IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> მედიტაცია
ano
post Oct 1 2020, 12:54 PM
Post #1


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რა არის მედიტაცია
თუ ვინმეს შეგიძლიათ ახსნათ ძალიან მარტივად
აი სულ მაინტერესებდა რომ სანამ რაღაც პოზაში დავჯდები და ერთი საათი ასე უნდა ვიყო მანამდე ვინმემ ადამიანურად გამაგებინე რატო უნდა გავაკეთო ეს?
შესაძლებელია სრული დილეტანტისთვის სიტყვებით ახსნა?

მერე ჩემს აზრსაც დავწერ, ნუ რა თქმა უნდა ვფიქრობ რომ სასარგებლოა,

და მეორე კითხვა საქართველოში თუ არის ცენტრი სადაც ასწავლიან მედიტაციას, მოკლედ კითხვა დამისვეს და ვინაიდან მეც მაინტერესებს თემა გავხსენი
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
old_man
post Apr 26 2024, 10:44 AM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,965
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამოვწიოთ ეს თემა. წლების განმავლობაში არაერთი სისტემით მედიტაცია ვცადე, მაგრამ საკუთარი ჭეშმარიტი მე-ს განცდის შედეგი მაინც არ მქონდა. შედეგები მქონდა, მცირე დროით ნეტარების მდგომარეობაში აღმოჩენას თუ შედეგად ჩავთვლით, რომელიც მალევე ქრებოდა და არანაირი "პრაქტიკული სარგებელი" (ცნობიერების შეცვლა, უწყვეტ, ჭეშმარიტ "მე" ცნობიერებაში შესვლა) არ მოუტანია სულიერების გზაზე. შემდეგ რამანა მაჰარიშს და მის მოსწავლე რობერტ ადამსს გადავაწყდი, რომლებმაც მთლიანად შეცვალეს ჩემი წარმოდგენა მედიტაციაზე და რეალური შედეგებიც დამიდგა. ორი სიტყვით მაჰარშის მედიტაციის ან უფრო სწორად თვითკვლევის პრინციპი ასეთია: ის ამბობს არაა საჭირო ლოტოსის პოზაში დაჯდომა და რამეზე მედიტირება. იმიტომ, რომ როცა ამას ვაკეთებთ, ჩვენ მოვიაზრებთ, რომ ვართ სუბიექტი, რომელიც ობიექტზე მედიტირებს, მაგრამ ეს შეცდომაა, რადგან ეს ეგო მედიტირებს, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ჭეშმარიტი მე, ამიტომ გრძელი გზით არ უნდა წავიდეთ - ის სუბიექტი, რომელიც მედიტირებს, შეიძლება როდესღაც მივიდეს ჭეშმარიტ მე-მდე, მაგრამ არ ჯობს უფრო მოკლე გზა ავიჩიოთ, გავაქროთ ეს სუბიექტი და პირდაპირ სულიერ მე-ში გადავიდეთ? ამას მხოლოდ ერთი ნაბიჯი გვაშორებს. ამისთვის კი გვთავაზობს ასეთ მეთოდს - როცა ფიქრები მოგვდის და შინაგანი დიალოგი ირთვება დავსვათ კითხვა "ვინ ვარ"? "ვის მოსდის ეს ფიქრები" პასუხი იქნება - მე. "მაშ, ვინ არის ეს მე"? ამ დროს დგება პაუზა, არ პასუხობ და ხვდები, რომ ეს "მე" ეგოა და მას მოსდის ყველა ფიქრი. ანუ აქრობ ამ ყალბ მე-ს და შესაბამისად ქრება ყველა ფიქრიც. ძალიან მარტივი და თან ცოტა რთული ასახსნელია. მეც თავიდან ვერ გავიგე კარგად, სანამ პრაქტიკა არ დავიწყე. ეს პრაქტიკა იქცა არა რაღაც განსაზღვრულ მონაკვეთად დღის განმავლობაში, არამედ ცხოვრების შემადგენელ ნაწილად მთელი დღის განმავლობაში.
აქვე ჩემს მცირე თარგმანს დავდებ მაჰარშის წიგნიდან (Be As You Are: The Teachings of Sri Ramana Maharshi) რომელიც უნდა დაგეხმაროთ ვინც ამ მიმართულებით დაინტერესდება და მერე თავად უკეთ გაერკვევით.

