კორონა 2020 |
კორონა 2020 |
Mar 14 2020, 11:10 AM
Post
#1
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სალამი ძვირფასებო
მუდმივად გვაფრთხილებენ, რომ საშიში არაფერია, მარტივად გადასატანი ვირუსია და სანერვიულო არ გვაქვს. ამის მიუხედავად მსოფლიოში ტარდება უპრეცენდენტო ზომები მის შესაჩერებლად.ასევე საქართველოშიც. ე.ი. სჯობს დავფიქრდეთ და მოვერიდოთ. რაც შეეხება საქართველოს ამბობენ, რომ ორშაბათიდან კარანტინი გამოცხადდება და სამსახურები დაიკეტება, ტრანსპორტი გაჩერდება და ა.შ. ვარაუდობენ, შუქის, გაზის მიწოდების შეფერხებებს. ბავშვებიანებმა მაინც სჯობს საკვები და რაღაცეები მოვიმარაგოთ. ორშაბათსვე გაქრება მაღაზიიდან რაღაცეები, თუკი გამართლდა. მოხუცებს წამლები შეუძინეთ და გაუფრთხილდით <3 ახლა, 25 ინფიციირებულის ფონზე ძაან ზღაპრად მეჩვენება ასეთი ცნობები მაგრამ ეგებ აფეთქებას ელიან, იქნებ მოქალაქეები დააბრუნონ ევროპიდან და მათ გამო. არ ვიცი. თქვენც გამოთქვით აზრი უცხო ქვეყნებში მყოფმა გაგვაცანით სიტუაცია და მოგვიყევით თქვენი გამოცდილება წარმატებები ჩვენ. პ.ს. 2012-ის გადამკიდე დიდი ხანია გასაქცევად სოფელში საცხოვრებლად ვემზადებით. ბოლოს და ბოლოს, გამოგვადგება ეს მზადება თუ არა?! -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Apr 4 2020, 08:41 PM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,136 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კიდევ ერთი რაც მინდა გითხრათ, ამ პერიოდში ვცდილობ გადავხედო ისტორიულ ფაქტებსაც ეპიდემიაზე. ექიმები ამბობენ, რომ ყოველ ას წელში ხდება სერიოზული ეპიდემია, რაც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს. ბევრი ეპიდემია პანდემიაში გადადის.
ახლა ვნახოთ 2018 – 2020 წლის პანდემია, რომელმაც 100 მილიონი ადამიანი მოკლა 2 წელში. 100 მილიონი!!! საქმე იმაშია, რომ ამ პანდემიამ პირველი 6 თვის განმავლობაში მოკლა 50 მილიონი ადამიანებისა, შემდეგ წელიწადნახევარში კიდევ იმდენი. ახლა რა ხდებბა, ყოველი პანდემია თავის დასაწყისშია ძლიერი, დასაწყისში აკეთებს დიდ შეტევას და კლავს დიდი რაოდენობით ხალხს, მერე ის წამალიც რომ არ იყოს, ასე მგონია ისედაც დაუძლურდება. ორი რამე ხდის პანდემიას უძლურს, პირველი ის, რომ რაც მეტი ადამიანი გადაიტანს და კარგად გახდება, ეს გამოიწვევს ერთგვარ ქვეცნობიერ ინფორმაციას, ყველა ადამიანში დედამიწაზე და ამ დაავადებით დაავადებული უფრო ადვილად გადაიტანს. მეორე ის, რომ ვირუსი თავისთავად გარდაიქმნება შეიცვლება... ის ხომ ადამიანიდან ადამიანზე გადადის, უნდა არ უნდა ადამიანის დამცველი (არ მახსოვს ქართულად) მგონი ანტისხეულები, რაც გვიცავენ თანდათანობით აუძლურებენ მას. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 7th June 2024 - 10:12 AM |