IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> შტაინერის ლექციებიდან, სხვადასხვა
old_man
post Nov 6 2018, 10:36 PM
Post #1


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,964
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამ თემაში დავდებ შტაინერის ლექციებიდან გარკვეულ მონაკვეთებს, რაც მნიშვნელოვნად ჩავთვალე. შედარებით მცირეს, რომ შეძლოთ წაკითხვა და კარგად აღქმა.
ამჯერად ვდებ წიგნიდან "ცხოვრება გარდაცვალებიდან ხელახალ დაბადებამდე". გვ. 91-93.
შეგვიძლია ამონარიდები განვიხილოთ, ან დაფიქისირდეთ მაინც, რომ ვიცოდე, რომ ვიღაც კითხულობს .

"თეორიული მატერიალიზმის გაფურჩქვნის ხანაში, იყო ასეთი აზრიც, რომ ადამიანები, რომელთაც არ სურთ საიქიო ცხოვრების ხელაღებით უარყოფა და მზად არიან დათმობაზე წავიდნენ და აღიარონ იგი, ასეთნაირად სჯიან: რა აუცილებლობას წარმოადგენს მიწიერი ცხოვრების პერიოდშივე ჩავეძიოთ იმას, რაც თავისთავად გაირკვევა გარდაცვალების შემდეგ. მოვა დრო და გავიგებთ კიდეც არსებობს თუ არა საიქიო ცხოვრება და რა შეიძლება მან შეგვძინოს. ერთი შეხედვით ამგვარი მსჯელობა სავსებით ლოგიკურია და მისაღები, მაგრამ რეალურად, მთლიანად ეწინააღმდეგება ფაქტებს, რომლებიც სულიერი კვლევის შედეგად ცხადდება, ანუ იმ ფაქტებს, რომელთაც ადგილი აქვთ გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის.
გაივლის რა სიკვდილის კარიბჭეს, ადამიანი უმაღლეს იერარქიათა სხვადასხვა ძალებთან და არსებებთან ამყარებს ურთიერთობას. შემდგომ, დედამიწაზე კვლავ დაბადებისას, იგი მთელი თავისი სხეულებრიობისა და ასევე, მთელი თავისი ბედის თვითაღმდგგენელად გვევლინება. დიახ, გარკვეულ ფარგლებში ადამიანი მთელ თავის სხეულს - ტვინის ხვეულების ჩათვლით - წარმოქმნის და აშენებს იმ ძალთა მეშვეობით, რომლებიც სულიერი სამყაროდან ფიზიკურ ყოფიერებაში შემოსვლისას მოაქვს თან. ფიზიკური არსებობისას მთელი ჩვენი ცხოვრება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია ჩვენი ფიზიკური სხეულის ფორმები, რომელთა მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია კონტაქტი დავამყაროთ გარე სამყაროსთან, ვიყოთ ქმედითი, ვიაზროვნოთ. ჩვენ მხოლოდ მაშინ შევესაბამებით ფიზიკურ ყოფიერებას, როდესაც სულიერი სამყაროდან მოგვაქვს სათანადო ძალები, რომლებიც შესაძლებლობას გვანიჭებს ავაშენოთ ისეთი სხეული, ფიზიკური სამყაროს ყველა მოთხოვნას რომ აკმაყოფილებს. ადამიანი გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მიეახლოს შესაბამის სულიერ არსებებს, რომლებიც დაამწყალობებენ მას, შთაუნერგავენ მომავალი ფიზიკური არსებობისთვის საჭირო ძალებს. გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის, ერთ შემთხვევაში ადამიანი ისე ჩაუვლის ამ არსებებს, რომ შეიცნობს და გააცნაურებს კიდეც მათი ხასიათის ნიშანდობლიობებს. ამ დროს მას საშუალება ეძლევა აღიქვას, ან თუნდაც იხილოს ის, რაც ამ არსებებს ძალუძთ მიმადლონ მას და რაც აუცილებელია მომავალი მიწიერი ცხოვრებისათვის, მაგრამ სხვა შემთხვევაში ადამიანმა შესაძლოა ისე ჩაუაროს მათ, რომ ვერ კი შენიშნოს ისინი, ვერ აღიქვას ის სასიცოცხლოდ აუცილებელი ძალები, რაც მან უმაღლეს იერარქიათა არსთაგან უნდა მიიღოს, რადგანაც სულიერ სამყაროში, სულიერების თვალსაზრისით იგი წყვდიადითაა მოცული.

