ano |
ano |
Mar 9 2018, 12:03 AM
Post
#1
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოგესალმებით ყველას
ჩემი ეზოთერული ცოდნა არც ისე დიდია, არც ბევრი წიგნები მაქვს წაკითხული, არც ჩემი განათლებაა ამასთან ახლოს, იმედია ძალიან კრიტიკულად არ იფიქრებთ ჩემს ზოგ პოსტზე, არ ვარ ამ სფეროს „სპეციალისტი“. დაინტერესებული ვარ თვითდაკვირვებით, ემოციებზე, რა ემოციას რა იწვევს, რა მაღიზიანებს, რა მახარებს, სამწუხაროდ უზარმაზარ ეგოს ვხედავ საკუთარ თავში, რომელიც ბევრი რამის ნათელ აღქმა გაანალიზებაში ხელს მიშლის. იყო პერიოდი, როცა საკმაოდ მობილიზებული, მიზანდასახული, და რწმენით ვიყავი, მაგ პერიოდში თავში საოცარი აზრები მომდიოდა, აზრი მოდიოდა და ვიწერდი რვეულში, თან ისეთი სიბრძნე იყო რომელიც იყო ინდივიდუალური და არა უბრალოდ ბრძნული ციტატები. როდესაც გაქვს დასახული მიზანი, გაქვს კეთილი ზრახვები რომ გამოსწორდები, რომ სხვისი არაფერი არ გინდა და არ გშურს, მოდის ინდივიდუალირი ინსტრუქციები, დასახული მიზნის მისაღწევად, მაგრამ მერე ისევ ამაოება ისევ იგივე, ფიქრი რა აზრი აქვს? სისტემა როგორ მუშაობს? მიზეზშედეგობრიობა, წრეზე სიარული, ზაზუნასავით დარბიხარ ერთ ჩაკეტილ წრეში. სხვაგან წავალ ისევ თან დამყვება იგივე გარემოებები და ვხვდები გაქცევით გარემოება არ იცვლება, უნდა შევიცვალო თავად, გარემო და გარემოებებიც შემდეგ შეიცვლება. |
|
|
Feb 22 2020, 06:57 AM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,136 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
არ მომისმენია კასტადენას ეგ წიგნი და არც წამიკითხავს, არვიცი რაზეა, რომ დასკვნა გამოვიტანო.
ano აი ეს ყველაფერი კარგია თუ ცუდი არ ვიცი, გრძნობით პლანზეც კი ვერ გამოვიტანე აზრი ე.ი. შენს ხელშია მისი დაპროგრამება. ე.ი. შენ შეგიძლია მისცე ენერგია, რომ კარგია და კარგი იქნება. ირწმუნე და იქნება. ძალიან დიდი რწმენის ძალაა თვითეულ ჩვენგანში, მართლაც შეგვიძლია ყველაფერი, რისი წარმოდგენაც შეგვიძლია. არიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან –„მე არაფერი შემიძლია“, მართლაც მათ არ შეუძლიათ, რადგან ასე სწამთ, ასე წარმოიდგინეს,–ისინი მართლები არიან. მე კი გეტყვი, რომ ჩვენ ბევრი შეგვიძლია. თვითეული ჩვენგანში რა დონეზე გაზრდის რწმენას იმდენი შეუძლია. ზღვარი არ არსებობს. ვისაც სწამს, რომ „შეუძლია“, ისიც მართალია. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 1st June 2024 - 07:34 AM |