"... be Happy..." |
"... be Happy..." |
Apr 28 2007, 02:15 PM
Post
#1
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამ თემაში თუ სურვილი გექნება, შეგიძლია გამოთქვა განცდილი დადებითი ემოცია - სიხარული, სიყვარული, ბედნიერება რათა გაგვიზიარო ჩვენ ...და ყველანი ვიქნებით ბედნიერები!!!!!!!!! ამ თემის გახსნის იდეა, იმიტომ მომივიდა, რომ მე თვითონ მაქვს ჩემი სიხარულის გაზიარების სურვილი ... თქვენთვის...... ....სახლში ახლა შემოვედი, აქამდე ჩემს ბაღში ვიყავით მე და დედა და ყვავილებს ვრგავდით.. ო, რა მშვენიერი გრძნობაა, რომ იცოდეთ!!!!!!!!! ირგვლივ ყველაფერი ყვავის - ხეები, ყვავილები და ჰაერში არაჩვეულებრივი სურნელია,.. ერთი სიამოვნებაა სუნთქვა!!!!!! ...თავს ზევით ჭიკჭიკა მერცხლები დაფრინავენ და ნავარდობენ ზეცაში,.. ბინდდება... და მე აქ ვარ და ჩემს გრძნობებს გიზიარებთ!!! მადლობა იმას ვინც გამიგო და იგრძნო -------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Dec 19 2008, 12:26 AM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
„ერთი კაკალი ირმასათვის“
ეს სულაც არ არის ზღაპარი, სინამდვილეა და რა სინამდვილე. მე და ჩემს და-ძმას,– რომლებიც ჩემზე პატარები არიან, ყოველთვის ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. ჩემი ძმა სამი წლითაა ჩემზე უმცროსი, ჩემი და კი რვა. ჩემს დაზე რახან რვა წლით ვიყავი დიდი, მასთან ბევრი არ მითამაშია ბავშვობაში, რადგან როცა მან თამაში დაიწყო მე უკვე „დიდი“ გოგო ვიყავი, მე და ჩემი ძმა კი ბევრს ვთამაშობდით ხოლმე ერთად. თამაშის დროს ხან ვჩხუბობდით, მაგრამ ვინ გაბედავდა დედასთან ენის მიტანას , დედა ორივეს დაგვსჯიდა და მეორე წუთში აღარ გვახსოვდა და ისევ ვთამაშობდით. ვიცოდით რომ არ უნდა გვეჩხუბა, და თუ მაინც ვიჩხუბებდით არ იყო მტყუანი და მართალი და ასე ისევ ვშველდებოდით, და ვთამაშობდით არ არსებობდა რამე შეგვეჭამა უერთმანეთოდ, თუ ვინმე რომელიმეს ერთ კამფეტს მოგვაწვდიდა, მოვრბოდით სახში და ყოველთვის შუაზე ვიყოფდით. ასეთი გემრიელი კამფეტები, მხოლოდ მაშინ იყო ჩვენ თბილისში ვცხოვრობდით, მაგრამ გვქონდა სახლი რაიონში. ერთხელაც მამაჩემი წავიდა სოფელში ერთი დღით და თან მარტო ჩემი ძმა წაიყვანა. მაშინ ჩემი ძმა დაახლოებით სამ წლის იყო. ჩემმა ძმამ ეზოში ერთი კაკალი იპოვა(ეზოში კაკლის ხე არ გვედგა), როგორც ჩანს რომელიმე ფრინველს ჩამოუგდია გასატეხად. ხოდა აიღო კაკალი და თბილისში წამოიღო ირმასთან ერთად გავტეხ და შევჭამთო. წარმოიდგინეთ პაწუა ხელი და პაწუა ჯიბე, რომელიც მას ჰქონდა. დადგა წამი და კაკალი ერთად გავტეხეთ. მაგრამ კაკალი ცარიელი იყო ასეთი საჩუქარი მართლა ძალიან დიდი ბედნიერებაა, ძალიან დიდი სიყვარულია, ძალიან დიდი სიხარულია 33 წელი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ ეს სიხარული არ წაშლილა და არც წაიშლება არასოდეს. ეს ნამდვილი წრფელი სიყვარულია გიყვარდეთ ყველას ასე ერთმანეთი და იმ წუთის გრძნობა რაც მე მქონდა ყველას გადმოგდებოდეთ და იყოს სიყვარული მარად ძლიერი -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 13th June 2024 - 05:59 AM |