არჩევანს წინდაწინვე განსაზღვრავს ადამიანის ადრინდელი მიწიერი ცხოვრების ნიშანდობლიობანი. სახელდობრ, ის, ვინც უკანასკნელ მიწიერ ცხოვრებაში გულგრილად ეკიდებოდა ზეგრძნობადი სამყაროს მოვლენათა შემეცნებისთვის აუცილებელ აზრებს და იდეებს, გარდაცვალებასა და დაბადებას შორის ცხოვრების მოვლენებს წყვდიადით მოცული განლევს. მან რომ შეიცნოს სულიერი არსებანი, გაიგოს თუ რას უბოძებენ ისინი მას მომავალი მიწიერი ცხოვრებისთვის, ამისათვის აუცილებელია სულიერი სინათლე, მაგრამ ზეგრძნობად სამყაროში ამ სულიერ ნათელს ვერ მივიღებთ, იგი აქ დედამიწაზე ცხოვრებისას უნდა მოვიპოვოთ, რათა შემდგომში გავივლით რა სიკვდილის კარიბჭეს, ჩვენი იდეები და ცნებები სულიერ სამყაროში, სულიერ ყოფიერებაში შევიტანოთ. აქედან ცხადდება, თუ რაოდენ მცდარია ის აზრი, რომ სიკვდილის შემდეგ, სულიერ სამყაროში, მაშინაც კი, თუკი ადამიანმა მიწიერი ცხოვრების პერიოდში უგულვებელყო სათანადო მომზადება, ყოველივე თავისთავად მოგვემადლება. ყველა სამყაროს თავისი საკუთარი მისია აკისრია და ვერც ერთ სხვა სამყაროში ვერ მიიღებს ადამიანი იმას, რაც ფიზიკურ სხეულებრიობაში მიწიერი ცხოვრების დროს უნდა მიიღოს".


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
old_man
post Apr 21 2020, 12:20 PM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,964
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რუდოლფ შტაინერი დაავადებების შესახებ:

"თუ გვსურს, ინფორმირებული ვიყოთ ჯანმრთელობასა და ავადმყოფობაზე, უნდა დავფიქრდეთ, რამდენი რამ მოქმედებს აქ ერთდროულად, ავადმყოფობა არ არის მხოლოდ ინდივიდუალური კარმა, ავადმყოფობასთან მიმართებით არსებობს ასევე ხალხის კარმა.

სულიერ ცხოვრებაში თავისებური კავშირების საინტერესო მაგალითია ჰუნებისა და მონღოლური ტომების შემოსევა. აზიიდან დასავლეთისკენ მომთაბარე ეს მონღოლები ატლანტიდელთა შთამომავლები იყვნენ. იმ დროს, როცა ინდოელები, გერმანელები და სხვები ვითარდებოდნენ, მათი ძმები მონღოლები ერთ-ერთ საფეხურზე ჩამორჩნენ. ზუსტად ისე, როგორც ადამიანის განვითარების გზაზე მას გამოეყო ცხოველები, ასევე გამოეყოფიან დაბალგანვითარებული ხალხები და რასები მაღალგანვითარებულთ. ეს ხალხები, მონღოლები, იყვნენ ჩამორჩენილი ატლანტიდელები, რომლებმაც ფიზიკური დეგრადაცია განიცადეს. ასე დეგრადირებულ ადამიანთა ასტრალურ სხეულში ჩანს დიდი რაოდენობით ხრწნადი ასტრალური მატერია. მონღოლები დაეჯახნენ გერმანელებსა და სხვა შუა ევროპელ ხალხებს, რომელთაც შიში და ძრწოლა დაეუფლათ. შიში და ძრწოლა კი ასტრალური სხეულის თვისებებია. ამ თვისებებში ყვავის ასტრალური ხრწნადი ნივთიერებები. ასე დაინფიცირდა ევროპული ასტრალური სხეულები და ეს ინფექცია შემდგომ თაობებში გადავიდა ფიზიკურ სხეულზე, მაგრამ არა ინდივიდებზე, არამედ ხალხებზე. ეს იყო კეთრი, საშინელი დაავადება, რომელმაც შუა საუკუნეებში წარმოუდგენელი გაპარტახება გამოიწვია. ეს ავადმყოფობა არის ასტრალურ სხეულზე ზემოქმედების ფიზიკური შედეგი.

