IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> იყო და არა იყო რა..
SixthSense
post Jan 23 2021, 01:26 AM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 36
Joined: 22-January 21
Member No.: 7,985

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოგესალმებით მეგობრებო smile.gif დავიწყებ იმით რომ ახალი ვარ და თემა თუ უადგილო ადგილას გავხსენი მომიტევეთ JC_cupidgirl.gif

ეს თემა ეხება რეალურ ამბებს და მომენტებს საკუთარი გამოციდლებიდან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.. ასევე მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება თქვენი აზრი შეიძლება დახმარებადაც მივიღო smile.gif

პ.ს რასაც აქ დავწერ ამ თემაზე ცხოვრებაში ოჯახის წევრების გარდა ღრმად არავისთან მისაუბრია არამც თუ აქ ზოგადად ინტერნეტში...

სქესი მამრი...

ბავშობის მოგონებებით დავიწყებ, 4-5 წლის ასაკში როდესაც თვალევს ვხუჭავდი, ვხედავთი უამრავ თვალებს რომლებიც მიყურებდნენ და ეს იყო უამრავი ადამიანის თვალები...ასევე მაგ დროს როდესაც ლაპრაკის დროს ცოტა ხმამაღლა დავილაპრაკებდი ჩემი ხმა ექოსავით ჩამესმოდა გინდ ოთახებიდან გინდ ციდან... ნელ ნელა ვიზრდებოდი როგორც ყველა მოზარდი მარა ამას ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდი.. იყო მომენტი ერთხელ სადღაც 7 წლის ასაკში ღამით ცას შევხედე რაღაცაზე გაბრაზებულმა და უეცრად თითქოს წამის მეასედში ცა გაქრა, აი როგორი წარმოსადგენია იცით თითქოს ერთი საფეხურით დაბლა დაიწია ცამო. ეს რაღაც კიდევ განმეორდა უკვე წლების მერე ერთხელ და მაშინაც აღელვებულზე... ერთხელ სადღაც 10 წლის ასაკში ზღვაზე გავიპარე ცურვა არ ვიცოდი, წყალში რომ შევედი მოხდა ისე რომ ღრმა წყალში აღმოვჩნდი და ფაქტიურად ვიხრჩვებოდი.. ვცდილობდი წყლიდან ამოსვლას მაგრამ უშედეგოდ და უცბად მივხვდი რომ უკვე ვკვდებოდი და დამეუფლა ისეთი შეგრძნება არ იყო ეს შიში, უფრო გული ამიჩუყდა ძაან რომ ამ სამყაროს ვტოებდი და იმ მომენტში ვფიქრობდი საკუთარ დედაზე და პატარა ძმაზე რომ მათ ვეღარ ვნახავ და უეცრად ჩემს წინ გადაიშალა ჩემი მთელი განვლილი ცხოვრება კადრებად თითქოს ვიდეო გადაახვიოვო და გონება დავკარგე.. სად მოვხვდი მიჭირს აღწერა ალბათ ეს უფრო გავდა უსასრულო არაფერს ან არ ყოფნას.. და მოვდივარ გონზე და მიკეთებენ ხელოვნურ სუნთქვას.. მომაბრუნეს იმ კვეყნიერებიდან smile.gif ეს ამბავი სახში არ მითქვამს, განვაგრძე ბავშური ცხოვრება, ზრდა სკოლა ინსტიტუტი..

