სიყვარული, ყველანაირი სიყვარული |
სიყვარული, ყველანაირი სიყვარული |
Nov 23 2008, 12:24 AM
Post
#1
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რა არის სიყვარული?
როგორ ახსნით? ჩამოთვალეთ სიყვარულის ფორმები... როგორ გრძნობთ თავს როცა გიყვართ? ახლა როგორ გრძნობ, გიყვარს ვინმე? ამ თემაში ისაუბრეთ სიყვარულზე, ყველანაირ სიყვარულზე, მხოლოდ თქვენი ენით გამოთქვით ეს გრძნობა, დაწერეთ თქვენი ლექსები სიყვარულზე, ატვირთეთ თქვენი ნახატები და ფოტოები სიყვარულზე, უმთავრესად კი დაუსრულებრივ ილაპარაკეთ...ილაეპარაკეთ, მხოლოდ და მხოლოდ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ზ ე -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Apr 10 2009, 01:07 PM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 868 Joined: 19-June 08 From: Tbilisi Member No.: 2,617 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ისევ სიყვარულზე და ამჯერად თავად უილიამ შექსპირი
(სონეტი XXV) უილიამ შექსპირი თარგმანი ინგლისურიდან - ალექსანდრე ელერდაშვილი დაე, ზოგისთვის ვარსკვლავეთი იყოს მოწყალე, ზოგის პატივით რეკდნენ, დაე, ქვეყნად ზარები!... მე ბედისწერას ღიმილიც კი ვერ გამოვძალე და სიყვარულის იმედადღა დავიარები. ბედის ნებიერს ყველა უქებს ზნეს და თვისებას, მისთვის ნათდება მზისქვეშეთის თვალსაწიერი, მაგრამ განგება არ დაგიდევს არვის ღირსებას და ამაღლებულს დაბლა დასცემს... მიწყივ ცბიერი! თუნდ ის სარდალი, ვაჟკაცობით ყველგან ქებული, ვისაც არვინ ჰყავს ქარცეცხლიან ომში ბადალი, განა სულ მალე არ იქნება დავიწყებული, ოდეს მის სახელს მოშორდება სიტყვა `სარდალი~?! ჩემს ცხოვრებას კი ვერას ავნებს დროის ძგერება - მიყვარს!... ვუყვარვარ!... და ეს არის ბედნიერება! |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 13th June 2024 - 09:18 PM |