ამდენად, ხალხთა ავადმყოფობებს თავისი საფუძვლები აქვთ. ძველ დროებში ეს ჯერ კიდევ იცოდნენ და ბიბლიამ ის ასახა, როგორც ჭეშმარიტება, რომელსაც ხშირად მცდარად განმარტავენ: "მამების ცოდვები მესამე და მეოთხე თაობამდე გადადის". ვინაიდან ამაში იგულისხმება არა ერთმანეთის მომდევნო ინდივიდუალური ინკარნაციები, არამედ თაობები, გარკვეული სახის ხალხის კარმა. როგორც მრავალი ბიბლიური გამონათქვამები ესეც სიტყვასიტყვით უნდა გავიგოთ.

ზემოთქმულიდან ჩანს, თუ როგორ ვლინდება ფიზიკურ ცხოვრებაში ის, რაც ადრე სულიერ ცხოვრებაში გრძნობებსა და ჩვევებში იყო. აქედან შესაძლებელია მივიღოთ ძალზე მნიშვნელოვანი პრაქტიკული დებულება: თუ ადამიანთა ჩვევებზე კეთილად ზრუნავენ, მაშინ აუმჯობესებენ არა მხოლოდ ზნეობრივ, არამედ მთელი თაობების, მთელი ხალხის ჯანმრთელ ცხოვრებას და პირიქით. სწორედ ეს იქცევა ხალხის კარმად".


