იყო და არა იყო რა.. |
იყო და არა იყო რა.. |
Jan 23 2021, 01:26 AM
Post
#1
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 36 Joined: 22-January 21 Member No.: 7,985 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოგესალმებით მეგობრებო დავიწყებ იმით რომ ახალი ვარ და თემა თუ უადგილო ადგილას გავხსენი მომიტევეთ
ეს თემა ეხება რეალურ ამბებს და მომენტებს საკუთარი გამოციდლებიდან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.. ასევე მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება თქვენი აზრი შეიძლება დახმარებადაც მივიღო პ.ს რასაც აქ დავწერ ამ თემაზე ცხოვრებაში ოჯახის წევრების გარდა ღრმად არავისთან მისაუბრია არამც თუ აქ ზოგადად ინტერნეტში... სქესი მამრი... ბავშობის მოგონებებით დავიწყებ, 4-5 წლის ასაკში როდესაც თვალევს ვხუჭავდი, ვხედავთი უამრავ თვალებს რომლებიც მიყურებდნენ და ეს იყო უამრავი ადამიანის თვალები...ასევე მაგ დროს როდესაც ლაპრაკის დროს ცოტა ხმამაღლა დავილაპრაკებდი ჩემი ხმა ექოსავით ჩამესმოდა გინდ ოთახებიდან გინდ ციდან... ნელ ნელა ვიზრდებოდი როგორც ყველა მოზარდი მარა ამას ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდი.. იყო მომენტი ერთხელ სადღაც 7 წლის ასაკში ღამით ცას შევხედე რაღაცაზე გაბრაზებულმა და უეცრად თითქოს წამის მეასედში ცა გაქრა, აი როგორი წარმოსადგენია იცით თითქოს ერთი საფეხურით დაბლა დაიწია ცამო. ეს რაღაც კიდევ განმეორდა უკვე წლების მერე ერთხელ და მაშინაც აღელვებულზე... ერთხელ სადღაც 10 წლის ასაკში ზღვაზე გავიპარე ცურვა არ ვიცოდი, წყალში რომ შევედი მოხდა ისე რომ ღრმა წყალში აღმოვჩნდი და ფაქტიურად ვიხრჩვებოდი.. ვცდილობდი წყლიდან ამოსვლას მაგრამ უშედეგოდ და უცბად მივხვდი რომ უკვე ვკვდებოდი და დამეუფლა ისეთი შეგრძნება არ იყო ეს შიში, უფრო გული ამიჩუყდა ძაან რომ ამ სამყაროს ვტოებდი და იმ მომენტში ვფიქრობდი საკუთარ დედაზე და პატარა ძმაზე რომ მათ ვეღარ ვნახავ და უეცრად ჩემს წინ გადაიშალა ჩემი მთელი განვლილი ცხოვრება კადრებად თითქოს ვიდეო გადაახვიოვო და გონება დავკარგე.. სად მოვხვდი მიჭირს აღწერა ალბათ ეს უფრო გავდა უსასრულო არაფერს ან არ ყოფნას.. და მოვდივარ გონზე და მიკეთებენ ხელოვნურ სუნთქვას.. მომაბრუნეს იმ კვეყნიერებიდან ეს ამბავი სახში არ მითქვამს, განვაგრძე ბავშური ცხოვრება, ზრდა სკოლა ინსტიტუტი.. ბავშობიდან ყოველთვის მჯეროდა შემოქმედის არსებობის უბრალოდ მწამდა ამის, მიუხედავად იმისა რომ რელიგიურად არ ვცხოვრობდი და არც ვეცნობოდი... 