ano |
ano |
Mar 9 2018, 12:03 AM
Post
#1
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოგესალმებით ყველას
ჩემი ეზოთერული ცოდნა არც ისე დიდია, არც ბევრი წიგნები მაქვს წაკითხული, არც ჩემი განათლებაა ამასთან ახლოს, იმედია ძალიან კრიტიკულად არ იფიქრებთ ჩემს ზოგ პოსტზე, არ ვარ ამ სფეროს „სპეციალისტი“. დაინტერესებული ვარ თვითდაკვირვებით, ემოციებზე, რა ემოციას რა იწვევს, რა მაღიზიანებს, რა მახარებს, სამწუხაროდ უზარმაზარ ეგოს ვხედავ საკუთარ თავში, რომელიც ბევრი რამის ნათელ აღქმა გაანალიზებაში ხელს მიშლის. იყო პერიოდი, როცა საკმაოდ მობილიზებული, მიზანდასახული, და რწმენით ვიყავი, მაგ პერიოდში თავში საოცარი აზრები მომდიოდა, აზრი მოდიოდა და ვიწერდი რვეულში, თან ისეთი სიბრძნე იყო რომელიც იყო ინდივიდუალური და არა უბრალოდ ბრძნული ციტატები. როდესაც გაქვს დასახული მიზანი, გაქვს კეთილი ზრახვები რომ გამოსწორდები, რომ სხვისი არაფერი არ გინდა და არ გშურს, მოდის ინდივიდუალირი ინსტრუქციები, დასახული მიზნის მისაღწევად, მაგრამ მერე ისევ ამაოება ისევ იგივე, ფიქრი რა აზრი აქვს? სისტემა როგორ მუშაობს? მიზეზშედეგობრიობა, წრეზე სიარული, ზაზუნასავით დარბიხარ ერთ ჩაკეტილ წრეში. სხვაგან წავალ ისევ თან დამყვება იგივე გარემოებები და ვხვდები გაქცევით გარემოება არ იცვლება, უნდა შევიცვალო თავად, გარემო და გარემოებებიც შემდეგ შეიცვლება. |
|
|
Mar 31 2019, 06:54 PM
Post
#2
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 485 Joined: 14-July 17 Member No.: 7,641 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მანდ არის ძალიან მაგარი მომენტი, ამბობს შენ როგორიც გინდა რომ იყო, როგორც გინდა თავს რომ გრძნობდე - იყავი ისეთი, ამაში ხელს ვერავინ შეგიშლლის, გინდა ცუდ ხასიათზე იყავი და ჩამოუშვი ცხვირი გინდა გაცისკროვნებული )) ამაში სხვა ვერ ჩაერევა, რა უფრო მნიშვნელოვანიაო თქვენი მოქმედება თუ თქვენი განწყობა, ხასიათი, რათქმაუნდა ეს უკანასკნელი, ჰოდა ვიყოთ ისეთ ხასიათზე როგოზეც გვინდა, ეს თუ სხვას ხელს ან ნერვებს უშლის მისი პრობლემაა, (ჩემი სიტყვებით გადმოვცემ ))) ზეპიარდ მახსოვს რასაც ამბობს ამ ვიდეოებში, იმოქმედე სიტუაციის შესაბამისადო (მახსენდება ასე ამბობს )) ხოლო განწყობა ისეთი გქონდეს როგორიც მოგესურვებ, სხვას თუ სიამოვნებს რომ დამწუხრებულს გიყურებდეს, მაშინ აჩვენეთ მათ ასეთი სახეები, ხოო შინაგანად იყავით მუდამ კარგ განწყობაზე.
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 5th June 2024 - 09:39 AM |