ano |
ano |
Mar 9 2018, 12:03 AM
Post
#1
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოგესალმებით ყველას
ჩემი ეზოთერული ცოდნა არც ისე დიდია, არც ბევრი წიგნები მაქვს წაკითხული, არც ჩემი განათლებაა ამასთან ახლოს, იმედია ძალიან კრიტიკულად არ იფიქრებთ ჩემს ზოგ პოსტზე, არ ვარ ამ სფეროს „სპეციალისტი“. დაინტერესებული ვარ თვითდაკვირვებით, ემოციებზე, რა ემოციას რა იწვევს, რა მაღიზიანებს, რა მახარებს, სამწუხაროდ უზარმაზარ ეგოს ვხედავ საკუთარ თავში, რომელიც ბევრი რამის ნათელ აღქმა გაანალიზებაში ხელს მიშლის. იყო პერიოდი, როცა საკმაოდ მობილიზებული, მიზანდასახული, და რწმენით ვიყავი, მაგ პერიოდში თავში საოცარი აზრები მომდიოდა, აზრი მოდიოდა და ვიწერდი რვეულში, თან ისეთი სიბრძნე იყო რომელიც იყო ინდივიდუალური და არა უბრალოდ ბრძნული ციტატები. როდესაც გაქვს დასახული მიზანი, გაქვს კეთილი ზრახვები რომ გამოსწორდები, რომ სხვისი არაფერი არ გინდა და არ გშურს, მოდის ინდივიდუალირი ინსტრუქციები, დასახული მიზნის მისაღწევად, მაგრამ მერე ისევ ამაოება ისევ იგივე, ფიქრი რა აზრი აქვს? სისტემა როგორ მუშაობს? მიზეზშედეგობრიობა, წრეზე სიარული, ზაზუნასავით დარბიხარ ერთ ჩაკეტილ წრეში. სხვაგან წავალ ისევ თან დამყვება იგივე გარემოებები და ვხვდები გაქცევით გარემოება არ იცვლება, უნდა შევიცვალო თავად, გარემო და გარემოებებიც შემდეგ შეიცვლება. |
|
|
Feb 21 2020, 08:23 PM
Post
#2
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გუშინ ძილის წინ კასტანედას აუდიოწიგნს ვუსმენდი
ღამე უცნაური სიზმარი ვნახე ადამიანები ძალიან დიდ ქვის შენობას აშენებდნენ თუ ძველს აღადგენენ და უფრო დიდს აკეთებდნენ ესენი იყვნენ მსოფლიოს მმართველები და მითხრეს დღეიდან მოქმედებას ვიწყებთ ღიად ჩვენ ვართ მსოფლიო მმართველები, ეს შენობა იქნება ჩვენი ოფიციალური მსოფლიო სამმართველო, მალე მოვა ჩვენი უფროსი რომელიც იქნება მსოფლიო ლიდერი ყველა ერის და ხალხის, ყველა გადაწყვეტილება მიიღება აქ, ისედაც ჩვენ ვმართავდით მსოფლიო მოვლენებს მაგრამ ამჯერად ყოველივე იქნება ოფიციალურად. რო გავიღვიძე ისევ ამ სიზმარზე ვფიქრობდი ეს არ იყო უბრალო სიზმარი, იქნებ ესეთი რამ მართლა იგეგმება? ნეტავ ვინები იყვნენ, ალბათ მასონები? ამათ ხალხისთვის რა სარგებელი აქვთ ნეტა? ეს რა სიზმარი იყო ახლა ნეტავ მე რა უნდა გავაკეთო? შენობა იყო დიდი გიგანტური ქვის, თითქოს ბაბილონის გოდოლის აშენებდნენ |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 27th May 2024 - 08:30 PM |