16 წლის ასაკში კი გადავწყვიტე გავცნობოდი სახარებას ბიბლიას ძველ აღთქმას... საკმაოდ ღრმად ჩავუჯექი ღამეებიც კი გავათენე მის კითხვაში და აზრის გამოტანაში მარა რამოდენიმე გვერდს ვერ გავცდი და ბევრიც ვერაფერი გავიგე გარდა იმისა რომ თავიდან იყო სიტყვა ერთ დილასაც როდესაც უნდა წამეკითხა ისევ, შინაგანი ხმა ჩამესმა რომ ჯერ ეკლესიაში ავსულიყავი, მეც არ დავაყოვნე ავედი სანთელი ავანთე და ვატყობ ჩემს თავს რომ ვარ ძალიან აფორიაქებული და მივედი მოძღვართან მაშინვე და გავუმხილე რომ ვკითხულობ ძველ აღთქმას და ასეთი რამ მითხრა შვილო მე 10 წელია ვკითხულობ და ჯერ ნორმალურად არ ვიცი მანდ რა წერიაო და შენთვის ჯერ ძალიან ადრეაო, გავითვალისწინე მისი აზრი წამოვედი სახში მარა შინაგანად ეს აფორიაქება გარდაიქმნა რაღაც ბედნიერებად... დავანებე ბიბლის კითხვას თავი და 2 დღის შემდეგ მოხდა ესეთი რამ, ზამთარია ქუჩაში გავედი გზაზე მიმავალს გონებაში ვგრძნობ რომ ვიღაცა მელაპარაკება, და რაღაც მითითებებს მაძლევს რომლის გარკვევა მიჭირს, და მეუფლება შეგრძნება რომ თითქოს დრო გაჩერდა და სამყარო ხელში მიჭირავს ვგრძნობ უსაზღვრო ბედნიერებას, რაღაც არაამქვეყნიური განცდები დამეუფლა ასევე ვერ ვგრძნობ სიცივეს დავბრუნდი სახში და ჩემებმა შემატყვეს რომ უცნაურად ვიქცეოდი ამ უცნაურბოის პირველი გამომჟღავნება იყო ის რომ გახურებულ ფეჩზე ხელები დავადე და ვერც ტკივილს ვგრძნობდი არც ხელი დამეწვა...და ვლაპარაკობდი ისეთ რაღაცეებზე რაზეც აზრი ვერ გამოქონდათ თან ყველა კითვაზე მქონდა პასუხი აი ყველაფერზე... გამოიძახეს სასცრაფო და თავი ფსიქიატრიულში მიკრეს.. იქ დავყავი გარკვეული პერიოდი, ბევრი ადამიანი გავიცანი ბევრი რამე ვისწავლე და ჩემს რეალურ მესაც დავუბრუნდი, ყველაფერი თითქოს თავის ადგილას იყო.. განვაგრძე ცხოვრება მარა მიუხედავად ამისა ნაკლებად ვცხოვრობდი რელიგიურად და ცოტას ვლოცულობდი. პარარელურად ცხოვრებაშიც ბევრ შეცდომებს ვუშვებდი რაც კარმის სახით უარყოფითად მიბრუნდებოდა ყოველდღიურობაში... წავედი ევროპაში საცხოვრებლად ბევრი საინტერესო რამე ვნახე იქ და ბევრ რამესაც გავეცანი.. აქვე ავღნიშნავ იმასაც რომ ძალიან ცნობისმოყვარე ვარ და მიყვარს ექსპერიმენტები სხვადასხვა საკითხებში... ერთ დღეს იქაც იგივე განმეორდა ფაქიუტურად რეალობის აღქმა დავკარგე, დავიწყე გამოგონილ ენაზე ლაპარაკი და ერთ მომენტში ცაშიც კი ავიწიე ამ ყველაფერს ხედავდა ოჯახის წევრები და რამოდენიმე სხვა პიროვნება... ვგრძნობდი უსაზღვრო ძალას მახსოვს დასტურად რეშოტკები მოვგლიჯე ხელით მაგრამ აგრესიული ვინმეს მიმართ არ ვიყავი, ასევე მეგონა ან ველაპრაკებოდი კიდეც მიცვალებულებს, ასევე