ბავშობიდან ყოველთვის მჯეროდა შემოქმედის არსებობის უბრალოდ მწამდა ამის, მიუხედავად იმისა რომ რელიგიურად არ ვცხოვრობდი და არც ვეცნობოდი... 16 წლის ასაკში კი გადავწყვიტე გავცნობოდი სახარებას ბიბლიას ძველ აღთქმას... საკმაოდ ღრმად ჩავუჯექი ღამეებიც კი გავათენე მის კითხვაში და აზრის გამოტანაში მარა რამოდენიმე გვერდს ვერ გავცდი და ბევრიც ვერაფერი გავიგე გარდა იმისა რომ თავიდან იყო სიტყვა JC_cupidgirl.gif ერთ დილასაც როდესაც უნდა წამეკითხა ისევ, შინაგანი ხმა ჩამესმა რომ ჯერ ეკლესიაში ავსულიყავი, მეც არ დავაყოვნე ავედი სანთელი ავანთე და ვატყობ ჩემს თავს რომ ვარ ძალიან აფორიაქებული და მივედი მოძღვართან მაშინვე და გავუმხილე რომ ვკითხულობ ძველ აღთქმას და ასეთი რამ მითხრა შვილო მე 10 წელია ვკითხულობ და ჯერ ნორმალურად არ ვიცი მანდ რა წერიაო და შენთვის ჯერ ძალიან ადრეაო, გავითვალისწინე მისი აზრი წამოვედი სახში მარა შინაგანად ეს აფორიაქება გარდაიქმნა რაღაც ბედნიერებად... დავანებე ბიბლის კითხვას თავი და 2 დღის შემდეგ მოხდა ესეთი რამ, ზამთარია ქუჩაში გავედი გზაზე მიმავალს გონებაში ვგრძნობ რომ ვიღაცა მელაპარაკება, და რაღაც მითითებებს მაძლევს რომლის გარკვევა მიჭირს, და მეუფლება შეგრძნება რომ თითქოს დრო გაჩერდა და სამყარო ხელში მიჭირავს ვგრძნობ უსაზღვრო ბედნიერებას, რაღაც არაამქვეყნიური განცდები დამეუფლა ასევე ვერ ვგრძნობ სიცივეს დავბრუნდი სახში და ჩემებმა შემატყვეს რომ უცნაურად ვიქცეოდი ამ უცნაურბოის პირველი გამომჟღავნება იყო ის რომ გახურებულ ფეჩზე ხელები დავადე და ვერც ტკივილს ვგრძნობდი არც ხელი დამეწვა...და ვლაპარაკობდი ისეთ რაღაცეებზე რაზეც აზრი ვერ გამოქონდათ თან ყველა კითვაზე მქონდა პასუხი აი ყველაფერზე... გამოიძახეს სასცრაფო და თავი ფსიქიატრიულში მიკრეს.. იქ დავყავი გარკვეული პერიოდი, ბევრი ადამიანი გავიცანი ბევრი რამე ვისწავლე და ჩემს რეალურ მესაც დავუბრუნდი, ყველაფერი თითქოს თავის ადგილას იყო.. განვაგრძე ცხოვრება მარა მიუხედავად ამისა ნაკლებად ვცხოვრობდი რელიგიურად და ცოტას ვლოცულობდი. პარარელურად ცხოვრებაშიც ბევრ შეცდომებს ვუშვებდი რაც კარმის სახით უარყოფითად მიბრუნდებოდა ყოველდღიურობაში... წავედი ევროპაში საცხოვრებლად ბევრი საინტერესო რამე ვნახე იქ და ბევრ რამესაც გავეცანი.. აქვე ავღნიშნავ იმასაც რომ ძალიან ცნობისმოყვარე ვარ და მიყვარს ექსპერიმენტები სხვადასხვა საკითხებში... ერთ დღეს იქაც იგივე განმეორდა ფაქიუტურად რეალობის აღქმა დავკარგე, დავიწყე გამოგონილ ენაზე ლაპარაკი და ერთ მომენტში ცაშიც კი ავიწიე ამ ყველაფერს ხედავდა ოჯახის წევრები და რამოდენიმე სხვა პიროვნება... ვგრძნობდი უსაზღვრო ძალას მახსოვს დასტურად რეშოტკები მოვგლიჯე ხელით მაგრამ აგრესიული ვინმეს მიმართ არ ვიყავი, ასევე მეგონა ან ველაპრაკებოდი კიდეც მიცვალებულებს, ასევე თითქოს მესმოდა ცხოველების თუ მწერების ენაც, სახლიდან გავიქეცი და ქალაქში დავბოდიალობდი, დაღლილმა უკვე ღამე იყო ერთ ერთ პარკში მივედი და ძალიან მინდოდა დაძინება რომ ჩამთვლიმა ცოტა სკამზე, უეცრად ჩემს გარშემო რაღაც ხმას ვგრძნობ და თვალები გავახილე, რას ვხედავ ჩემს გარშემო დაახლოებით 30 ამდე კატა დამტრიალებდა თუ მეტი არა.. იმ წამსე დავბრუნდი სახში ღამეა მარა მაინც ვატყობ რომ უცნაურობა ხდება ჩემს თავს და ვერ ვაკონტროლებ ამ ყველაფერს.. სახში მისვლისას ექიმს დაურეკეს და მაშინაც თავი ფსიქიატრიულში მიკრეს და ათასი წამლებით გამჟღენთეს, იქაც დავყავი გარკვეული პერიოდი და იქ ყოფნის დროს შემეძლო კაშკაშა მზისთვის ისე მეყურებინა რომ თვალები არ დამეხამხამებინა.. სხვა უცნაუროებიც ბევრი იყო.. გამომწერეს იქიდანაც დავუბრუნდი ჩვეულ ცხოვრებას გავიდა მას მერე 2 წელი და ერთ დღეს ძღვის პირას ვიყავი და პიქრებში გარინდებული ცაში ღრუბლებს შევცქეროდი, უეცრად ამ ღუბლებმა ჩემი ყურადღება ძალიან მიიპყრო რადგან მკაფიოდ დაიწყო ფორმების შეცვლა და მიიღო ქერუბიმების ფორმა ეზეკიელსაც აქვს თავის გამოცხადეაში ნანახი ზუსტად მათ ვხედავდი და მაშინაც ავიწიე ცაში.. აი ამათზე მაქვს საუბარი https://ibb.co/K96qMQ4 ამ ყველაფერს ვხედავდი ცაში მანადმე ეზეკიელის შესახებ და მის გამოცხადებაზე აზე არ ვიყავი მერე მოვიძიე... და მახსოვს რომ ტელეპატიურად ველაპარაკებოდი მარა დიალოგი არ მახსოვს სამწუხაროდ.. ზუსტად 4 თვის თავზე ამ ყველაფრის მერე, ბებო გამიხდა ცუდად ინსულტი მიიღო და ლოგინად ჩავარდა, ძალიან ცუდად იყო და დღეებს ვითვლიდით, საერთოდ არ ლაპრაკობდა მომენტებში რომ დააპირებდა ლაპრაკს აზრი ვერ გამოვგქონდა რისი გადმოცემა უნდოდა თითქოს ვიღაც ამის საშუალებას არ აძლევდა მარა მახსოვს 3 კაცზე მელაპრაკებოდა, ერთხელ მოახერხა და მითხრა ბებო რო იცოდე 3 კაციაო... მეც მყავს 3 კაცი ნანახი ოღონდ მე სიზმარში, თითქოსდა ჯოჯოხეთში აღმოვჩნდი და საზვერეების მსგავსად კიბე კიბე ჩავდიოდი დაბლა და აღმოვჩნდი ბნელ ოთახში სადაც ერთი სანთელი ენთო და ამ სანთელთან მჯდომარე 3 კაცი დამხვდა რომლებმაც ესეთი კითხვა დამისვევს " რა არის ცხოვრებაო " ჩემი პასუხი კი იყო " ყველაფერი და არაფერი თქო" და გამომეღვიძა.. ზუსტად 6 თვე ებრძოლებოდა სიცოცხლეს ბებო და ამ პერიოდში ერთ დღეს დანაღვლიანებული ერთ ერთ წყნარ პარკში გავედი ძალიან ლამაზი ადგილია გმირების სასაფლაოა და იქ აღმართულია დიდი მარმარილოს ჯვარი და მათი სასაფლაოები მორთულია თეთრი ჟვრებით.. გარშემო კი სულ მდელოა და დიდი ნაძვები დგას მოკლედ წყნარი ადგილია.. დავჯექი იქ მდელოზე და ფიქრებმა წამიღო და უეცრად ჩემს წინ 2 მეტრში ცა გაიხსნა ეს იყო ძალიან კაშკაშა სინათლე აი როგორც სვარკის და იქიდან გამოვიდა სინათლიდან ქრისტე და ჩემს წინ აღიმართა მას ეცვა შავი სუდარა და მარცხენა ხელში ეჭირა ბიბლია ხოლო სახის ერთი მხარე ქონდა გაბრაზებული და თვალი ცოტათუ გადიდებული მეორე მხარე კი მშვიდი... კარგად მახსოვს რმ გავათვიცნობიერე იმ მომენტში ვინ იყო და ეს ამ ყველაფერს ცხადში ვხედავდი მომიცვა უსაძღვრო ბედნიერებამ თითქოს ყველაფრისგან დაცული, ყველაფერი ცუდი გაქრა და ვგრძნობდი ნეტარებას და არ მინდოდა ეს ყველაფერი მორჩენილიყო და უცბად ეს შეგრძნება გარდაიქმნა ძალიან ცუდ შეგრზნებაშში დამეუფლა საშინელი სიკვდილის შეგრძნება შიში აი ვერ ავხწერ და ვიგრძენი საშინელი მიწის სუნი თითქოს მიწა ხარ და მიწად იქცევიო.. მახსოვს რომ ისიც ტელეპატიურად მელაპრაკებოდა და საუბარი არც ეხლა მახსოვს.. და უეცრად ისევ სინათლეში შევიდა და გაქრა..ეგრევე სახში მივედი და დედაჩემის ფიქრები მესმოდა რამოდენიმე წუთი... მოვუყევი რაც ვნახე... ზუსტად ამ სახით არც ეს ხატი მქონდა ნანახი.. ეს ხატი არის 3 საუკუნეში ბიზანტიის ერთ ერთ მონასტერში დახატული

