ano |
ano |
Mar 9 2018, 12:03 AM
Post
#1
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოგესალმებით ყველას
ჩემი ეზოთერული ცოდნა არც ისე დიდია, არც ბევრი წიგნები მაქვს წაკითხული, არც ჩემი განათლებაა ამასთან ახლოს, იმედია ძალიან კრიტიკულად არ იფიქრებთ ჩემს ზოგ პოსტზე, არ ვარ ამ სფეროს „სპეციალისტი“. დაინტერესებული ვარ თვითდაკვირვებით, ემოციებზე, რა ემოციას რა იწვევს, რა მაღიზიანებს, რა მახარებს, სამწუხაროდ უზარმაზარ ეგოს ვხედავ საკუთარ თავში, რომელიც ბევრი რამის ნათელ აღქმა გაანალიზებაში ხელს მიშლის. იყო პერიოდი, როცა საკმაოდ მობილიზებული, მიზანდასახული, და რწმენით ვიყავი, მაგ პერიოდში თავში საოცარი აზრები მომდიოდა, აზრი მოდიოდა და ვიწერდი რვეულში, თან ისეთი სიბრძნე იყო რომელიც იყო ინდივიდუალური და არა უბრალოდ ბრძნული ციტატები. როდესაც გაქვს დასახული მიზანი, გაქვს კეთილი ზრახვები რომ გამოსწორდები, რომ სხვისი არაფერი არ გინდა და არ გშურს, მოდის ინდივიდუალირი ინსტრუქციები, დასახული მიზნის მისაღწევად, მაგრამ მერე ისევ ამაოება ისევ იგივე, ფიქრი რა აზრი აქვს? სისტემა როგორ მუშაობს? მიზეზშედეგობრიობა, წრეზე სიარული, ზაზუნასავით დარბიხარ ერთ ჩაკეტილ წრეში. სხვაგან წავალ ისევ თან დამყვება იგივე გარემოებები და ვხვდები გაქცევით გარემოება არ იცვლება, უნდა შევიცვალო თავად, გარემო და გარემოებებიც შემდეგ შეიცვლება. |
|
|
May 9 2020, 07:17 AM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,136 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ანო, იმედია ვერ გავიგე, რადგან ეს თვითმკვლელობას მაგონებს. თუ ვერ გავიგე გთხოვ მაპატიო ეს პოსტი.
ერთ რამეს ვიტყვი კიდევ, სიკვდდილი საშიში არაა, მაგრამ თვითმკვლელობა დიდი შეცდომაა!!! ჩვენი სული ელოდება დაბადებას, რადგან უნდა გაიაროს განვითარება დედამიწაზე, უნდა გაიზარდოს, ის გეგმავს ახალ ცხოვრებას და იბადება. იბადება შეიძლება დიდი რისკით, რადგან დაბადებისთანავე გვავიწყდება ვინ ვართ. შეიძლება რომელიმე ინკარნაცია ისე მოგვიწიოს, რომ ძალიან გაგვიჭირდეს თუნდაც მცირე ნაბიჯის გადადგმა. წარმოიდგინე სული რომელიც თავს იკლავს მაგალითად ინგლისში, სადაც ყველა საშუალება აქვს განვითარდეს და რადგან თავისი ვერ გააკეთა, ისევ უნდა დაიბადოს, წარმოიდგინეთ აფრიკაში დაბადება, რამდენი ადამიანი საერთოდ ვერ ახერხებს არა თუ განვითარებას სულიერად, არამედ რა საშინელია მათი ცხოვრება. ჯოჯოხეთი, ნამდვილი ჯოჯოხეთი... როგორ განვითარდება სულიერად ადამიანი, რომელსაც არც ხელი მიუწვდება რამე ინფორმაციაზე და ყველაზე ელემენტარულზე, საკვებზე, წყალზე... ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რომ მილიონობით ადამიანებზე უკეთესია ჩვენი მდგომარეობა. თვითმკვლელის სული ვერ იპოვის შვებას და ისევ უკან დაბრუნდება დედამიწაზე. კიდევ ერთხელ გთხოვ მაპატიო ასე დაწერილი პოსტი, თუ ვერ გავიგე. სიმართლეს ვიტყვი, რომ ხშირად ბევრი რამ ქართულად დაწერილი უკვე აღარ მესმის, ხშირად მიწევს გუგლის ძებნა, რომ გავიგო ქართული ზოგიერთი გამოთქმა, დიდი ხანია არ ვყოფილვარ საქართველოში, აზროვნებაც უკვე არა მაქვს ქართული. სიმართლე უნდა ვთქვა, რომ ყველაზე მეტად ქართულად აზროვნება ამ ფორუმზე მიწევს, ალბათ ესეცაა მიზეზი, რომ მას ვარ მიწებებული. კი აქაც მიხდება ქართულად ლაპარაკი ახლობლებთან, მაგრამ წლებს თავისი მიაქვს. გიგზავნი დიდ სიყვარულს და ჩახუტებას. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 5th June 2024 - 05:49 PM |