თითქოს მესმოდა ცხოველების თუ მწერების ენაც, სახლიდან გავიქეცი და ქალაქში დავბოდიალობდი, დაღლილმა უკვე ღამე იყო ერთ ერთ პარკში მივედი და ძალიან მინდოდა დაძინება რომ ჩამთვლიმა ცოტა სკამზე, უეცრად ჩემს გარშემო რაღაც ხმას ვგრძნობ და თვალები გავახილე, რას ვხედავ ჩემს გარშემო დაახლოებით 30 ამდე კატა დამტრიალებდა თუ მეტი არა.. იმ წამსე დავბრუნდი სახში ღამეა მარა მაინც ვატყობ რომ უცნაურობა ხდება ჩემს თავს და ვერ ვაკონტროლებ ამ ყველაფერს.. სახში მისვლისას ექიმს დაურეკეს და მაშინაც თავი ფსიქიატრიულში მიკრეს და ათასი წამლებით გამჟღენთეს, იქაც დავყავი გარკვეული პერიოდი და იქ ყოფნის დროს შემეძლო კაშკაშა მზისთვის ისე მეყურებინა რომ თვალები არ დამეხამხამებინა.. სხვა უცნაუროებიც ბევრი იყო.. გამომწერეს იქიდანაც დავუბრუნდი ჩვეულ ცხოვრებას გავიდა მას მერე 2 წელი და ერთ დღეს ძღვის პირას ვიყავი და პიქრებში გარინდებული ცაში ღრუბლებს შევცქეროდი, უეცრად ამ ღუბლებმა ჩემი ყურადღება ძალიან მიიპყრო რადგან მკაფიოდ დაიწყო ფორმების შეცვლა და მიიღო ქერუბიმების ფორმა ეზეკიელსაც აქვს თავის გამოცხადეაში ნანახი ზუსტად მათ ვხედავდი და მაშინაც ავიწიე ცაში.. აი ამათზე მაქვს საუბარი https://ibb.co/K96qMQ4 ამ ყველაფერს ვხედავდი ცაში მანადმე ეზეკიელის შესახებ და მის გამოცხადებაზე აზე არ ვიყავი მერე მოვიძიე... და მახსოვს რომ ტელეპატიურად ველაპარაკებოდი მარა დიალოგი არ მახსოვს სამწუხაროდ.. ზუსტად 4 თვის თავზე ამ ყველაფრის მერე, ბებო გამიხდა ცუდად ინსულტი მიიღო და ლოგინად ჩავარდა, ძალიან ცუდად იყო და დღეებს ვითვლიდით, საერთოდ არ ლაპრაკობდა მომენტებში რომ დააპირებდა ლაპრაკს აზრი ვერ გამოვგქონდა რისი გადმოცემა უნდოდა თითქოს ვიღაც ამის საშუალებას არ აძლევდა მარა მახსოვს 3 კაცზე მელაპრაკებოდა, ერთხელ მოახერხა და მითხრა ბებო რო იცოდე 3 კაციაო... მეც მყავს 3 კაცი ნანახი ოღონდ მე სიზმარში, თითქოსდა ჯოჯოხეთში აღმოვჩნდი და საზვერეების მსგავსად კიბე კიბე ჩავდიოდი დაბლა და აღმოვჩნდი ბნელ ოთახში სადაც ერთი სანთელი ენთო და ამ სანთელთან მჯდომარე 3 კაცი დამხვდა რომლებმაც ესეთი კითხვა დამისვევს " რა არის ცხოვრებაო " ჩემი პასუხი კი იყო " ყველაფერი და არაფერი თქო" და გამომეღვიძა.. ზუსტად 6 თვე ებრძოლებოდა სიცოცხლეს ბებო და ამ პერიოდში ერთ დღეს დანაღვლიანებული ერთ ერთ წყნარ პარკში გავედი ძალიან ლამაზი ადგილია გმირების სასაფლაოა და იქ აღმართულია დიდი მარმარილოს ჯვარი და მათი სასაფლაოები მორთულია თეთრი ჟვრებით.. გარშემო კი სულ მდელოა და დიდი ნაძვები დგას მოკლედ წყნარი ადგილია.. დავჯექი იქ მდელოზე და ფიქრებმა წამიღო და უეცრად ჩემს წინ 2 მეტრში ცა გაიხსნა ეს იყო ძალიან კაშკაშა სინათლე აი როგორც სვარკის და იქიდან გამოვიდა სინათლიდან ქრისტე და ჩემს წინ აღიმართა მას ეცვა შავი სუდარა და მარცხენა ხელში ეჭირა ბიბლია ხოლო სახის ერთი მხარე ქონდა გაბრაზებული და თვალი ცოტათუ გადიდებული მეორე მხარე კი მშვიდი... კარგად მახსოვს რმ გავათვიცნობიერე იმ მომენტში ვინ იყო და ეს ამ ყველაფერს ცხადში ვხედავდი მომიცვა უსაძღვრო ბედნიერებამ თითქოს ყველაფრისგან დაცული, ყველაფერი ცუდი გაქრა და ვგრძნობდი ნეტარებას და არ მინდოდა ეს ყველაფერი მორჩენილიყო და უცბად ეს შეგრძნება გარდაიქმნა ძალიან ცუდ შეგრზნებაშში დამეუფლა საშინელი სიკვდილის შეგრძნება შიში აი ვერ ავხწერ და ვიგრძენი საშინელი მიწის სუნი თითქოს მიწა ხარ და მიწად იქცევიო.. მახსოვს რომ ისიც ტელეპატიურად მელაპრაკებოდა და საუბარი არც ეხლა მახსოვს.. და უეცრად ისევ სინათლეში შევიდა და გაქრა..ეგრევე სახში მივედი და დედაჩემის ფიქრები მესმოდა რამოდენიმე წუთი... მოვუყევი რაც ვნახე... ზუსტად ამ სახით არც ეს ხატი მქონდა ნანახი.. ეს ხატი არის 3 საუკუნეში ბიზანტიის ერთ ერთ მონასტერში დახატული მას მერე 2 წელი გავიდა ამ 2 წელიწადში დავიწყე ფიქრი სულიერ განვითარებაზე მარა არა რელიგიურად ან ეკლესიურად უფრო აღმოსავლურ სწავლებებს მივყვები მედიტაციებს და ასე შემდეგ... ზოგჯერ მართმადიდებლურ ლოცვებსაც ვამბობ.. მარა ბოლო 6-7 თვეა ასეთ უცნაურობასთან მაქვს საქმე კიდე.. თითქოს რაღაცა დამყვება გამუდმებით ჩემოს გარშემო გარეთ თუ სახში რაღაც სფეროს მაგვარი ბურთულა აინთება ჩაქვრება და ვხედავ მოძრავ ჩრდილებს ოთახში პარერულარ ვგრძნობ რომ რაღაცა მეხება ხან თმებზე ხან სხეულის სხვადასხვა ნაწილზე... ეს შეგრძნება გავს აი შიშველ კანზე ნიავი რომ დაგიბერავს და უკვე ძალიან გახშირდა ეს ყველაფერი... ასტრალშიც ვიმოგზაურე რამოდენიმეჯერ და ტუნელშიც აღმოვჩენილვარ სინათლისკენ მიმავალი და იქაური არსებებიც მინახია.. არის კიდე რაღაცეები რაზეც მოგვიანებით ვისაუბრებ ჯერ ეს მინდა გავარკვიო რა ხდება ღირს ამაზე ვინმეს სერიოზულად მივმართო? ჩემი თხოვნა იქნება არ იღადაოთ და საინტერესო იქნება თქვენი აზრიც.. პ.ს ცხოვრება ყველაფერია და არაფერი |
|
|
Jan 25 2021, 04:00 PM
Post
#2
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 36 Joined: 22-January 21 Member No.: 7,985 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Zet პირველ რიგში დიდი მადლობა რომ ახლოს მიიტანე ჩემი გამოცდილება, მდგომარეობა და არ დაიშურე რჩევა დარიგება