მას მერე 2 წელი გავიდა ამ 2 წელიწადში დავიწყე ფიქრი სულიერ განვითარებაზე მარა არა რელიგიურად ან ეკლესიურად უფრო აღმოსავლურ სწავლებებს მივყვები მედიტაციებს და ასე შემდეგ... ზოგჯერ მართმადიდებლურ ლოცვებსაც ვამბობ.. მარა ბოლო 6-7 თვეა ასეთ უცნაურობასთან მაქვს საქმე კიდე.. თითქოს რაღაცა დამყვება გამუდმებით ჩემოს გარშემო გარეთ თუ სახში რაღაც სფეროს მაგვარი ბურთულა აინთება ჩაქვრება და ვხედავ მოძრავ ჩრდილებს ოთახში პარერულარ ვგრძნობ რომ რაღაცა მეხება ხან თმებზე ხან სხეულის სხვადასხვა ნაწილზე... ეს შეგრძნება გავს აი შიშველ კანზე ნიავი რომ დაგიბერავს და უკვე ძალიან გახშირდა ეს ყველაფერი... ასტრალშიც ვიმოგზაურე რამოდენიმეჯერ და ტუნელშიც აღმოვჩენილვარ სინათლისკენ მიმავალი და იქაური არსებებიც მინახია.. არის კიდე რაღაცეები რაზეც მოგვიანებით ვისაუბრებ ჯერ ეს მინდა გავარკვიო რა ხდება ღირს ამაზე ვინმეს სერიოზულად მივმართო?

ჩემი თხოვნა იქნება არ იღადაოთ და საინტერესო იქნება თქვენი აზრიც..

პ.ს ცხოვრება ყველაფერია და არაფერი l_sunny.gif




Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
ano
post Mar 3 2021, 02:02 AM
Post #2


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



იქეთ თემაშიც გამოგეხმაურა ეს ფორუმელთა
ციტატა
quote name='starscream' date='Mar 2 2021, 09:55 PM' post='130185']არაორგანული არსებები/დემონები
მე მქონდა უცნაური გამოცდილებები რომლებსაც ვერ ვაკავშირებდი ერთმანეთთან და აარაორგანულ არსებებთან სანამ ინტერნეტში კარგად არ მოვძებნე წავიკითხე ბევრი წიგნები შავ მაგიაზე დემონებზე სხვადსხვა არსებებზე. უცხოპლანეტელებზეც კი. რამოდენიმე წელი და კვლევა დამჭირდა რომ გამეანალიზებინა ეს ყველაფერი. გამოიწვია ჩემი ჯანმრთელობის შერყევა ლამის კინაღამ მოვკვდი. ეს არის ფასი ვინც გადაიხდის იმ საიდუმლოზე ვის ხელშია დედამიწა და ვინ მართავს ადამიანებს.

კასტანედას თუ დავესესხებით არსებობს რამოდნეიმე სახის არაორგანული არსებები მოკავშირეები,მზვერავები, უბრლოდ არაორგანული არსებები. ეს სამივე უფრო გავს ელემენტალებს და მათ სამყაროებს იმიტომ რომ დონ ხუანი ამბობს რომ სხვადსხვა სახის მოკავშირე ან არორგანული არსებობს წლის,ცეცხლის და მდინარესთან ცეცხლთან და ასეთ ადგილებში ცხოვრობენ ამირომ ვფიქრობ რომ ესენი არიან დასავლური ოკულტიზმში ცნობილ ელემნტალები სხადსხვა სტიქიის.

მე მექნება საუბარი ყველაზე ძლიერ არაორგანულ არსებებთან რომელბსაც ეძახის დონ ხუანი ვოლადორებს, ფლაერებს იგივე მფრინავებს.

ესენი არიან არსებები რომლებიც მოვიდნენ კოსმოსიდან ადამიანის დასაპყრობად იგივე რეპტილოიდები რომლებიც ატყუებენ ადამიანებს თითქოს მათ შექმნეს ადამიანები და ყველაფერი სინამდვილეში კი მათ დაიპყრეს უკვე შექმნილი ადამიანები თვითონ კი სხვა განზომილებაში გადავიდნენ და იქიდან მართავენ და ცხოვრობენ ადამიანებში.მათ ააქვთ გაკეთებული ენერგეტიკული ცენტრი საიდანაც უერთდებიან ადამიანს და მემგონი რომ ყველაფერზე არიან დაერთებული როგორც ცხოველებზე ისე მცენარეებზე დიდი ხანი ვფიქრობდი ამაზე ბიბლიაში ჩვენ გვხვდება საინტერესო მომენტი ადამიანი სანამ დაეცემოდა ცხოველებიც კი და მცენარეებიც არ იყვნენ მტაცებლები ადამიანების დაცემის მერე ყველა გადავოდა ცხოველურ მდგომარეობაში და ყველა გახდა მტაცებლური მცენარებიც კი. კიდე მაწუხებდა პირამიდების თემა ყოველთვის რატომ აშენებდნენ და ვინ პირამიდებს.
ეს არსებები გაურბოდნენ კოსმოსიდან სხვა დიდ არსებას და ჩამოვიდნენ დედამიწაზე დაიმონებს ადამიანები მოახდინეს გარკვეული მანიპულაციები ააშენეს პირამიდები ჩემი აზრით იმ სივრცის შესაქმნელად სადაც ეხლა არიან და იქიდან მართავენ და ჭამენ ადამიანებს.

ბავშვობიდან მქონია რომ რაღაცეები მინახია მაგრამ 6-7 კლასიდან დამეწყო ესეთი რაღაც მივხვდი რომ რაღაც ისე ვერაა ამ სამყაროში თითქოს გზაჯვარდეინზე ვიდექი კეთილსა და ბოროტს შორის.

6-7 კლსაამდე მქონდა შეხვედრები ე.წ. უცნაურ სიტუაციებთან ეხლა ვფიქრობ რომ არაორგანული ასრებები იყვნენ და თავიდანვე მათი ყურადღების ქვეშ ვიყავი არ ვიცი რატომ.

მე 7 კლასში რომ ვიყავი მაშინ თემა იყო სკოლის ბავშვებს აყენებდნენ უფრო ვზროსლები და ართმევდნენ რაღაცეებს ესე მოხდა რომ ჩვენი სკოლიდან წამოსულ 15 ბავშვს 4 ვზროსლი დახვდა და აახიეს რამოდენიმე კვირის მერე იგივე 4 კაცი დაგვხვდა მე და ჩემს ძმაკაცს ჩვენთვისაც უნდოდათ ახევა მაგრამ აქ მოხდა უცნაური რამე ჩემს მეგოობარს შეეშინდა და მე მომიწია მათთან საუბარი უცებ ჩემი მარცხენა მხრიდან ჩემივე ხმით რაღაც არსებამ ცნობიერებამ დამიწყო საუბარი და დახმარება მისგან ჩემში შემოდიოდა ინფორმაცია მოკლედ ისე მოხდა ეს 4 ტიპიდან მაგათი მთავარი მე და ჩემმა ძმააკცმა გავიგდეთ თან ისე რომ მაგის შესიორკები შორიდან უყურებდნენ.
მთავარი ეს არ იყო ეს არსება დამეხმარა და მითხრა წინასწარ რას გააკეთებდნენ და მე რა მექნა.
ამათი გლავნის თვალები არ დამავიწყდება ეს ადამიანი არც მთვრალი იყო არც ნარკოტიკების ქვეშ აშკარად მოწყობილი იყო.
ამის მერე უფრო გამეხსნა ნეგატიური არსებების ხედვა.
6 თვის მერე მივდიოდი ჩემთვის გზაზე სამედიცინოს მეტროსთან იქ ხომ იცით კარგი ფართო პალასიანი გზა არის ერთი 30 მეტრი მაინც არის სიგრძეში მოკლედ მივდივარ ჩემთვის უცებ ეს არსება ხმა მარცხენა მხრიდან ყურისკენ მეუბნება „არ გაიხედო გზის მოპირდაპირ მხარეს“ მე ცნობისმოყვარეობა მძლია და წამის მეათედით უცებ გავიხედე და შემოვტრიალდი გახედვის დროს კაცს მოვკარი თვალი რომელიც გზის მოპირდაპირე მხარეს ზურგით იდგა ჩემსკენ. არ ვიცი როგორ თავი მიტრიალებული მქონდა და ჩემს გზაზე მივდიოდი როგორ იგრძნო ამ კაცმა ზურგით ეგრევე შემოტრიალდა და გზის გადაკვეთა დაიწყო ეგრევე მიხვდი რომ შეპყრობილთან მქონდა საქმე ეს კაცი დაიდოდა ისე გეგონება დაუმორჩილებელი ძარლი როცა გყავს პავადოკზე ხან იქით რო იქაჩება ხან აქეთ სანამ ეს გადმოდიოდა რაღაც ძალამ ამახედა ზემოთ და რას ვხვედავ ჰაერში 20 მეტრის ზემოთ არის არსება/ცნობიერება დაახლოებით 10 მეტრის სიგრძის შავი ღრუბელივით რომელსაც გააჩნია ცნობიერება რომელიც არის საშინლად ცბიერი ბოროტი. ყველაზე მეტად რომ აღგიღწეროთ თუ ზამთარში ფეჩის ნამწვს რომ ხედავთ სითბურ გამონაყოფს რომელიც ლივლივებს შავი ნაწილაკებივით ჰაერში. აი ესეთი იყო ღრუბლის ფორმის მომრგვალო ამ არსებას ქონდა საცეცივით მილი გამოდიოდა თავისი თავიდან და ამ კაცის კინკრიხოში სხვადჰისტანა ჩაკრას უერთდებოდა მე ამ ყველაფრის შემხედვარე მამაო ჩვენოს თქმა მოვასწარი იმედი მქონდა ჩემთან არ მოვიდოდა და თან სხვლას ვაგრძელებდი მანდამაინც ჩემთან მოვიდა. (აი აქ არის აღწერა რუსულად ვოლადორესის იგივე ფლაერების,მფრინავების это воладоры, летуны или флаеры. В западной магической традиции их называют вольтижерами, или прыгунами. Известно, что они прибыли к нам из глубин космоса. Линда Фалорио говорит о них в описаниях Теневых Таро: «Хект, знак-лягушка внеземных захватчиков из Вод Космоса, в окрестности Плеяд – амфибоидные атавизмы, что проникают в наше измерение через портал подкорка/мозжечок – Вольтижеры, прыгуны, что передвигаются, преодолевая необычные состояния сознания, существующие в инвертированных измерениях изнанки Древа Жизни». В гримуаре «Тайны Червя» тоже упоминается о неких существах, прибывших из бездны темноты и захвативших наши души.
Все мы хорошо знаем этих существ, так как с самого рождения они находились рядом, и мы имели возможность видеть их непосредственно. Каждый из нас в младенчестве заключил контракт с воладорами, чтобы иметь возможность жить в социальной матрице ибо, к сожалению, альтернатив у нас не было. Воладоров можно видеть невооруженным глазом. Если нероганические существа вызывают страх, то видение воладоров вызывают отвращение (уж не знаем, почему). Они представляют собой серо-коричневые пульсирующие тени, их энергетические оболочки похожи на старый воздушный шар, из которого наполовину вышел воздух. Активность воладоров особо заметна вокруг людей больных шизофренией. Вольтижерами их видимо называют потому, что иногда можно видеть, как эти существа возникают в небе и прыгают на землю, словно потрепанные шляпы.
При длительном наблюдении за летунами можно заметить, что в них есть некая структура, каркас - именно в нем скрыта их хищная природа. С ними нельзя договориться ни о чем. Мы бы не стали договариваться с курицей, мы не признаем за ней права принимать решения и иметь свободу.
