![]() |
![]() |
![]()
Post
#1
|
|
![]() WHITE soul ![]() Group: Members Posts: 36 Joined: 22-January 21 Member No.: 7,985 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
მოგესალმებით მეგობრებო
![]() ![]() ეს თემა ეხება რეალურ ამბებს და მომენტებს საკუთარი გამოციდლებიდან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.. ასევე მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება თქვენი აზრი შეიძლება დახმარებადაც მივიღო ![]() პ.ს რასაც აქ დავწერ ამ თემაზე ცხოვრებაში ოჯახის წევრების გარდა ღრმად არავისთან მისაუბრია არამც თუ აქ ზოგადად ინტერნეტში... სქესი მამრი... ბავშობის მოგონებებით დავიწყებ, 4-5 წლის ასაკში როდესაც თვალევს ვხუჭავდი, ვხედავთი უამრავ თვალებს რომლებიც მიყურებდნენ და ეს იყო უამრავი ადამიანის თვალები...ასევე მაგ დროს როდესაც ლაპრაკის დროს ცოტა ხმამაღლა დავილაპრაკებდი ჩემი ხმა ექოსავით ჩამესმოდა გინდ ოთახებიდან გინდ ციდან... ნელ ნელა ვიზრდებოდი როგორც ყველა მოზარდი მარა ამას ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდი.. იყო მომენტი ერთხელ სადღაც 7 წლის ასაკში ღამით ცას შევხედე რაღაცაზე გაბრაზებულმა და უეცრად თითქოს წამის მეასედში ცა გაქრა, აი როგორი წარმოსადგენია იცით თითქოს ერთი საფეხურით დაბლა დაიწია ცამო. ეს რაღაც კიდევ განმეორდა უკვე წლების მერე ერთხელ და მაშინაც აღელვებულზე... ერთხელ სადღაც 10 წლის ასაკში ზღვაზე გავიპარე ცურვა არ ვიცოდი, წყალში რომ შევედი მოხდა ისე რომ ღრმა წყალში აღმოვჩნდი და ფაქტიურად ვიხრჩვებოდი.. ვცდილობდი წყლიდან ამოსვლას მაგრამ უშედეგოდ და უცბად მივხვდი რომ უკვე ვკვდებოდი და დამეუფლა ისეთი შეგრძნება არ იყო ეს შიში, უფრო გული ამიჩუყდა ძაან რომ ამ სამყაროს ვტოებდი და იმ მომენტში ვფიქრობდი საკუთარ დედაზე და პატარა ძმაზე რომ მათ ვეღარ ვნახავ და უეცრად ჩემს წინ გადაიშალა ჩემი მთელი განვლილი ცხოვრება კადრებად თითქოს ვიდეო გადაახვიოვო და გონება დავკარგე.. სად მოვხვდი მიჭირს აღწერა ალბათ ეს უფრო გავდა უსასრულო არაფერს ან არ ყოფნას.. და მოვდივარ გონზე და მიკეთებენ ხელოვნურ სუნთქვას.. მომაბრუნეს იმ კვეყნიერებიდან ![]() ბავშობიდან ყოველთვის მჯეროდა შემოქმედის არსებობის უბრალოდ მწამდა ამის, მიუხედავად იმისა რომ რელიგიურად არ ვცხოვრობდი და არც ვეცნობოდი... 