....."ადვაიტას და მაჰარშის მიდგომები პრაქტიკასთან დაკავშირებით განსხვავდებოდა რადიკალურად. მაჰარში ემხრობოდა თვითკვლევას, ვედანტას მიმდევრები კი გვირჩევდნენ მედიტაციის სისტემას, რომელიც იყენებდა ინტელექტის მეშვეობით იმის მტკიცებას, რომ ატმანი ერთადერთი რეალობაა. ისეთი მტკიცებები, როგორიცაა „მე ვარ ბრაჰმანი“, ან „მე ვარ ის“, ჩვეულებრივ მანტრების სახით გამოიყენება. ან უფრო იშვიათად, პრაქტიკოსი მედიტირებს მათ მნიშვნელობაზე და ცდილობს განიცადოს ამ დებულებების შინაგანი მნიშვნელობა.
რადგანაც თვითკვლევა ხშირად იწყება კითხვით "ვინ ვარ", ბევრი ადვაიტეს მიმდევარი თვლიდა, რომ პასუხი უნდა გაეცეს - "მე ვარ ბრაჰმანი". და ამ ჭკუისმიერი პასუხით კავდებოდნენ. რამანა აკრიტიკებდა ასეთ მიდგომას - ჭკუა, რომელიც მუდმივად დაკავებულია გამზადებული პასუხების გამეორებით, ვერ შეძლებს მათ წყაროში ჩაღრმავებას და გაქრობას. ასეთივე კრიტიკულად უდგებოდა მათ, ვინც ცდილობდა „ვინ ვარ“ მანტრასავით გაემეორებინა. მისი აზრით, ორივე მიდგომას თვითკვლევაში მთავარი გამორჩება: კითხვა „ვინ ვარ“ არ არის არც ჭკუის ანალიზისთვის და მისი ბუნების შესახებ დასკვნების გასაკეთებლად, არც მანტრული ფორმულა. ეს არის უბრალოდ ინსტრუმენტი, რომელიც ყურადღების მიმართულებას გადაადგილებს ფიქრების და აღქმების ობიექტებიდან იმაზე, ვინც ფიქრობს და აღიქვამს.
რამანას აზრით, საკითხის „ვინ ვარ“ ამოხსნას ვერ ვიპოვნით ვერც ჭკუაში, ვერც ჭკუით, რადგან ერთადერთი სწორი პასუხი არის „ჭკუის არარსებობის განცდა“.
ადამიანი, რომელიც უარყოფს „მე ის არ ვარ, მე ეს ვარ“, ვერ უარყოფს „მე“-ს. იმისთვის, რომ ვთქვა - „მე ის არ ვარ, ეს ვარ“, ამისთვის უნდა არსებობდეს მე. ეს მე კი ეგოა. ან „მე“ ფიქრი. სხვა ყველა ფიქრი ჩნდება ამ „მე“ ფიქრის გაჩენის შემდეგ. რომელიც შესაბამისად მთავარ ფიქრ-ფესვს წარმოადგენს. თუ ფესვს ამოვიღებთ, აღმოიფხვრება სხვა ფიქრებიც. ამიტომ უნდა ვეძებოთ მე-ფესვი, „ვინ ვარ“ კითხვის მეშვეობით. და სხვა ყველა ფიქრი გაქრება და დარჩება მხოლოდ სუფთა ატმანი.
კითხვის დასმისას „ვინ ვარ“, კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ შიგნით, სადაც წარმოიქმნება „მე ვარ“ ფიქრი - სხვა ყველა ფიქრის საფუძველი".


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
ano   მედიტაცია   Oct 1 2020, 12:54 PM
David Monny   ano რა არის მედიტაცი...   Oct 1 2020, 08:52 PM
ano   ano მედიტაცია არის ს...   Oct 1 2020, 11:01 PM
ano   ano მედიტაცია არის ს...   Oct 16 2020, 01:22 AM
old_man   მედიტაცია როგორც ს...   Oct 6 2020, 01:30 PM
nancho41   მედიტაციით ღმერთთ...   Oct 7 2020, 06:54 PM
ano   ესეც ძალიან კარგი ...   Oct 13 2020, 04:43 PM
David Monny   ესეც ძალიან კარგი ...   Oct 14 2020, 11:33 PM
David Monny   ესეც ძალიან კარგი ...   Oct 14 2020, 11:33 PM
ano   ეგ არის მორიგი, ტოტ...   Oct 16 2020, 01:13 AM
ano   ძაან სისულელე დავწ...   Oct 16 2020, 01:18 AM
nancho41   gmerttan laparakic aris   Oct 16 2020, 08:16 AM
David Monny   ანუ რა გააკეთოს ად...   Oct 16 2020, 10:59 AM
ano   თუ სადმე დაწერილი ...   Oct 16 2020, 11:24 AM
David Monny   არსებობს სამი მდგო...   Oct 16 2020, 11:26 AM
ano   თუ პატიოსანი აღოჩნ...   Oct 17 2020, 12:24 AM
David Monny   ano თუ სადმე დაწერილ...   Oct 16 2020, 11:28 AM
ano   ცენზურა დაიცავი არ...   Oct 16 2020, 11:35 AM
David Monny   ცენზურა დაიცავი არ...   Oct 16 2020, 11:40 AM
David Monny   შენ გაინტერესებდა ...   Oct 16 2020, 11:41 AM
tikoroma   David Monny ეგ არის ომრიგ...   Oct 16 2020, 05:20 PM
David Monny   tikoroma tikoroma გეთანხმები...   Oct 17 2020, 12:15 AM
David Monny   როგორც ტიბეტელმა ლ...   Oct 17 2020, 12:21 AM
ano   ბარემ აქ დავდებ მე...   Oct 17 2020, 12:29 AM
nancho41   მედიტაცია ღმერთთა...   Oct 19 2020, 07:21 PM
David Monny   nancho41 მედიტაცია ღმერ...   Oct 19 2020, 11:43 PM
David Monny   ძალიან გავს იმ იდი...   Oct 19 2020, 11:44 PM
David Monny   იმის თქმა მინდა, რო...   Oct 20 2020, 12:01 AM
old_man   ამოვწიოთ ეს თემა. წ...   Apr 26 2024, 10:44 AM
earth   რონდა მპერნის (სიქ...   Apr 26 2024, 07:19 PM
David Monny   old_man ის ამბობს არაა ...   Apr 26 2024, 11:11 PM
old_man   აქ მინდა ჩემი მოსა...   May 16 2024, 11:41 AM
earth   old_man მომილოცავს!!...   May 17 2024, 08:08 AM
old_man   earth :Laie_61: საინტერესო...   May 17 2024, 09:31 AM
earth   უნდა გაიგო შენი ნა...   May 18 2024, 07:03 AM
old_man   earth :good:   May 18 2024, 12:08 PM
old_man   ნისარგადატა მახარ...   May 25 2024, 01:30 PM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 15th June 2024 - 08:45 PM