Каждый человек соединен со своим персональным хозяином через энергетический жгут, выходящий из макушки головы. Не надо путать это с эфирным шнуром, соединяющим тонкие тела человека с физической оболочкой. Этот жгут эманирует из воладора и проникает через голову человека в его энергетические центры. Именно с восприятия этого жгута мы можем прийти к осознанию присутствия воладоров. Как только человек в полной мере осознает действия этих существ, как правило, начинаются неприятности, он получает энергетический удар по двум жизненно- важным центрам - сердце или печень. Даже написание этой части статьи является в некоторой степени вызовом, так как приходится пробираться сквозь странные изменения состояния сознания.)))
გავაბით საუბარი ეხლა არ მეშინია და ვფიქრობ წინაზე 4 კაცი იყო მარტო ლიდერი ვცემეთ ამას კიდე გავიყვან მოვკლავ ცემაში მარტო მაინც არის. უცებ მარცხნიდან ხმა მესმის რომელიც ზუსტად ამბობს ციტატას პავლე მოციქულის ეპისტოლეს ეფესელთა მიმართ რომელიც არ ვიცოდი და ცალკე გუგლში აკრეფა მომიწია რომ მენახა იმას კი მივხვდი ბიბლიიდან რომ იყო „რამეთუ არა არს ბრძოლაჲ ჩუენი სისხლითა მიმართ და ჴორცითა, არამედ მთავრობათა მიმართ და ჴელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა ამის საწუთროჲსათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქუეშე.“
ანუ მე როგორც მაშინ მივხვდი ამ არსებამ მითხრა ფიზიკურად არ ცემო ეგ კაცი მაგან რა დააშავაო სულიერად დაარტყიო ეს კი გავიგე ეხლა მაგრამ ვფიქრობ ჩემთვის მე სად მაქვს იმის ძალა ან როგორ უნდა გავდევნო ეს არსება ამ კაცისაგან.
თან ამ კაცს ვუყურებ და ვხვედავ ზემოდან უერთდება შლანგი კინკრიხოზე და ეს შლაგნი და ასევე შავი ენერგიასავით მუზარადისავით აქ ამ არსების ენრგიით დაფარული მხრებამდე, თვალები აქვს ამ ენერგიით ჩაშავებული მოკლედ სქელი შავი აურა აკრავს. არადა შეხედავ და ისე გელაპრაკებ ვერც მღვდელი და ადამიანი ვინც ვერ ხედავს ვერ გაარჩევს რომ მაღალი დონის დემონითაა შეპყრობილი. თვითონ ამ ადამიანის სული არაა მის სხეულში სხვაგანაა წასული მის მაგივრად არაორგანული არსებაა მთქლიანად ეს კაცი მარტივ რაღაცეებს მეკითხება მაგრამ მე და არაორგანულმა არსებამ კი ვიცით რა ხდება სინამდვილეში და აქ რა თამაში მიდის.
მოკლედ იმ ფიქრებში ვიყავი ეს დემონი როგორ უნდა გავაგდო თქო და ზეციდან ჩამოდის სინათლე მესხმება თავზე ჩადის ბოლომდე ფეხებამდე და იქ ჩემს გარშემო ფეხებთან ტრიალდება სამჯერ არტყამს წრეს. მიხვდი ფეხებთან სამი წრის დარტყმა იყო დამცავი წრესავით. შინაგანად ამ დროს ჩემში იცვლება თითქოს სული შემოვიდა ჩემში სიკეთის სამართლიანობის. უცებ ვგრძნობ ამ კაცს როცა ველაპარაკები ჩემი სიტყვები როგორ გამოდის როგორც მშვილდ ისარი და ეჯახება მის აურას რამოდენიმე ესეთი დაჯახება და ეს სიტყვები არღვევას აურას ეხება ადამიანს და უცებ ეს შავი აურა ქრება ადამიანისაგან საერთოდ თვალებიდან მიდის შავი ენერგია და ეს ადამიანი ფხიზლდება და ვერ იაზრებს საერთოდ სად არის. ეს კაცი შემდეგ სამჯერ მარტყამს წრეს და მიდის თავის გზაზე.
ამის მერე უფრო გამეზარდა არაორგანული არსებების ხედვა პირდაპირ ვხედავდი ადამაინებში მეტროში ჰაერში.
საქმე ისაა რომ ამ არსებებს არ უნდათ ადამიანებმა რომ იცოდნენ მათი არსებებობის შესახებ. ამ ბრძოლების დროს არაორგანულ არსებებთან შენ გინდა თუ არა „გესხმება“ არაორგანული ენერგია ამიტომ იწყებ მათ ხედვას მათ კი ეს ძალიან ძალიან არ მოწონთ. დონ ხუანის ხაზის წარმომადგენელი მაგები სპეციალურად კონტაქტობდნენ ამ არსებებთან რომ არაორგანული ენერგია ქონოდათ რადგან ეს ეხმარებოდათ სიზმარ ხილვაში და ბევრ რამეში.
როცა ვხვდებოდი მეტროში ავტობუსში შეპყრობილებს ისინი თვითონ ააშაკრავებდნენ საკუთარ თავს რადგან ეს არსებები მართავდნენ ადამიანებს ბოლომდე ჩემს გარშემო ადამიანები უცნაურად იწყებდნენ ქცევას ქვეცნობიერად ამ დროს არაორგანული არსებები მიყურებდნენ ადამიანებიდან. მე ვგრძნობდი ისინი რას ფიქრობდნენ მათ ააქვთ კოლექტიური ცნობიერებისავით.
ეს ყველაფერი გავს მართლაც ფილმ მატრიცას არავის ნდობა არ შეიძლებოდა მღვდლებთან წასვლა საერთოდ ზედმეტი იყო სხვა ადამიანის თვის რამის მოყოლა მშობლისთვისაც ნიშნავდა საკუთარი თავის ჩაშვებას განა იმიტომ რომ მაგ ფსიქიატრთან წაეყვანა მშობლებს არამედ იმიტომ რომ შენ რომ გგონია მშობელს ეუბნები ამ დროს რეალურად ამ არაორგანულ არსებასთანვე უშვებ საკუთარ თავს.
არაორგანულები ცდილობდნენ სხვადსხვა ნაირად დამსხდომოდნენ თავს.
ამ პერიოდში აღმოვაჩინე თურმე სახლში კასტანედას 12 წიგნი მქონია რუსულად
