ეკოლოგია, გარემოს დაცვა |
ეკოლოგია, გარემოს დაცვა |
Jan 30 2009, 03:28 PM
Post
#1
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამ ბოლო დროს უფრო და უფრო შეიმჩნევა სამყაროს დაბინძურება, რომელიც ადამიანის ხელის ჩარევით მოხდა. ნადგურდება ულამაზესი ტყეები, გადაშენების პირზეა უამრავი ცხოველი და ფრინველი, დნება ყინულთა ლოდები. თერმომეტრი ნელ-ნელა მაღლა იწევს, ეს გამოიწვევეს, მრავალი არსების დაღუპვას... უამრავია პრობლემა და გამოსავალს ჯერ ვერავინ ხედავს, წამალი არ არსებობს ჯერჯერობით ამ ავადმყოფობისა, რომელიც ჩვენ შევყარეთ ჩვენს მშობელს, დედას, დედამიწას
რაც დრო გადის მით უარესდება მდგომარეობა და ამ შემთხვევაში გამოთქმა „დრო მკურნალია“ გადაქცეულია,–დრო დამღუპველიად დიახ, სამწუხაროდ დრო იწურება, ნათლად ჩანს, მეცნიერები აღარ მალავენ საშიშროებას, რაც ამ მოვლენებს მოჰყვება. არ გამოირიცხება, რომ მრავალი გამოთვლა შეიძლება არ იყოს მართალი(ნეტავ არ იყოს), მაგრამ სულ ცოტა დრო დარჩა–2050 წლისთვის ამბობენ, რომ (ასეთი რითმით თუ ვივლით) მილიონამდე ცოცხალი ორგანიზმი განადგურდებაო. ეს თემა ძალიან დიდია. ყველა ადამიანმა უნდა შეეცადოს პატარა საქმე გააკეთოს, დაიცვას დედა-ბუნება.ველოდები თქვენს გამოხმაურებას. -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Jan 31 2009, 12:05 PM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
არ მიკვირს, რომ საქართველოში ნაგავს ჯერ არ ახარისხებენ. რა ნაგავი, ვის ეცალა მაგისთვის, რაც ჩვენმა ქვეყანამ გამოიარა,–არევ-დარევა, ეკონომიური დაცემა, ომი, მიგრაცია, შიმშილი, სიცივე...
ეხლა მემგონი აშენებენ უკვე ნაგვის გადამამუშავებელ ქარხანას, ანუ პლასმასის ბოთლებს და ცელოფნებს გადაამუშავებენ.. მთელი ქალაქი რო მოფენილია))) ეს უკვე პროგრესის მაჩვენებელი იქნება. ისე ჩვენს ქვეყანას რაც შეეხება,– აქ სხვაგან არის საშიშროება. ბედნიერი ერი ვართ იმის გამო, რომ გვაქვს ულამაზესი მთები და აქედან გამომდინარე უამრავი მდინარე,– სასმელი წყალი. მსოფლიოში დღეს უდიდესი საშიშროება,– სასმელი წყლის არ ქონა. ჩვენ წყალი გვაქვს, მაგრამ თუ დაიწყეს კავკასიონის ხე-ტყის დაუზოგავად ჩეხვა,– წყალიც დაშრება. ასე რომ კარგია თუ საქართველოშიც დაიწყება ნაგვის ცალ-ცალკე შეგროვება, მაგრამ ამ ეტაპზე მთავარია ხე-ტყის გაფრთხილება. რამდენიმე წლის წინ თურქეთი ეზიდებოდა ჩვენს ხეებს, ახლა ნამდვილად არ ვიცი რა მდგომარეობაა, მაგრამ მეშინია რომ იგივე გრძელდება. თუმცა ჩვენ რას გავაწყობთ, როგორ შევაჩერებთ, მალე ალბათ ამაზონზეც არ დარჩება ხე -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 11th June 2024 - 08:36 AM |