16 წლის ასაკში კი გადავწყვიტე გავცნობოდი სახარებას ბიბლიას ძველ აღთქმას... საკმაოდ ღრმად ჩავუჯექი ღამეებიც კი გავათენე მის კითხვაში და აზრის გამოტანაში მარა რამოდენიმე გვერდს ვერ გავცდი და ბევრიც ვერაფერი გავიგე გარდა იმისა რომ თავიდან იყო სიტყვა ![]() ![]() მას მერე 2 წელი გავიდა ამ 2 წელიწადში დავიწყე ფიქრი სულიერ განვითარებაზე მარა არა რელიგიურად ან ეკლესიურად უფრო აღმოსავლურ სწავლებებს მივყვები მედიტაციებს და ასე შემდეგ... ზოგჯერ მართმადიდებლურ ლოცვებსაც ვამბობ.. მარა ბოლო 6-7 თვეა ასეთ უცნაურობასთან მაქვს საქმე კიდე.. თითქოს რაღაცა დამყვება გამუდმებით ჩემოს გარშემო გარეთ თუ სახში რაღაც სფეროს მაგვარი ბურთულა აინთება ჩაქვრება და ვხედავ მოძრავ ჩრდილებს ოთახში პარერულარ ვგრძნობ რომ რაღაცა მეხება ხან თმებზე ხან სხეულის სხვადასხვა ნაწილზე... ეს შეგრძნება გავს აი შიშველ კანზე ნიავი რომ დაგიბერავს და უკვე ძალიან გახშირდა ეს ყველაფერი... ასტრალშიც ვიმოგზაურე რამოდენიმეჯერ და ტუნელშიც აღმოვჩენილვარ სინათლისკენ მიმავალი და იქაური არსებებიც მინახია.. არის კიდე რაღაცეები რაზეც მოგვიანებით ვისაუბრებ ჯერ ეს მინდა გავარკვიო რა ხდება ღირს ამაზე ვინმეს სერიოზულად მივმართო? ჩემი თხოვნა იქნება არ იღადაოთ და საინტერესო იქნება თქვენი აზრიც.. პ.ს ცხოვრება ყველაფერია და არაფერი ![]() |
|
|
![]() |
![]()
Post
#2
|
|
VIOLET soul ![]() Group: Root Admin Posts: 2,939 Joined: 24-January 07 From: astral Member No.: 1 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
მგრძნობიარობა გაქვს აწეული, ეგეთი ბევრია უბრალოდ ყველა მალავს, შენ ეტყობა ძალიან გაქვს აწეული. ყველაფერი რაც ხდება ყველას გარშემოა უბრალოდ ჩვენ ვისაც ნორმალური გძნობიარობაგვაქვს ამას ვერ ვხდევათ და არ ვაქცევთ ყურადღებას, და შენ ყველაფერს აღიქვამ ეტყობა, რაღაც ვარჯიშებია სპეციალური და მგრძნობიარობას აგდებს დაბლა, მე არ ვიცი რა ვარჯიშებია შეიძლება ინტერნეტში იყოს.
ბოლომდე არ წამიკითხია შენი პოსტი და ძირითადათ დაბალ ასტრალთან გაქვს სულ შეხება. წყალში როცა იხრჩობოდი, მაშინ შენ ფაქტიურად დაიხრჩვი, ჩაირთო მექანიზმი, როდესაც ადამიანი კვდება მთელი ცხოვრება არის ჩაწერილი მის ტვინში ფილმივით და ამ ფილმის გადაწერა ხდება ფიზიკური ტვინიდან ასტრალუ სხეულის პროცესორში, უკანა სვილთ იწერება და პაუზდება ცხოვრების დასაწყისში, როგორც ფილმი რომ გადაახვიო, მაგის მერე მექანიზმი გიზიდავს და დიდი სიჩქარით გადაყავხარ ასტრალურ სამყაროს "მისაღებში" და მაგდროს ხედავ ტუნელებს, ტუნელი იმიტომრომ უბრალოდ მიქრიხარ და ტუნელად გეჩვენება. შენ უკან ალბათ შენმა გიდმა მოგაბრუნა ანუ მოგისწრო. აი მეორე ვარიანთშიც მაგან ჩაგყვირა ალბათ იცოცხლე და გამოფხიზლდიო. რაც შეეხება არსებებს რომლებსაც ხედავდი და გაშინებდნენ, ეგენი დაბალი ასტრალის მაცხოვრებლები არიან და არიან ორი სახის, ანუ ორი ძირითადი რასაა, ერთი რასა არის უფრო