მეც დავიწყე პრაქტიკა ერთ ერთი სხეულიდან გასვლის დრო გამოვგორდი სხეულიდან ჩემს ოთახში გავედი სადაზარბოში და იქ ბანზე დაფრინდა 2 მეტრიანი შავი ჩრდილისგან შემდგარი ადამიანის სილუეტის მქონე არსება რომლესაც ზემოდან ცეცხლი ეკვრა მე ძალიან შემეშინდა გავიქეცი და გზაში შემხვდნენ უცხოპლანეტელები თავისივე მფრინავი თეფშით მათთან ვლაპრაკობდი შემდეგ კი მფრინავ თეფში მოვხდი რაზე მე არ გამომიცხადია თანხმობა უცნაური ის იყო რომ მე ამ უცხოპლანეტელების სახეს ვერ ვხვედავდი ჩემზე მოდიოდა დიდი ნებითი დატვირთვა განსაკუთრებით მესამე თვალზე ისინი ჩამაგონებდნენ თავიანთ „ფორმას“ უცხოპლანეტელი არ იყო მათი ფორმა იქ ავტეხე დიდი ჩხუბი მამა პაპური ცემა ტყეპა და გინება აქეთ ვითომ „უცხოპლანეტელები“ გარბიან იქით მივსდევ ბოლოს დავიღალეთ სუყველა ამიტომ გადავწყვიტე მათი ნამდვილი ფორმა დამენახა სანამ ამას მოვახერხებდი მანამდე გამეღვიძა მაშინ ასე დეტალურ არ ვიცოდი რა ფორმით და როგორ ეცხადებოდნენ ხალხს არაორგანული არსებები. ეხლა ვიღაც იტყვის გაცნობიერებულ სიზმარში იქნებ ეს შენი აზრფორმა იყოო აზრფორებს ასეთი ზემოწმედება არ შეუძლიათ ადამიანებზე და თან მე ისეთი ფსიქიკა მაქვს რომ გაცნობიერებულ სიზმრებში თუ გინდა სხეულს გარეთ არავინ არ მესხმის „დემონები“ ჩვეულებრივ ასტრალში გამსვლელებს რომ თავიანთი აზრფორმები ხვდებიან სიზმარშივე და ახრჩობენ და მერე იძახიან დემონები მესხმიან თავსო.
მაშინ უნდა მიმხვდარიყავი რომ ესენი იყვნენ არაორგანულები ასე აბოლობენ არაორგანული არსებები ე.წ. კონტაქტკიორებს ე.წ. ვოლადორები ხან დედამიწის დაბინძურებაზე ელაპრაკებიან ხან უცხოპლანეტელების შემოჭრაზე ხან რომელი პლანეტიდან არიან ხან რომელიდან მერე უვითარებენ სულიერ ძალებს იქ სხეულიდან გასვლას ასწავლიან ადამიანების განკურნვას ან ხატვას,ჰიპნოზს ან რამე ესეთ ძალებს. მოკლედ ძალებით აცდუნებენ მაგათი მიზანია ადამიანი იყოს მუდმივად მათთან კონტაქტზე ამ კონტაქტის შედეგად ადამიანი იღებს არაორგანულ ენერგეტიკას არაირგანულები კიდე ადამიანურ ენერგეტიკას და ტავიანთ დეზინფორმაციას ავრცელებენ.
ყველა ხერხი რომ გამოცადეს რომ ვერავინ დამჩეხა,ვერც შემაშინეს. მოკლედ როგორც ყველა მეც ძალებზე მაცდუნეს. გამიხსნეს მესამე თვალი და დავიწყე ხედვა გამეხსნა ძალები და 2 კვირის მერე უარი ვთქვი ამ ძალებზე რამაც შემდეგ გამოიწვია რომ უკან დამარტყეს დამიზიანდა მარცხენა თვალი ტანი ნერვული სისტემა ქრონიკული დაღლილობა დამაკლდა მხედველობა მოკლედ ბევრი რამე.
მე ვერასდროს ვერ ვხვდებოდი რატომ ხდებოდა ჩემს თავზე ეს ყველაფერი
ერთ დღეს სანამ არ დავვარდი ღმერთს ვთოხვე გაეხსნა ჩემთვის რატომ ვარ არაორგანული არსებებთან ამნაირი ომში? იმავე ღამეს დავწექი დასაძინებლად და დამესიზმრა ვიყავი უხსოვარ დროში ეგვიპტეში პირამიდებთან და ფაქიზ პლანზე მიდიოდა ბრძოლა თეთრ მაგებსა და შავ მაგებს შორის ვიყავი ერთ ერთი თეთრი მაგების ჯგუფის ლიდერი იმ დროს არ არსებობდა რელიგია როგორც ასეთი არსებობდა სულიერი მაგია ტექნოლოგიასთან შეჯვარებული. ჩვენ ჰაერში სამხედრო გამანადგურებლებივით დავფრინავდით და ვცდილობდით მოწინააღმდეგის კუდში სასროლად კარგ პოზიციაში აღმოვჩენილივიყავით და ხელის გულიდან გამოდიდოდა თეთრი ენერგეტიკული სხივი რომელიც ხვდებოდა მოწინააღმდეგს და კლავდა მას. ეს შავი მაგები იყვნენ ჩაცმულები შავ ტანსაცმელში მოსასხამში
ეს ომი კი გამოიწვია იმან რომ შავმა მაგებმა და მათმა ლიდერმა შექმნეს ისეთი სულიერ მაგიური ტექნოლოგია რომელიც დედამიწაზე მყოფი ადამიანების გონებაში აღწევდა და თან არა მარტო ფიზიკურ პლანზე არამედ დედამიწისეულ მყოფ ასტრალურ პლანზე აი სადაც ადამიანი ხვდება როცა გარდაიცვლება.მოკლედ ყველაფერი დაიმორჩილეს მე მესმოდა მათი ხმები ჩემს გონებაში სადაც არ უნდა წახვიდეთ მოგკლავთ გიპოვით მაინც მოგაგნებთ. მე ვხედავდი ჩვეულებრივი ადამიანებს ფიზიკურ პლანზე სადაც მათ ესმოდათ ეს ხმები თავიანთ ტვინში და სიგიჟისაგან სახე იფხაჭნიდნენ და თმებს იგლეჯდნენ რომ ეს შეჩერებულიყო.შემდეგ მეგალითურ ნაგებობაში აღმოვჩნდი სადაც დამხვდა ბიორობიტი გაურკვეველი არსება რომელიც იყო მხევალი ამ არსების „ნეფილიმის“ რომელმაც მიმიყვანა ამ არსებასთან ეს შავი მაგების ლიდერი იყო ადამიანი ჰუმანოიდი 3 მეტრიანი გრძელი ხელებით მას ქონდა ძალიან სქელი რამოდენიმე მეტრიანი შავი აურა რომელშიც გაჩერება იყო პრაქტიკულად შეუძლებელი ეს იყო საშინლად ადამიანის მოძულე ბოროტი და ცინიკური არსება რომლებსაც ადამაინებს უყურებდა როგორც მონესაც კი ბატონი არ უყურებს ასე.
ჩვენ ვისაუბრეთ მაშინ მშვიდად. მე მას შევარქვი ნეფილიმი. ნეფილიმები იყვნენ ადამიანი დემონის სულით არაორგანული არსება ადამიანის სხეულით რავი რაც გინდათ ის დაარქვით.
მეორე ჩემი ცხოვრების გახსენების დროს ზუსტად მოვიდა ინფორმაცია 20, 000 წლის უკან უკვე დიდი დევებიღა დარჩნენე იყვნენ 4-5 მეტრიანი ფიზიკურ სამყაროში დარჩენილები რომლებსაც ვხოცავდით ეხლა 5 კაციანი ჯგუფით ისიც თითო-იყო დარჩენილი მაღლა მთებში.
როგორც ეტყობა ფიზიკურ პლანზე სულ განადგურდნენ ეს არსებები და ეხლა აქტიურობენ უხილავი პლანიდან ისინი აქვე არიან დედამიწაზე.