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
old_man   შტაინერის ლექციებიდან   Nov 6 2018, 10:36 PM
Merlin   http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=1...   Nov 6 2018, 10:59 PM
ano   აუცილებლად წავიკი...   Nov 6 2018, 11:01 PM
Merlin   ანთროპოსოფია და რუ...   Nov 7 2018, 11:40 AM
old_man   ვდებ შემდეგ მონაკვ...   Nov 7 2018, 01:52 PM
old_man   თუ კონკრეტულად რამ...   Nov 7 2018, 04:24 PM
tikoroma   ჩვენ მხოლოდ მაშინ ...   Nov 7 2018, 08:09 PM
Guest   მე მეგონა ფილოსოფი...   Nov 7 2018, 09:30 PM
Merlin   ვფიქრობ კარმას მაი...   Nov 7 2018, 09:32 PM
Merlin   '''მე მეგონა ფილ...   Nov 7 2018, 09:36 PM
Merlin   " სულიერი იდეები ...   Nov 7 2018, 10:27 PM
Merlin   "თქვენი ნიჭი და უ...   Nov 7 2018, 10:39 PM
Merlin   ეხლა რასაც დავწერ ...   Nov 7 2018, 11:07 PM
tikoroma   დღეს ხელდასხმის სა...   Nov 9 2018, 09:30 PM
old_man   tikoroma გაგვიზიარე სი...   Nov 10 2018, 10:30 AM
tikoroma   ოკულტური დამწერლო...   Nov 10 2018, 05:17 PM
elli   old_man ამ წიგნის: ,,ცხოვ...   Nov 12 2018, 08:01 AM
Merlin   ქართულად არა, რუსუ...   Nov 12 2018, 10:13 AM
old_man   elli ამ წიგნის: ,,ცხოვრ...   Nov 12 2018, 11:10 AM
old_man   "იდუმალთმეტყველ...   Nov 12 2018, 06:03 PM
old_man   "იდუმალთმეტყველ...   Nov 14 2018, 11:49 PM
Merlin   '''' ის ცნობიერ...   Nov 15 2018, 11:11 AM
starscream   Merlin გეთანხმები ზუს...   Nov 16 2018, 09:16 PM
Merlin   ..............   Nov 17 2018, 05:42 AM
tikoroma   ცოტა ხნის წინ ვფიქ...   Nov 17 2018, 11:14 PM
old_man   tikoroma რას ნიშნავს არ ...   Nov 18 2018, 10:49 PM
tikoroma   პოპულისტურია მაგ. ...   Nov 19 2018, 12:36 AM
old_man   ეგეთი გაგება რა თქ...   Nov 19 2018, 01:29 AM
tikoroma   შევთანხმდით უცბათ ...   Nov 19 2018, 02:05 AM
old_man   "ცხოვრება გარდაც...   Nov 19 2018, 12:37 PM
Merlin   "იოანეს სახარები...   Nov 24 2018, 03:51 PM
Merlin   " სულისმეცნიერებ...   Nov 24 2018, 03:53 PM
Merlin   "ადამიანები კი თა...   Nov 24 2018, 03:56 PM
Merlin   იესო ქრისტეს ნება-...   Nov 26 2018, 12:33 PM
Merlin   ეს სულ მცირე იმას ნ...   Nov 26 2018, 12:54 PM
elli   ძალიან დაღლილიც, რ...   Nov 27 2018, 11:42 AM
tty_   elli მეც რამდენიხანი...   Nov 29 2018, 03:18 AM
Merlin   რის მადლობა... მადლო...   Nov 29 2018, 10:59 AM
Merlin   https://www.youtube.com/watch?v=hWAbM1iIDj4 https...   Nov 29 2018, 11:32 AM
Merlin   " ის რასაც ქვია ჭე...   Dec 1 2018, 02:16 PM
Merlin   ფილონ ალექსანდრიე...   Dec 9 2018, 08:05 PM
Merlin   ფილონი არ ყოფილა ქ...   Dec 9 2018, 08:31 PM
Merlin   ანთროპოსოფიის შეს...   Dec 10 2018, 04:45 PM
Merlin   ანთროპოსოფიის შეს...   Dec 10 2018, 04:50 PM
Merlin   ესაა ბმულები იმ ტე...   Mar 11 2019, 11:13 AM
Merlin   1) ამ ტექსტებიდან პრ...   Mar 11 2019, 11:42 AM
Merlin   ''ჩვენი დროის და...   Jun 28 2019, 09:27 AM
old_man   რუდოლფ შტაინერი და...   Apr 21 2020, 12:20 PM
ano   ძალიან საინტერესო...   Apr 22 2020, 02:10 PM
old_man   ano "იდუმალთმეტყვე...   Apr 22 2020, 02:42 PM
old_man   ვაგრძელებ რუდოლფ შ...   Apr 23 2020, 02:31 PM
