Norse Mythology, Peter Andreas Munch |
Norse Mythology, Peter Andreas Munch |
Dec 26 2008, 04:03 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 555 Joined: 25-December 08 From: Last Homely House Member No.: 5,888 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
http://files.meetup.com/262110/munch-pdf.pdf წიგნი
http://oaks.nvg.org/norb.html - საიტი აი ხალხო... ძალიან კარგი წიგნი ჩრდილოურ მითოლოგიაზე... მუნჩის შემოქმედებაა.... ვისაც გაინტერესებთ იმათთვის რა თქმა უნდა.... ამ თემაში დავდებ წიგნებს და Word ის ფაილებს ჩრდილოელებზე და მათ მითოლოგიაზე.. P.S. იმედია არ დახურავთ... ძველი თემაა, ლინკები არ მუშაობდა, ავტორი აღარ შემოდის ფორუმზე. ამიტომ მე თვითონ განვაახლებ ლინკებს. tikoroma -------------------- A Bereth thar Ennui Aeair! Calad ammen i reniar Mi 'aladhremmin ennorath. A Elbereth Gilthoniel I chin a thûl lín míriel... მე მამაჩემის შვილსა და ბაბუაჩემის შვილიშვილს, სახლში მიკიდია ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის სურათი... © HerenIstarion |
|
|
Jun 3 2009, 04:44 PM
Post
#2
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 555 Joined: 25-December 08 From: Last Homely House Member No.: 5,888 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Ragnarok
ჩრდილოელ გერმანელთა შორის ბატონობდა რწმენა, რომ ერთხელ სამყარო უნდა დაღუპულიყო და მასთან ღმერთებიც, რომელთაც ვერ შეძლეს ზნეობრივი სიწმინდის დაცვა, დანაშაულს დანაშაულზე უმატებდნენ. ღმერთების დაისის ანუ სამყაროს დაღუპვის წინ ზედიზედ სამი მკაცრი ზამთარი უნდა ყოფილიყო, ადამიანთა ბოროტება ზომას უნდა გადასულიყო. ჯერ ომი, სისხლისღვრა და ხოცვა-ჟლეტა არ წყდებოდა. ვაება გაისმოდა ყოველი მხრიდან. მამა და შვილი ერთმანეთს არ ინდობდნენ, ძმა ძმას არ ენდობოდა, ფიცს უტეხდა. საქორწინო კავშირი ირღვეოდა და მუშტის კანონი გაბატონდა. განუწყვეტლივ ელავდა გაშიშვლებული ხმალი და ბრძოლის ველზე ეცემოდა უამრავი ადამიანი. ბოლოს დადგა გრძელი ზამთარი, რომელიც სამ ზამთარზე დიდხანს გაგრძელდა და მას ფიმბულვინტერს ეძახდნენ (Fimbulwinter). ყოველი მხრიდან თოვლი ცვიოდა. წყლები გაიყინა. კვნესა და გმინვა ისმოდა ტყეში. ძველი მძლავრი ხეები ხმაურით იქცეოდნენ. სუსხიანი ქარი სისინებდა და მზემ ძალა დაკარგა. შემდეგ მოხდა რაღაც საშინელი. ერთმა მგელმა მზე ჩაყლაპა, მეორემ მთვარე. ჩაქრა ვარსკვლავები და ყველა მნათობი ძირს დაცვივდა. კლდე შეირყა და მთა ჩამოიქცა. ზღვა აბორგდა და ქარიშხალი გამძვინვარდა. რაც მიჯაჭვული იყო, ყველაფერმა თავი აიშვა. იორმუნგანდმა ზღვა მიატოვა და ხმელეთზე გადმოვიდა. აღმოსავლეთიდან წამოვიდა გემი, რომელიც მკვდართა თითებისა და ფრჩხილებისგან იყო აგებული - ნაფლგარი (Naflgar). ბანზე თურსები ისხდნენ და ყინულის ბუმბერაზი ჰრიმრი უსვამდა ნიჩაბს. მეორე გემი ჩრდილოეთიდან მოაცურა ლოკიმ (Loki). გემი გაჭედილი იყო ჰელის (Hel) სამეფოს სასტიკი მეომრებით. -------------------- A Bereth thar Ennui Aeair! Calad ammen i reniar Mi 'aladhremmin ennorath. A Elbereth Gilthoniel I chin a thûl lín míriel... მე მამაჩემის შვილსა და ბაბუაჩემის შვილიშვილს, სახლში მიკიდია ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის სურათი... © HerenIstarion |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 9th June 2024 - 03:25 PM |