წლების განმავლობაში ეს ჩემი ხილვები ამას არ ვუკავშირდები ერთმანეთს მიუხედავად ბევრი ქრისტიანული რელიგიური რაღაცეები მქონდა წანაკითხი და უცხოპლანეტელბთან კონტაქტზე.
ბოლოს ეს ყველაფერი ასე დავაკავშირე და მივხვდი ღმერთმა რატომ მაჩვენა რადგანაც ეკლესიასტე ამბობს არ არის ქვეყანაზე არაფერი ახალი და ყველაფერი იგივე მეორედება როგორც ეტყობა ეს ამ არსებებს ადრეც ჰქონდათ ღიად დედამიწის დაპყრობის და ადამაინების დამონების გეგმა და ეხლაც იგივეს აპირებენ . ეს მაგათი მთავარი არსება ვინც ვნახე არის ზუსტად ანტიქრისტე ნეფილიმი რომელსაც ელოდებიან რომ მოვიდნენ და უცხოპლანეტელების თემა შემოგდებულია და ჰიბრიდაზცია ადვილად მიმდინარეობს და მათი ჯარიც მზადდება. ადამიანები რომლებსაც ააქვთ ადამიანების სხეული და არაორგანული არსება ანუ დემუნური არსების სული ნეფილიმების.
მე არ მჯერა ჩიპიზაციის დედამიწაზე ჯერ არ არსებობს ისეთი ტექნოლოგიები რომლებიც ადამაინებს მილიარდობით ადამაინებს გააკონტროლებს მერე მეორე ადამიანი რომც გააკონტროლო მის ასტრალურ სხეულს ვერ გააკონტროლებ.. ამათ ამ არსებებს ადამიანების ტოტალური კონტროლი უნდათ არამარტო ფიზიკური სხეულის,არამედ ასტრალურის და სულის. ზუსტად აი ასეთი ტექნოლოგიები ააქვთ არაორგანულ არსებებს „უცხოპლანეტელებს“
ვინც იცის მიხვდება რომ ყევლა ადამიანი არ ხედავს ამ არსებებს ვინც ხედავს არავინ ლაპარაკობს ან თუ ლაპარაკობს იმათ კლავენ თუ არ კლავენ ან ჯანმრთელობა ერევათ ან ეცემიან ცხოვრებაში ანუ ვერ ცხოვრობ სოციუმში რადგან ყველაფერი ამათ ხელშია. ესეთი რამის დაწერაც კი დიდი დარტყმა და გამოწვევაა მათი და ეს დიდი რისკია. ისინი ყველაფერს ხედავენ მათ ვერაფერს გამოაპარებ.
ერთს ვიტყვი მღვდლები რასაც ეძახიან ეშმაკებს და ეგზორციზმს უკეთებენ ესენი არიან დაბალი რანგის არორგანული არსებები აი ვოლადორებისთვის მესამე განზომილება როგორც პლასტელინი ისეა ისე შეუძლიათ ზემოქმედება დროზე და სივრცეზე და მატერიაზე უკვე არაფერს ვამბობ ნატიფ პლანზე ნამდვილი ილუზიების მასტერები არიან.