ano   "ძვირფასი მარგალ...   Apr 23 2020, 05:09 PM
ano   ვეძებე ინტერნეტში ...   Apr 23 2020, 05:02 PM
earth   ეს ადგილი არ წამიკ...   Apr 23 2020, 08:53 PM
old_man   earth შტუტგარტში, 1906 წ. 2...   Apr 23 2020, 09:10 PM
earth   old_man მართლა კარგია შ...   Apr 23 2020, 09:23 PM
elli   დღეს ვკითხულობდი ზ...   Apr 24 2020, 12:56 PM
old_man   მიხარია რომ კითხულ...   Apr 24 2020, 03:03 PM
earth   პირველად 1992 წელში ჩ...   Apr 24 2020, 11:36 PM
old_man   ტყუილის, ჭეშმარიტე...   Apr 26 2020, 01:06 PM
tikoroma   გარემომცველ სამყა...   May 1 2020, 05:28 PM
ano   მე ანტროპოდოფიაში ...   May 9 2020, 03:25 PM
Merlin   ბეზანტი ცრუ მასწავ...   Jun 2 2020, 05:44 PM
ano   ბეზანტი ცრუ მასწავ...   Jun 3 2020, 08:31 PM
Merlin   "ესეიგი ასტანაში ...   Jun 3 2020, 10:25 PM
ano   აი ამ ვიდეოში არის ...   Jun 4 2020, 05:39 PM
chemikerin   ჩავუჯექი შტაინერს ...   Jun 20 2020, 10:14 PM
chemikerin   კითხვისას ის ცოდნა...   Jun 20 2020, 10:21 PM
old_man   chemikerin განსაზღვრული...   Jun 20 2020, 10:39 PM
chemikerin   მადლობა, უბრალოდ ი...   Jun 20 2020, 10:49 PM
Merlin   """"1000 წელი ძა...   Jun 21 2020, 09:14 AM
Merlin   ასაკსაც დიდი მნიშვ...   Jun 21 2020, 09:16 AM
chemikerin   ვინც კარგად იცნობთ...   Jun 22 2020, 02:54 PM
old_man   ჩემი აზრით სხვადას...   Jun 23 2020, 10:51 AM
chemikerin   მაგ. ლაზარევი საუბ...   Jun 23 2020, 11:14 AM
chemikerin   ერთს დავამატებ ლაზ...   Jun 23 2020, 11:46 AM
old_man   კი ეგრე ამბობს ხოლ...   Jun 23 2020, 11:51 AM
Merlin   "ანუ აქ დაახლოები...   Jun 23 2020, 08:01 PM
Merlin   ლაზარევი ექსტრასე...   Jun 23 2020, 08:10 PM
chemikerin   ძალიან იშვიათად ლ...   Jun 23 2020, 09:15 PM
Merlin   "ძალიან იშვიათად ...   Jun 23 2020, 10:09 PM
chemikerin   შტაინერი ესე ყოფს ...   Jun 24 2020, 11:00 AM
Merlin   მაგ ოთხი სხეულის გ...   Jun 24 2020, 05:01 PM
ano   "ეკრანზე კითხვა ა...   Jun 26 2020, 01:01 AM
ano   ქართულად რამდენი წ...   Jun 26 2020, 01:21 AM
Merlin   "აქ მე შეიძლება ი...   Jun 26 2020, 02:11 AM
old_man   Merlin ერთ პოსტში ახსე...   Jun 26 2020, 10:55 AM
Merlin   https://www.amazon.com/Book-Revelation-Work...6/dp...   Jun 26 2020, 01:15 PM
chemikerin   ლუციფერული და არიმ...   Jun 27 2020, 10:59 AM
old_man   Merlin აი, ამ წიგნშივე ...   Jun 27 2020, 11:16 AM
chemikerin   კიდევ ერთი ესეთი ს...   Jun 27 2020, 11:20 AM
chemikerin   ყველაფერი რაც "მე...   Jun 27 2020, 11:30 AM
chemikerin   კიდევ ერთს დავამატ...   Jun 27 2020, 01:30 PM
Merlin   "ლუციფერული და არ...   Jun 27 2020, 01:36 PM
chemikerin   ისე ეხლა ვფიქრობდი...   Jun 27 2020, 01:37 PM
Merlin   ისიც უნდა ითქვას, რ...   Jun 27 2020, 01:37 PM
chemikerin   აუ კარგით რაააა... ს...   Jun 27 2020, 01:38 PM
Merlin   old_man გამეხარდა, რომ ...   Jun 27 2020, 01:41 PM
Merlin   არაეგოისტად გახდო...   Jun 27 2020, 01:46 PM
Merlin   "ამ ლუციფერულ და ...   Jun 27 2020, 01:51 PM
2 Pages V   1 2 >


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th May 2024 - 10:05 PM