ჯანმრთელი ძილი |
ჯანმრთელი ძილი |
Mar 14 2019, 03:18 AM
Post
#1
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 787 Joined: 15-June 11 Member No.: 6,488 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გამარჯობა
ერთი ესეთი პრობლემა მაქვს ფორუმელებო.. რაც არ უნდა დაღლილი ვიყო, მჭირდება უამრავი დრო რო დავიძინო. ხანდახან საათები ვწევარ და არ მეძინება. დილით ძლივს ვდგები საათები მჭირდება რომ გამოვფხიზლდე და წესიერად ვიფუნქციონირო.. ანუ პრობელმა არის ის რომ მიჭირს სიფხიზლიდან ძილში გადასვლა და პირიქით. რა შეიძლება იყოს მიზეზი? -------------------- Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
|
|
|
Mar 14 2019, 09:49 AM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 848 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
chemikerin
ეს არის აქტიური გონების ბრალი. ინვაზიური ფიქრები, რომლებიც შენს გონებაში შემოდიან დაწოლისას, არ გაძლევენ ძილის საშუალებას. შინაგანი დიალოგი, ზენიტს აღწევს. თუ დღის განმავლობაში ვერც კი ამჩნევდი, როგორ ესაუბრებოდი შენს თავს, ახლა უკვე გაცხარებული პოლემიკა მიმდინარეობს. დაახლოებით ისე, ქართულ იდიოტურ თოქ შოუებში, რომ "კამათბენ" ქართველი "პოლიტიკოსები". ეს არის შინაგანი დიალოგი. ყურადღება მიემართება ფიქრებისკენ და რელაქსაცია ჭირს. ტვინი ვერ გადადის ბეტ ტალღებზე, რადგან გონებაში მთელი ორომტრიალია. აბა ხვლა რა ვქნა. იმას ეს რატო ვუთხარი. ასე უნდა მეთქვა. ეს ასე უნდა იყოს ამას ისე ვიზამ. მოკლედ მთელი არმიაა ფიქრების, რომლებიც გაურკვეველი ადგილიდან მოდიან, და გაურკვეველ ადგილას მიდიან. ვერც კი ხვდები, როდის დამთავრდა ერთი ფიქრი და როდის დაიწყო მეორე და შენ სად ხარ ამ ფიქრებს შორის. ეს ბევრის პრობლემაა. მარა არიან ადამიანები, თავს დადებენ თუ არა 2 წუთში ძინავთ. მაგ. მამაჩემი, ჩემი ძმა, ჩემი ყოფილი. მეც გვიან ვიძნებ. მაგრამ ბოლოს ვიძნებ. ძილის წინ არ უნდა დალიო ყავა ჩაი ან არ უნდა ჭამო შოკოლადი. ერთი სიტყვით აღმგზნები საშუალებები არ უნდა მიიღო. საერთოდ გოგოებისთვის იდეალურია სხეულზე ფიქრი. უბრალოდ დაწექი და იფიქრე სხეულზე. რომ ახლა, შენისხეული წევს საწოლში. იმაზე არ იფიქრო ლამაზია კარგია, ის უნდა ეს უნდა. უბრალოდ როგორც არსებულ საგანზე ისე იფიქრე. უბრლოდ არსებობს. ახლა და აქ. წევს, სუნთქვავს, სისხლის მიმოქცევას წარმართავს, მეტაბოლიზმს. ჰმ, რამდენ რამეს აკეთებს ჩემთვის? მე კიდე ვიღაც იდიოტებზე და რაღაც იდიოტობებზე ვფიქრობ, როცა ეს მანქანა, სულ ჩართულია და სულ მემსახურება. შეიგრძენი შენი კიდურები. მოეშვი, კუნთები მოადუნე. თითქოს 500 კგ. გახდი. დაკრული ხარ საწოლზე, აგდიხარ. ნელ-ნელა ეს ბეტონის შემრევი მანქანა, ანუ გონება, შენელდება და დაიწყებს ერთ რომელიმე ფიქრის ფიქრს, რომელიც შენ შეიძლება ვერც კი გააცნობიერო და ბოლოს. წკაპ. და სიზმარში ხარ. არ ეცადო შნაგანი დიალოგის გაჩერებას. ვერ გააჩერებ, პირიქით რაც უფრო ეცდები, მით უფრო გაძლიერდება. ეს გავს ცეცხლის ჩაქრობას ნავთით. მერე რა რომ ნავთია, წყალს გავს და სითხეა, დავასხამ წყალივით ცეცხლზე და ჩაქრება. ასხამ და ცეცხლი იმატებს. გონება ბეტონის შემრევ მანქანას გავს. სულ ტრიალებს რომ ბეტონი არ გამაგრდეს. ნუ ეცდები გააჩერო. ვერ გააჩერებ. იტრიალოს, უბრალოდ არ ჩაერიო. არცერთი ფიქრი არ გეკუთვნის შენ. ისინი შენგან დამოუკიდებლად მოდიან და მიდიან. არ გეკითხებიან ეს ფიქრი შეიძლება მოვიდეს? ან წავიდეს? ამიტომ ნუ ერევეი იმაში, რაც შენი კონტროლის ქვეშ არ არის. ეს არის აჰამკარა. ეგო. მკეთებელი. კონტროლიორი. ახლა უკვე ფიქრების კონტროლს აპირებს ძილის წინ. -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 30th May 2024 - 03:58 PM |