ეხლა რას შეეხება ყველაფერ ამას.. ყველაზე მთავარი პირველ რიგში რისგანაც მინდა რომ განვთავისუფლდე ეს არის დაბალი ასტრალური არსებებისგან, რადგან უკვე ფიზიკურ პლანზე გადმოვიდნენ და ვატყობ როგორ ისრუტავენ ჩემს ენერგიას. შიში არ მაქვს მათ მიმართ უბრალოდ ძალიან დიდ დისკომფორტს ვგრძნობ შინაგანად და ფიზიკურადაც, ასევე საკვებს რომ ვიღებ ვგრძნობ ორგანიზმში მომენტალურად როგორ იწყებს გადამუშავებას.. ანუ ასწრაფებული ტემპით... + მეხსიერების აღდგენა რადგან თითქმის ინფორმაციის 60% დამავიწყდა.. ასვე მინდა დავადგინო რომელი ჩაკრების დისბალანსი მაქვს, ჩემი ვარაუდით მგონი ყველა უკვე ამავდროულად ძალიან ადვილად მეხსნება მესამე თვალი ანუ აჟნა, ზოგჯერ ისე იხსნება როცა მე არ მინდა, ესეც მინდა იმ დონეზე მივიყვანო რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიხსნას როცა მე მოვისურვებ.. პლიუს ამას ვგრძნობ ბოლო პერიოდია ძალიან ბევრი უსარგებლო აზრების და ფიქრების შემოდინებას.. ესეც მიშლის ყოველდღიურობაში და კონცენტრაციაში. სამყაროს შეცნობა არ მინდა ესე მომენტალურად, ყველაფერი თავისით მოხდება ცხოვრების დინებასთან ერთად... ჩემი აზრით არ მოიძებნება დღეს დღეობით ისეთი ადამიანი ვინც ეს სრულიად შეძლო.. რაც შეეხება სამყაროსთან ერთიანობას და დიდ ბედნიერებას ასევე გახსხივოსნებას ეს გარკვეულწილად გამოვცადე მარა მცირე ხნით და მინდა ავღნიშნო რომ ნეტარებაა.. კარგი იქნებოდა ეს მცირე ხანი უფრო დიდ ხანს გაგრძელებულიყო რაც შეეხება უნარებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მინდა განნვავითარო და ვმართო როცა უკვე შინაგან ბალანს მივახწევ ვიცი რომ შემიძლია ეს.. რადგან ამის გარეშე ვგრძნობ რომ პირიქით უარყოფითად აისახება ჩემზე და პირიქით ზიანს მაყენებს... როგორიც იყო მაგალითად წყალზე გავლა, ან ლევიტაცია ან თუნდაც ის რომ წვიმა არ მაწვიმს ან ტკივილს რომ ვერ ვგრძნობ, და არის სხვა რაღაცეებიც რასაც მოგვიანებით ავღნიშნავ.. ხოლო რაც შეეხება იმას რომ ქრისტე სინათლიდან გამოვიდა და ჩემს წინ აღიმართა და გონებით მელაპარაკებოდა და მოძრაობდა, ამაში ვარ დარწმუნებული რომ ეს არ იყო ასტრალური მხარე ეს იყო ცხადი. მარა ისიც ვიცი რომ არც ის იყო, ფიზიკურად უფრო ეთერული მხარე ქონდა მას.. პ.ს გიდი ახსენე აქ რომელ გიდზეა საუბარი ? ევროპაში ცხოვრების დროს მყავდა გურუს მაგვარი პიროვნება რომელიც მეხმარებოდა რაღაცების გარკვევაში მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი გზები გაიყო და ვეღარ მეხმარება.. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 24th May 2024 - 02:32 PM |