სამზარეულო, ჩვენიც და სხვისიც |
სამზარეულო, ჩვენიც და სხვისიც |
Nov 2 2008, 04:37 PM
Post
#1
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამ თემაში დავწეროთ ყველაფერი, რაც სამზარეულოს შეეხება. მაგ: რეცეპტები, სხვადასხვა ქვეყნის ჩვეულებანი, რა ვქნათ ხახვის გაფცქვნის დროს თვალები რომ არ დაგვეწვეს, დავდოთ ფოტოები და ბოლოს ფორუმის თემას რომ არ გადავუხვიოთ მივუნიშნოთ ამა თუ იმ საჭმელის სიკარგეზე.
-------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Dec 27 2008, 01:05 PM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ინდაური წაბლით.
შემწვარი წაბლი დავჭრათ კუბიკებად. ოდნავ წამოდუღებული ქათმისა და ინდაურის გულ-ღვიძლი დავჯრათ ასევე წვრილად. მოვხრაკოთ ხახვი ზეთში, + წაბლი და გულ-ღვიძლი,+ ცოტა წყალი, ტომატი, მარილი, პილპილი, დარიჩინი და მოვხარშოთ. როცა მოიხარშება დავამატოთ ცოტა მრგვალი ბრინჯი, იმდენი რომ წვენი შეიწოვოს. ამით გამოვტენოთ ინდაური. ამოვკეროთ, შემოვუწყოთ ირგვლივ კარტოფილები, მოვასხათ ზეთი,ლიმონის წვენი, ცოტა წყალი და შევდოთ ფურნაში. თავიდან ცხელ ფურნაში(ჯობია დავახუროთ), ნახევარი საათის შემდეგ კი 180 გრადუსის ფურნაში. საერთოდ რამდენი კილოც არის ინდაური, იმდენ საათს ითვალისწინებენ. ერთი საათით ადრე გადავხადოთ, მოვასხათ ინდაურს ცოტა ცხიმი და ვაცალოთ რომ გაწითლდეს კარგად. თეფშებზე დავდოთ ერთი ნაჭერი ხორცი, კარტოფილი და ცოტა სატენი. ძალიან გემრიელია და რადგან სატენი ყოველთვის მოწონებას იმსახურებს ყოველთვის უფრო მეტი რაოდენობით ვამზადებ ხოლმე. გისურვებთ ბედნიერ შობა-ახალ წელიწადს -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 4th June 2024 - 12:35 PM |