![]() |
![]() |
![]()
Post
#1
|
|
![]() GREEN soul ![]() Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
მოგესალმებით ყველას
ჩემი ეზოთერული ცოდნა არც ისე დიდია, არც ბევრი წიგნები მაქვს წაკითხული, არც ჩემი განათლებაა ამასთან ახლოს, იმედია ძალიან კრიტიკულად არ იფიქრებთ ჩემს ზოგ პოსტზე, არ ვარ ამ სფეროს „სპეციალისტი“. დაინტერესებული ვარ თვითდაკვირვებით, ემოციებზე, რა ემოციას რა იწვევს, რა მაღიზიანებს, რა მახარებს, სამწუხაროდ უზარმაზარ ეგოს ვხედავ საკუთარ თავში, რომელიც ბევრი რამის ნათელ აღქმა გაანალიზებაში ხელს მიშლის. იყო პერიოდი, როცა საკმაოდ მობილიზებული, მიზანდასახული, და რწმენით ვიყავი, მაგ პერიოდში თავში საოცარი აზრები მომდიოდა, აზრი მოდიოდა და ვიწერდი რვეულში, თან ისეთი სიბრძნე იყო რომელიც იყო ინდივიდუალური და არა უბრალოდ ბრძნული ციტატები. როდესაც გაქვს დასახული მიზანი, გაქვს კეთილი ზრახვები რომ გამოსწორდები, რომ სხვისი არაფერი არ გინდა და არ გშურს, მოდის ინდივიდუალირი ინსტრუქციები, დასახული მიზნის მისაღწევად, მაგრამ მერე ისევ ამაოება ისევ იგივე, ფიქრი რა აზრი აქვს? სისტემა როგორ მუშაობს? მიზეზშედეგობრიობა, წრეზე სიარული, ზაზუნასავით დარბიხარ ერთ ჩაკეტილ წრეში. სხვაგან წავალ ისევ თან დამყვება იგივე გარემოებები და ვხვდები გაქცევით გარემოება არ იცვლება, უნდა შევიცვალო თავად, გარემო და გარემოებებიც შემდეგ შეიცვლება. |
|
|
![]() |
![]()
Post
#2
|
|
![]() YELLOW soul ![]() Group: Members Posts: 997 Joined: 9-February 11 Member No.: 6,383 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
ano
იცი რა მგონია, ეგ ომი დიდი ხანია მიდის, სადრაც კიდეც წამიკითხავს, ეგ ომი ცაში უკვე კაი ხანია მიმდინარეობსო რომ დაფიქრდე ჩვენი რელიგია წინასწარმეტყველებების ასრულებაზეა დაფუძნებული. ანუ დაწერილი იყო იესოს დაბადება და ზუსტად ისე ასრულდა, მერე თქვა მე ერთი თქვენგანი გამცემსო და გასცა იუდამ. და ხომ იცოდა რატომ არ შეაჩერა? კი ვიცი როგორც ხსნიან ამას, თავისუფალი ნებით და ასე შედეგ... მაგრამ სად იყო ამ დროს სიყვარული, შედეგიც ხომ იცოდა, ანუ იუდას ბოლოც... ახლაც ასეა, სახარება ამბობს, ეპისტოლეებიც, იოანეს გამოცხადება ხომ ამბობს და ამბობს, რომ მოვა ცეცხლითა და მახვილითო... მოვა და ისევ იხსნისო მართლებსო, მართლებს გადაარჩნსო. რა იქნება ეს გადარჩენა, იმ ავაზაკივით მარჯვენივ დაისვამს ამ გადარჩენილებს, თუ აქ დედამიწაზე მისცემს ცხოვრების საშუალებას. ან თუ მოვა რა სახით მოვა, ვინ მოვა ქრისტე თუ იესო? ისე, იოანე საბანისძე ამბობს ,,აბოს წამებაში" და არა მარტო ის, რომ ბოლო ჟამის მორწმუნენი ვართო. ყველა საუკუნის გასაყარზე ელოდებოდნენ. -------------------- მე ვითხოვე ძალა... ხოლო ღმერთმა მე მომცა სიძნელეები, რომელთა გადალახვით მე გავხდი ძლიერი.
|
|
|
![]() ![]() |
Lo-Fi Version | Time is now: 21st June 2024 - 12:46 PM |