ეს საინტერესოა |
ეს საინტერესოა |
Feb 20 2008, 03:56 PM
Post
#1
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
დაწერეთ რა გაიგეთ საინტერესო -------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Jan 10 2009, 07:46 PM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
საინტერესო ფაქტები:
1. კომპანია KODAK-ის დევიზია: “თქვენ მხოლოდ ღილაკს დააჭირეთ თითი, დანარჩენი ჩვენი საქმეა” 2. აშშ-ს პრეზიდენტს უფლება აქვს დაიტოვოს საჩუქარი, რომლის ღირებულებაც არ აღემატება 250 დოლარს. აბსოლუტური რეკორდსმენი საჩუქრების მხრივ არის რონალდ რეიგანი, რომელსაც პრეზიდენტობის 8 წლის მანძილზე 75 000 (!) ასეთი საჩუქარი დაუგროვდა. 3. მეოთხე ბორბალი პირველად მანქანას კარლ ბენცმა დაუმატა 4. მეფის რუსეთში სოფლად ჩექმა თაობიდან თაობას გადაეცემოდა 5. საქვეყნოდ ცნობილი კოქტეილი “სისხლიანი მერი” არის ტომატისა და არყის ნარევი (მთლად ასე უბრალოდაც არ არის საქმე, მაგრამ მაინც) 6. 1748 წელს 16 წლის ჯორჯ ვაშინგტონი მეგობრებთან ერთად დააკავეს საჯინიბოს კედლებზე პოლიტიკური ლოზუნგების წერისათვის. აშშ-ს მომავალ პრეზიდენტს წარწერები საკუთარი ხელით წააშლევინეს 7. პოლონეთში შეიქმნა მელოტების ორგანიზაცია დევიზით: “სრულყოფილი ფორმის თავები თმით დაფარული არ არის” 8. ათენელ ქურუმებს ეკრძალებოდათ ყველის ჭამა, რადგანაც იგი ღმერთების საკვებად ითვლებოდა და არა ადამიანების 9. კომუნისტების დროს წარმოებული წითელი აგურის წონა აუცილებლად უნდა ყოფილიყო 3.14 კილოგრამი 10. ისლანდიაში გვარები არ არსებობს. ადამიანის გვარს აწარმოებენ მამის სახელისგან (მამის სახელს ემატება გარკვეული გაგრძელება და ეგაა გვარი) 11. მთელი წლის მანძილზე მხოლოდ თებერვალშია წყლის დონე თანაბარი წყნარ და ატლანტის ოკეანეში. სხვა დროს წყლის დონე წყნარში უფრო მაღალია 12. 1808 წელს გოეთეს ნაპოლეონის ბრძანებით მიენიჭა “ნაპოლეონის საპატიო გვარდიის რაინდის” წოდება -------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 20th June 2024 - 04:03 AM |