აქ დავაკოპირებ მისივე ნებართვით ფეისბუქიდან მისი პოსტი

ეს ჯგუფია ფსიქონავტი საინტერესო პოსტები იდება
https://www.facebook.com/groups/2494774587262376/?ref=share
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
SixthSense   იყო და არა იყო რა..   Jan 23 2021, 01:26 AM
earth   SixthSense :welcomeani: წავიკი...   Jan 23 2021, 06:39 PM
old_man   ამ ფორუმზე იყო ერთ...   Jan 23 2021, 06:47 PM
SixthSense   მადლობა გამოხმაურ...   Jan 23 2021, 10:48 PM
SixthSense   ძალიან მინდა აღვიდ...   Jan 24 2021, 05:44 PM
jarmen   გამარჯობა მეგობარ...   Jan 24 2021, 11:27 PM
Zet   მგრძნობიარობა გაქ...   Jan 25 2021, 12:27 AM
SixthSense   Jarmen zet, ჩემი თხოვნა იქ...   Jan 25 2021, 03:23 AM
jarmen   Jarmen zet, ჩემი თხოვნა იქ...   Jan 25 2021, 07:51 PM
Zet   SixthSense უნარებს და ჩა...   Jan 25 2021, 11:42 AM
SixthSense   Zet პირველ რიგში დიდ...   Jan 25 2021, 04:00 PM
Zet   ხოლო რაც შეეხება ი...   Jan 25 2021, 05:21 PM
SixthSense   შენ ალბათ იესოს გუ...   Jan 25 2021, 06:45 PM
Zet   თუ კონკრეტული მასწ...   Jan 25 2021, 05:32 PM
David Monny   SixthSense რა ხდება ღირს ...   Jan 26 2021, 01:10 PM
David Monny   SixthSense მხოლოდ ორი გზა...   Jan 26 2021, 01:14 PM
David Monny   SixthSense ხალხის პრობლე...   Jan 26 2021, 01:35 PM
jarmen   SixthSense ხალხის პრობლე...   Jan 27 2021, 12:30 AM
ano   რა მაგარი თემაა მე ...   Jan 26 2021, 04:43 PM
Zet   „გახსნილი გაქვს ჩე...   Jan 26 2021, 05:40 PM
Zet   David Monny ჩემი აზრით ზო...   Jan 26 2021, 05:51 PM
earth   SixthSense იყო ერთხელ მომ...   Jan 26 2021, 06:00 PM
David Monny   Zet ჩემი აზრით ზოგად...   Jan 26 2021, 06:02 PM
David Monny   ღმერთს რაღაცა უნდა...   Jan 26 2021, 06:04 PM
David Monny   კაცი, სრულიად უდონ...   Jan 26 2021, 06:21 PM
old_man   საერთოდ სულიერი ც...   Jan 26 2021, 06:21 PM
David Monny   საერთოდ სულიერი ცო...   Jan 26 2021, 06:25 PM
Zet   სიმკვრივეებში გეთ...   Jan 26 2021, 06:38 PM
jarmen   კი შენ რათქმაუნდა ...   Jan 28 2021, 05:57 PM
David Monny   Zet კი შენ რათქმაუნდ...   Jan 26 2021, 07:35 PM
SixthSense   რამდენი გიწერიათ, ...   Jan 26 2021, 09:05 PM
ano   [b]David Monny გიდების სისტ...   Jan 28 2021, 03:00 AM
Zet   საბანკოები ძველი ა...   Jan 26 2021, 10:03 PM
David Monny   Zet სტერეოტიპები მუ...   Jan 26 2021, 10:30 PM
SixthSense   ერთ გამოციდილებას ...   Jan 27 2021, 04:59 AM
David Monny   გეთანხმები, როდესა...   Jan 27 2021, 05:48 PM
earth   SixthSense ერთ გამოციდილ...   Jan 27 2021, 10:58 PM
SixthSense   SixthSense ერთი ვიცი, რომ ...   Jan 28 2021, 11:06 PM
SixthSense   ვახ.. როგორც ზევით ა...   Jan 29 2021, 02:08 PM
SixthSense   ვახ.. როგორც ზევით ა...   Jan 30 2021, 04:35 PM
ano   ესეიგი სფეროს რაც ...   Jan 30 2021, 01:35 PM
Zet   დედამიწის გარშემო ...   Jan 30 2021, 03:13 PM
David Monny   Zet დედამიწის გარშე...   Jan 30 2021, 03:52 PM
ano   არ ვიცი ზუსტად მაგ...   Jan 30 2021, 04:37 PM
chemikerin   გურუ, მურუ, იოგი, ბე...   Jan 30 2021, 09:05 PM
David Monny   chemikerin მაგრამ ასე კატ...   Jan 30 2021, 10:49 PM
chemikerin   გურუ ერთადერთია და...   Jan 30 2021, 10:53 PM
David Monny   chemikerin არ ვიცოდი რო ს...   Jan 30 2021, 10:57 PM
chemikerin   ნებისმიერ ადამიან...   Jan 30 2021, 11:00 PM
David Monny   chemikerin კი გეთანხმები....   Jan 30 2021, 11:06 PM
SixthSense   chemikerin დიახ, ყველაფე...   Mar 1 2021, 09:49 PM
SixthSense   მოკლედ მეგობრებო მ...   Feb 5 2021, 08:20 PM
brevalo   მოკლედ მეგობრებო მ...   Feb 8 2021, 06:25 PM
Zet   შენ მემგონი ასტრალ...   Feb 8 2021, 05:55 PM
SixthSense   შენ მემგონი ასტრალ...   Feb 9 2021, 09:11 PM
td.........   SixthSense გამარჯობა, საი...   Feb 10 2021, 12:28 AM
SixthSense   SixthSense გამარჯობა, საი...   Feb 27 2021, 04:49 AM
SixthSense   თუ შეიძლება ერთი ე...   Mar 1 2021, 09:31 PM
ano   ხო მსგავსი გამოცდი...   Mar 2 2021, 04:00 PM
ano   იქეთ თემაშიც გამოგ...   Mar 3 2021, 02:02 AM
SixthSense   მადლობა ანო ყურად...   Mar 4 2021, 06:01 PM
elli   SixthSense ზუსტად ეს პოს...   Mar 13 2021, 10:58 PM
SixthSense   SixthSense ზუსტად ეს პოს...   Mar 15 2021, 12:26 PM
toresi9   დეჟავუ? :superstition: შეიძ...   Mar 15 2021, 06:12 PM
toresi9   საინტერესოა   Mar 15 2021, 09:19 PM
toresi9   დეჟავუ? :superstition: შეიძ...   Mar 15 2021, 06:25 PM
earth   „მესამე თვალის“ გა...   Mar 18 2021, 11:11 PM
SixthSense   გ�”სალმ�”ბით ყვ�”...   Apr 14 2021, 03:26 AM
SixthSense   მოგესალმებით ისევ ...   Apr 14 2021, 04:36 AM
tikoroma   ეს ის ნაწილაკებია ...   Apr 15 2021, 10:20 AM
td.........   მოძრავ ნაწილაკებს ...   Apr 17 2021, 10:20 AM
SixthSense   კი სწორედ მათზე მა...   Apr 18 2021, 12:52 AM
old_man   პ.ს ორი თხოვნა მაქვ...   Apr 18 2021, 08:51 AM
SixthSense   Old.man მადლობა ბრო, ადრ...   Apr 18 2021, 11:52 PM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 8th June 2024 - 08:14 PM