და პირიქით.
რა შეიძლება იყოს მიზეზი?


--------------------
Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
David Monny
post Mar 14 2019, 09:49 AM
Post #2


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



chemikerin
ეს არის აქტიური გონების ბრალი. ინვაზიური ფიქრები, რომლებიც შენს გონებაში შემოდიან დაწოლისას, არ გაძლევენ ძილის საშუალებას.
შინაგანი დიალოგი, ზენიტს აღწევს.
თუ დღის განმავლობაში ვერც კი ამჩნევდი, როგორ ესაუბრებოდი შენს თავს, ახლა უკვე გაცხარებული პოლემიკა მიმდინარეობს.
დაახლოებით ისე, ქართულ იდიოტურ თოქ შოუებში, რომ "კამათბენ" ქართველი "პოლიტიკოსები".
ეს არის შინაგანი დიალოგი. ყურადღება მიემართება ფიქრებისკენ და რელაქსაცია ჭირს.
ტვინი ვერ გადადის ბეტ ტალღებზე, რადგან გონებაში მთელი ორომტრიალია. აბა ხვლა რა ვქნა. იმას ეს რატო ვუთხარი. ასე უნდა მეთქვა. ეს ასე უნდა იყოს ამას ისე ვიზამ.
მოკლედ მთელი არმიაა ფიქრების, რომლებიც გაურკვეველი ადგილიდან მოდიან, და გაურკვეველ ადგილას მიდიან.
ვერც კი ხვდები, როდის დამთავრდა ერთი ფიქრი და როდის დაიწყო მეორე და შენ სად ხარ ამ ფიქრებს შორის.
ეს ბევრის პრობლემაა. მარა არიან ადამიანები, თავს დადებენ თუ არა 2 წუთში ძინავთ. მაგ. მამაჩემი, ჩემი ძმა, ჩემი ყოფილი.
მეც გვიან ვიძნებ. მაგრამ ბოლოს ვიძნებ. ძილის წინ არ უნდა დალიო ყავა ჩაი ან არ უნდა ჭამო შოკოლადი. ერთი სიტყვით აღმგზნები საშუალებები არ უნდა მიიღო.
საერთოდ გოგოებისთვის იდეალურია სხეულზე ფიქრი.
უბრალოდ დაწექი და იფიქრე სხეულზე. რომ ახლა, შენისხეული წევს საწოლში.
იმაზე არ იფიქრო ლამაზია კარგია, ის უნდა ეს უნდა. უბრალოდ როგორც არსებულ საგანზე ისე იფიქრე.
უბრლოდ არსებობს. ახლა და აქ. წევს, სუნთქვავს, სისხლის მიმოქცევას წარმართავს, მეტაბოლიზმს. ჰმ, რამდენ რამეს აკეთებს ჩემთვის?
მე კიდე ვიღაც იდიოტებზე და რაღაც იდიოტობებზე ვფიქრობ, როცა ეს მანქანა, სულ ჩართულია და სულ მემსახურება. შეიგრძენი შენი კიდურები. მოეშვი, კუნთები მოადუნე. თითქოს 500 კგ. გახდი. დაკრული ხარ საწოლზე, აგდიხარ. ნელ-ნელა ეს ბეტონის შემრევი მანქანა, ანუ გონება, შენელდება და დაიწყებს ერთ რომელიმე ფიქრის ფიქრს, რომელიც შენ შეიძლება ვერც კი გააცნობიერო და ბოლოს. წკაპ. და სიზმარში ხარ.
არ ეცადო შნაგანი დიალოგის გაჩერებას. ვერ გააჩერებ, პირიქით რაც უფრო ეცდები, მით უფრო გაძლიერდება. ეს გავს ცეცხლის ჩაქრობას ნავთით. მერე რა რომ ნავთია, წყალს გავს და სითხეა, დავასხამ წყალივით ცეცხლზე და ჩაქრება. ასხამ და ცეცხლი იმატებს. გონება ბეტონის შემრევ მანქანას გავს. სულ ტრიალებს რომ ბეტონი არ გამაგრდეს. ნუ ეცდები გააჩერო. ვერ გააჩერებ. იტრიალოს, უბრალოდ არ ჩაერიო. არცერთი ფიქრი არ გეკუთვნის შენ. ისინი შენგან დამოუკიდებლად მოდიან და მიდიან. არ გეკითხებიან ეს ფიქრი შეიძლება მოვიდეს? ან წავიდეს? ამიტომ ნუ ერევეი იმაში, რაც შენი კონტროლის ქვეშ არ არის. ეს არის აჰამკარა. ეგო. მკეთებელი. კონტროლიორი. ახლა უკვე ფიქრების კონტროლს აპირებს ძილის წინ.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
chemikerin   ჯანმრთელი ძილი   Mar 14 2019, 03:18 AM
David Monny   chemikerin ეს არის აქტიურ...   Mar 14 2019, 09:49 AM
David Monny   მაგ. მე უშუალოდ ვგრ...   Mar 14 2019, 10:01 AM
David Monny   ჩვენ გვაინტერესებ...   Mar 14 2019, 10:03 AM
David Monny   მაგრამ გონებას ბეზ...   Mar 14 2019, 10:05 AM
David Monny   ირონიული არ არის, რ...   Mar 14 2019, 10:08 AM
starscream   youtubze დევს ესეთი ვიდე...   Mar 14 2019, 12:35 PM
chemikerin   David Monny ეს მეც დამიფიქ...   Mar 14 2019, 10:35 PM
David Monny   რაღაცეებს რო ჩურჩუ...   Mar 15 2019, 09:46 AM
David Monny   chemikerin ეს მეც დამიფიქ...   Mar 15 2019, 09:54 AM
David Monny   მაგრამ სამწუხაროდ ...   Mar 15 2019, 10:05 AM
INVICTUS   chemikerin David Monny ეს არის ა...   Mar 15 2019, 05:53 PM
chemikerin   David Monny არაფერი გამა...   Mar 16 2019, 07:05 PM
David Monny   chemikerin ჩემი პრობლემა ...   Mar 16 2019, 07:46 PM
David Monny   სასაცილოა: წარსულშ...   Mar 17 2019, 12:29 PM
chemikerin   წარსულზე ფიქრს, არ...   Mar 19 2019, 01:53 AM
earth   chemikerin მახსოვს ადრე მ...   Dec 16 2019, 07:31 AM
td.........   ბიბლიის კითხვა დაი...   Dec 18 2019, 11:04 PM
tikoroma   საშას ჩენელინგები...   Dec 19 2019, 11:55 AM
tikoroma   თუმცა, როგორც გავდ...   Feb 21 2020, 10:38 AM
chemikerin   earth აღარ მაქვს ეს პრ...   Apr 5 2020, 09:08 PM
td.........   აღარ მაქვს ეს პრობ...   Apr 4 2023, 02:53 PM
earth   chemikerin :l_daisy:   Apr 4 2023, 06:09 PM
chemikerin   td......... earth :kiss1: კიი, გე...   Apr 4 2023, 09:52 PM
earth   წესით 8 საათიანი ძი...   Apr 5 2023, 07:35 PM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 23rd May 2024 - 06:26 AM