სამზარეულო, ჩვენიც და სხვისიც |
სამზარეულო, ჩვენიც და სხვისიც |
Nov 2 2008, 04:37 PM
Post
#1
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამ თემაში დავწეროთ ყველაფერი, რაც სამზარეულოს შეეხება. მაგ: რეცეპტები, სხვადასხვა ქვეყნის ჩვეულებანი, რა ვქნათ ხახვის გაფცქვნის დროს თვალები რომ არ დაგვეწვეს, დავდოთ ფოტოები და ბოლოს ფორუმის თემას რომ არ გადავუხვიოთ მივუნიშნოთ ამა თუ იმ საჭმელის სიკარგეზე.
-------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
May 2 2009, 10:05 PM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Shou
ხო დიდი სიამოვნებით და თან ვეჯეტერიანულ ვარიანტს, როგორც ვიცი შენ ვეჯეტერიანი ხარ. მუსაკა მასალად საჭიროა : ბადრიჯანი, კარტოფილი, სოია, ხახვი, ტომატი, სუნელები, ფქვილი, ზეთი, კვერცხი. სატენის დამზადება: სოია საღამოს ჩავალბოთ წყალში და დილით გავრეცხოთ და გავწუროთ კარგად. მოვხრაკოთ ხახვი ზეთში და დავაყაროთ სოია, ტომატი, სუნელები და წყალი, მარილი. ვხარშოთ... დავჭრათ ბადრიჯანი(დიდი ბადრიჯნებისა ჯობია) დავამარილოთ და შევწვათ ზეთში ჩვეულებრივი წესით, მხოლოდ ვიზრუნოთ დავდოთ საწურზე, რადგან რაც ცოტა ზეთს შევაყოლებთ მით უკეთესია. ასევე დავჭრათ კარტოფილი თხელ ნახევარსანტიმეტრიან ფენებად, დიდი კარტოფილი ჯობია. კარტოფილიც დავამარილოთ და შევწვათ. ბევრ ზეთში მაღალ ტემპერატურაზე, ცოტ-ცოტა რომ არ ჩაიშალოს. დავაწყოთ ჟარონაზე შემწვარი კარტოფილები ისე, რომ ძირი კარგად დაიფაროს, შემდეგ მოვაწყოთ ბადრიჯანი, შემდეგ მზა სოიას კერძი(რომელსაც შევეცდებით არ შევაყოლოთ წვენი, შემდეგ ისევ ბადრიჯანი და ბოლოს ბელსამელი. ბელსამელი: გავაცხელოთ დაახლოებით ერთი ჭიქა კარაქი ან ზეთი, ჩავაყაროთ ექვსი კარგი სავსე სუფრის კოვზი ფქვილი, თან ჩქარა კარგად ვურიოთ, რომ გაცხელდება უმატებ რძეს(1 ლ) და კარგად აურევ და დაბალზე ხარშავ. როცა მოიხარშება გადმოდგავ და ერთ ან ორ კვერცხს ჩაახლი და აურევ. ამას მოასხავ ზემოდან. მუსაკას შედგავ ცხელ200 გრადუსიან ფურნოში და დაახლოებით ნახევარ საათში გამოიღებ. ოდნავ უნდა შეწითლდეს ბელსამელი. -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 2nd June 2024 - 03:02 AM |