IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> დიდი ქალაქები
ირმა
post May 17 2009, 02:43 PM
Post #1


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა







დიდი ქალაქები,– იცით რა არის დიდი ქალაქები?
–დიდი ქალაქები უჰაერობაა, შავი გამონაბოლქვია, თუ მათში პირველად მოხვდით, დააკვირდით თქვენს ენას რა მტვერის გემო აქვს, რა ცუდი სუნია გამონაბოლქვის, თუ დიდხანს დარჩით დიდ ქალაქში, მიეჩვევით და არც მტვერის გემოს იგრძნობთ და არც გამონაბოლქვის სუნი შეგაწუხებთ, მოგენატრება დილა, როცა მზე შენ ფანჯარაში იჭყიტებოდა, მზეს ვეღარ ხედავ უმეტეს სახლებში... ოჰ, რა ძნელია გადაადგილება დიდ ქალაქში, 10-15 წუთის სავალს ერთი საათი ანდომებ ხშირად, მაგრამ ეჩვევი ამასაც, უფრო ადრე სახლიდან გამოსვლა და უფრო გვიან სახლში მისვლა. დაუმთავრებელი გაჭედვები გზებზე, მანქანებისა... დღე ერთი და ასობით მსხვერპლი მარტო მანქანებისგან.
დიდი ქალაქის ყოველი მესამე მაინც კიბოთი დაიღუპება. სამოთხე გვქონდა სანამ ქალაქებს ავაშენებდით. არ ვიცოდით მაშინ რა კარგად ვიყავით, სუფთას ვსუნთქავდით, სუფთას ვსვამდით, სუფთას ვჭამდით.
ახლა სუფთას მხოლოდ ის სუნთქავს, ვისაც სადმე გარეუბანში აქვს სახლი.
ადამიანები ძალიან გამრავლდნენ, შორეულ სოფელში ქალაქი თვითონ შემოვიდა და სოფელი ქალაქისაგან გადაიყლაპა და სულ მიიწევს და მიიწევს, არ ჩერდება მთელი სუფთა სოფლების შთანთქმას აპირებს. ხალხო!!!!! ხალხოოოოო!!!!!! რას ელოდებით?! შეჩერდით და გააჩერეთ ქალაქი, არ გაუშვათ წინ, ნუ გააჩეხებინებ და გადააწვევინებ დარჩენილ ხეებს.
მაპატიეთ, მაპატიეთ ცოტა მკვრეხლობა გამომდის, მაპატიეთ რომ ასე გელაპარაკებით ყველას, უბრალოდ ეს დავინახე და მინდა გაგიზიაროთ ჩემი ხედვები. რა წინასწარმეტყველი და მაგისთანა, შეხედეთ, დააკვირდით დიდ ქალაქებს და თქვენს მომავალ ტანჯვას დაინახავთ.
გააჩერეეეეეეთ! ქალაქი გააჩერეთ, მთლიანად ჩაგვყლაპავს. გააჩერეთ ქალაქი, თორემ ჯოჯოხეთის მაცხოვრებლებად ვიქცევით ყველა.
ადამიანო! – მიეცი ნება ბუნებას, კვლავ აღორძინდეს, გაუფრთხილდი მას. გაახილე თვალი, დაინახე, დაინახე შენი გზა,– ის ქალაქი ნუ გახდება! მოინდომე მისგან წასვლა და ილოცე რომ ქალაქი არ მოვიდეს შენთან და არ გადაგყლაპოს, თორემ ისევ გადაბარგება მოგიწევს, ბოლოს არც ძალა გექნება და არც შესაძლებლობა გაცლისა და დამორჩილდები ბედს. შევჩერდეთ, ხალხო, თითეულმა დავიწყოთ და შევჩერდეთ, ნუ დავუშვებთ ასეთ ზრდას ქალაქებისას...


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
Zet
post May 19 2009, 12:05 PM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Root Admin
Posts: 2,939
Joined: 24-January 07
From: astral
Member No.: 1

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ირმა კი გეთანხმები ყველაფერში მარა ამას მეორე მხარეც აქვს... ეს ინდივიდულაურია ვის რაუნდა, მაგრამ ზოგისთვის ქალაქში ცხოვრება და ეს რითმი ბევრათ მეტს აძლევს ვიდრე სადმე სოფელში ან ბუნებაში..
ქალაქში ადამინი ინტელეკტუალურადაც ბევრად ვითარდება, და ბევრ გამოცდილებასაც იღებს... კი გასაგებია რო ჯამრთელობის მხრივ ბუნებაში ცხოვრებას ვერ შეადრი მარა რაარი ჯამრთელობა.. ადამიანი კვდება და ჯამრტელობა ფიზიკურ სხეულთან ერთად კვდება)) და გამოცდილება და ინტელექტი სამუდამოდ რჩება.. ელემენტარულად რო აიღო სეფელში გაზრდილი ადამიანი და ქალაქში გაზრდილი ადამიანი მათ ინტელექტში დიდ სხვაობას ნახავ..
და კიდე ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ესეთი თემპით თუ წავიდა განვითარება ეკოლოგიური კატასტროფები ადრეთუ გვიან დაანგრევს ამ ქალაქებს, და ეგეთ ქალაქში ცხოვრების შანსი ახლო მომავალში აღარც იქნება... და ბუნება ყოველთვის იყო და მომავალშიც ყოველთვის იქნება.. და მე ვფიქრობ რომ რახან ადამიანი ქალაქში დაიბადა არუნდა გაუშვას მასში ცხოვრების შანსი, იმიტომრომ ბუნებაში მას ისედაც უამრავი ცხოვრება უცხოვრია უმეტეს შემთხვევაში და მომავალშიც ბევრი ამის შანსი იქნება...
და საერთოდ დიდი ქალაქებს რომ მართო უარყოფითი მხარე ქონდეს და არაფერი სარგებლობა არ მოქონდეს სულისთვის მაშინ ის არც არასდროს არ იარსებებდა))
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic


Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 6th June 2024 - 11:31 PM