კორონა 2020 |
კორონა 2020 |
Mar 14 2020, 11:10 AM
Post
#1
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სალამი ძვირფასებო
მუდმივად გვაფრთხილებენ, რომ საშიში არაფერია, მარტივად გადასატანი ვირუსია და სანერვიულო არ გვაქვს. ამის მიუხედავად მსოფლიოში ტარდება უპრეცენდენტო ზომები მის შესაჩერებლად.ასევე საქართველოშიც. ე.ი. სჯობს დავფიქრდეთ და მოვერიდოთ. რაც შეეხება საქართველოს ამბობენ, რომ ორშაბათიდან კარანტინი გამოცხადდება და სამსახურები დაიკეტება, ტრანსპორტი გაჩერდება და ა.შ. ვარაუდობენ, შუქის, გაზის მიწოდების შეფერხებებს. ბავშვებიანებმა მაინც სჯობს საკვები და რაღაცეები მოვიმარაგოთ. ორშაბათსვე გაქრება მაღაზიიდან რაღაცეები, თუკი გამართლდა. მოხუცებს წამლები შეუძინეთ და გაუფრთხილდით <3 ახლა, 25 ინფიციირებულის ფონზე ძაან ზღაპრად მეჩვენება ასეთი ცნობები მაგრამ ეგებ აფეთქებას ელიან, იქნებ მოქალაქეები დააბრუნონ ევროპიდან და მათ გამო. არ ვიცი. თქვენც გამოთქვით აზრი უცხო ქვეყნებში მყოფმა გაგვაცანით სიტუაცია და მოგვიყევით თქვენი გამოცდილება წარმატებები ჩვენ. პ.ს. 2012-ის გადამკიდე დიდი ხანია გასაქცევად სოფელში საცხოვრებლად ვემზადებით. ბოლოს და ბოლოს, გამოგვადგება ეს მზადება თუ არა?! -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Mar 15 2020, 02:50 PM
Post
#2
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რაც შეეხება 2020 წელს ვფიქრობ და ვგრძნობ რომ ეს არის გარდამავალი პერიოდი, მაქვს ბევრი უცნაური სიზმარი როგორიც ადრე არ მქონია, თან იმის ფონზე რომ არანაირ პრაქტიკების არ ვაკეთებ, ვგრძნობ რომ ჩემი დამხმარე სული მელაპარაკება, გუშინ ღამე გამეღვიძა და ავდექი ვგრძნობ ფიქრის სახით როგორ შემოდის სიტყვები, მე ვარ, ეს მე ვარ, ვინ ვარ მე? რატომ ვარ აქ, ისეთი არაფერია, ზედმეტად ნუ შეიჭერი როლში, ყველაფერი გაცილებით მარტივია, შენ არ ხარ დედაშენი, შენ არ ხარ შენი და, შენ არ ხარ შენი ქმარი, შენ არ ხარ სხვა, მე _ აი მთავარი რასაც უნდა დაკვირვება. მე რას გეუბნება, გახსოვს პირველად როდის იგრძენი? ხო მაშინ ხუთი წლისაც არ ვიქნებოდი, ვიცი მე მე ვარ და არ ვარ ჩემი და, ან დეიდაშვილი ან დეიდა ან ვინმე სხვა, მე მე ვარ, მაშინ სიტყვებით ვერ გადმოვცემდი რა სისულელეა ან ეს რა აღმოჩენა კია მაშინ ასე ვფიქრობდი, მაგრამ ახლა როცა ამდენი სწავლება არსებობს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ვინ ვარ მე, რაოდენ მნიშვნელოვანია "შეიცანი თავი შენი"
რამდენი კატასტროფა მოხდა რამდენი რამე გვახსენებს რომ ყველაფერი აქ წარმავალია რომ დრო მიდის და დროა დავფიქრდეთ რა არის ყველაზე მთავარი, ვინ ვარ "მე" |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 10th June 2024 - 09:25 PM |