![]() |
![]() |
![]()
Post
#1
|
|
![]() GREEN soul ![]() Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
მოგესალმებით ყველას
ჩემი ეზოთერული ცოდნა არც ისე დიდია, არც ბევრი წიგნები მაქვს წაკითხული, არც ჩემი განათლებაა ამასთან ახლოს, იმედია ძალიან კრიტიკულად არ იფიქრებთ ჩემს ზოგ პოსტზე, არ ვარ ამ სფეროს „სპეციალისტი“. დაინტერესებული ვარ თვითდაკვირვებით, ემოციებზე, რა ემოციას რა იწვევს, რა მაღიზიანებს, რა მახარებს, სამწუხაროდ უზარმაზარ ეგოს ვხედავ საკუთარ თავში, რომელიც ბევრი რამის ნათელ აღქმა გაანალიზებაში ხელს მიშლის. იყო პერიოდი, როცა საკმაოდ მობილიზებული, მიზანდასახული, და რწმენით ვიყავი, მაგ პერიოდში თავში საოცარი აზრები მომდიოდა, აზრი მოდიოდა და ვიწერდი რვეულში, თან ისეთი სიბრძნე იყო რომელიც იყო ინდივიდუალური და არა უბრალოდ ბრძნული ციტატები. როდესაც გაქვს დასახული მიზანი, გაქვს კეთილი ზრახვები რომ გამოსწორდები, რომ სხვისი არაფერი არ გინდა და არ გშურს, მოდის ინდივიდუალირი ინსტრუქციები, დასახული მიზნის მისაღწევად, მაგრამ მერე ისევ ამაოება ისევ იგივე, ფიქრი რა აზრი აქვს? სისტემა როგორ მუშაობს? მიზეზშედეგობრიობა, წრეზე სიარული, ზაზუნასავით დარბიხარ ერთ ჩაკეტილ წრეში. სხვაგან წავალ ისევ თან დამყვება იგივე გარემოებები და ვხვდები გაქცევით გარემოება არ იცვლება, უნდა შევიცვალო თავად, გარემო და გარემოებებიც შემდეგ შეიცვლება. |
|
|
![]() |
![]()
Post
#2
|
|
![]() GREEN soul ![]() Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
ის სიზმარი რო ვნახე ახალი მსოფლიო მმართველი მოყავთ
მგონია რომ ეს მასონების იდეაა ახალი მსოფლიო წესრიგი გლობალიზაცია, მსოფლიოს გაერთიანება, და როგორ შეიძლება მთელი მსოფლიოს ერთ საკითხზე ყურადღების კონცენტრირება? ვირუსი რომელმაც ფაქტიურად ყველა სხვა პრობლემა დაგვავიწყა, ყველგან მსოფლიო მმართველები იღებენ ერთი და იგივე გადაწყვიტილებებს პრევენციის მიზნით. მერე ნელნელა ყველა გაიკეთებს აცრებს ისევე როგორც ჩუტყვავილას, წითელას ან სხვა აცრებს, მერე ისევე როგორც შვედეთი ყველა ჩაიცვამს ჩიპების, ზოგჯერ ვფიქრობ რა პრობლემაა, ძალიანაც კარგი თუ მსოფლიო გაერთიანდა, მე იმას ვერ ვხვდები ღმერთს რატომ არ მოეწონა ბაბილონის გოდოლი და რატომ აურია ხალხს ენა, თუ მსოფლიო გაერთიანდა ომები აღარ იქნება, იქნება ერთიანი კონტროლი, მაგრამ, საკითხავი ისაა ვინ იქნება ის და რამდენად სასიკეთო იქნება ხალხისთვის, შესაძლოა დიდი ტოტალური კონტროლი, შესაძლოა შობადობაც კი გააკონტროლონ, ყველაფერი ციფრული გახდება, და რა როლი ექნება სულიერებას, ადამიანის შესაძლებლობები რა მიმართულებით განვითარდება? ჩვენი ადამიანების ნება, სურვილი და ოცნება რა არის? მივცეთ გლობალისტებს ჩვენი ბედის მართვის უფლება? ვენდობით? |
|
|
![]() ![]() |
Lo-Fi Version | Time is now: 25th June 2024 - 12:21 PM |