უწყინარები უბრალოდ ადამიანის ემოციებით იკვებებიან, შიში მაგათვის არის როგორც სიგნალი, მაგრამ თვითონ არ პროვოცირებენ რომ შენგან ენერგია აიღონ. მეორე რასა არის უფრო გაიძვერა მათ შეუძლიათ მიიღონ ის სახე რაც უნდათ და მთელი სცენები დაგიდგან, რისიც შენ გეშინია იმ სახით მოგევლინონ და უამრავი მეთოდები აქვთ როგორ გამოგტყუონ ენერგია. ამ ორი რასის გარდა კიდევ სხვა არსებებიც არიან ზოგადათ დედამიწაზე მაგრამ გაცილებით ცოტანი ამათან შედარებით. ამის გარდა შეხება გაქვს სხვადასხვა ასტრალური სხეულების ფრაგმენტებთან რომლებიც მოწყვეტილები არიან თავიან ძირითად ადამიანის თუ არსების სხეულებს, დაბოდიალობენ დაბალ ასტრალში და თუ ნახავენ ვინმეს მსგავსი მონაცემებით გონიათ თავიანთი ძირითადი სხეული და ინერგებიან მის აურაში, ავტომატურად მოქმედებენ, ანუ თვითონ სულერები არ არიან და მოწყვეტილები არიან სხვა ადამიანის თუ არსებიბს ასტრალურ სხეულს, და ის ადამიანი რასაც გრძნობს შენთან გადმოდის ნაწილობრივ და შენ გგონია რომ ეს შენი აზრებია. მემგონი კარგად ვერ ავხსენი მაგრამ დიდი თემაა ეს ძალიან. ასევე გაქვს შეხება სხვადასხვა იმფორმაციულ ველებთან (ეგრეგორებთან) ნუ ესეც დიდი თემაა. ხილვებს რაც შეეხება, ადამიანი აღიქვამს ასტრალურ სამყაროს იმ სახით რაც უდევს მის ქვეცნობიერ ბაზაში, წარმოიდგინე რომ შენ შედიხარ ფიზიკის კაბინეთში და ამდროს შენ ფიზიკის აზრზე არ ხარ. მოგიახლოვდა ფიზიკის მასწავლებელი და გაწვდის კოლბას, შენ კოლბა არასდროს არ გინახია და ქვეცნობერ ბაზაში ის არარის, მაშინ შენი ქვეცნობიერი ნახავს ყველაზე უფრო რაც გავს კოლბას და იმ სახით მიაწვდის შენ ტვინს, ანუ შენ ამ კოლბას მაგალითად დაიხნავს როგორც სანთელი იმიომტომრ ყველაზე მიმზგავსებული ქვეცნობერმა ეს ჩათვალა. ასევე ფიზიკის მასწავლებელი შენ არასდროს არ გინახია ამიტომ შენ ქვეცნობერში ის ნახავს რაიმე პერსონაჟს რომელიც ყველაზე ახლოსარის ფიზკის მასწავლებელთან და შენ მას ისე დაინახავ და ასე შემდეგ. ყველა ეს ეგრეთ წოდებული ხილვები სადაც ხალხი სულ ვიღაც პერსონაჯებს ხედავენ ამით არის გამოწვეული, ამის გარდა თვითონ არსება რომელიც გელაპარაკება შეუძლია შენ დაგენახოს იმ სახით რითიც ჩათვლის საჭიროს. მაგალითად თუ უნდა რომ შენ რამე ინფორმაცია მოგაწოდოს და უნდა რომ შენთვის ეს ინფორმაცია დამაჯერებელი იყოს, ის აირჩევს შენთვის ავტორიტეტულ პიროვნებას მაგალიტად თუ ქრისიანი ხარ აირჩევს პერსონაჟს ამ რელიგიიდან... მაგრამ შენი მიზანი რა არის? აღარ გინდა რომ ეს ხდებოდეს თუ გინდა რომ ასტრალი იკვლიო თუ რა? |
|
|
![]() ![]() |
Lo-Fi Version | Time is now: 22nd June 2024 - 04:14 AM |