Norse Mythology, Peter Andreas Munch |
Norse Mythology, Peter Andreas Munch |
Dec 26 2008, 04:03 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 555 Joined: 25-December 08 From: Last Homely House Member No.: 5,888 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
http://files.meetup.com/262110/munch-pdf.pdf წიგნი
http://oaks.nvg.org/norb.html - საიტი აი ხალხო... ძალიან კარგი წიგნი ჩრდილოურ მითოლოგიაზე... მუნჩის შემოქმედებაა.... ვისაც გაინტერესებთ იმათთვის რა თქმა უნდა.... ამ თემაში დავდებ წიგნებს და Word ის ფაილებს ჩრდილოელებზე და მათ მითოლოგიაზე.. P.S. იმედია არ დახურავთ... ძველი თემაა, ლინკები არ მუშაობდა, ავტორი აღარ შემოდის ფორუმზე. ამიტომ მე თვითონ განვაახლებ ლინკებს. tikoroma -------------------- A Bereth thar Ennui Aeair! Calad ammen i reniar Mi 'aladhremmin ennorath. A Elbereth Gilthoniel I chin a thûl lín míriel... მე მამაჩემის შვილსა და ბაბუაჩემის შვილიშვილს, სახლში მიკიდია ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის სურათი... © HerenIstarion |
|
|
Jun 3 2009, 04:45 PM
Post
#2
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 555 Joined: 25-December 08 From: Last Homely House Member No.: 5,888 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ვალჰალის ოქროს სავარცხლიანმა და ჰელჰაიმის შავყვითელმა მამლებმა, აქამდე ხმას რომ არ იღებდნენ, იეთი ძალით იყივლეს, რომ სასახლეები შეარყიეს.
შეიარაღდნენ ღმერთები და მათი თანამოლაშქრეები, რაშებს მოახტნენ. თავჩაქჩქნიანები და შეჯავშნულნი დაეშვნენ დედამიწაზე. წინ ოდინი მიუძღოდათ. თავს ოქროს მუზარადი უმშვენებდა, მკერდს - მტკიცე ჯავშანი. ხელში სატყორცნი შუბი ეჭირა. ვიგრიდის ველზე მოხდა ღმერთებისა და მათი თანამოლაშქრეების ბრძოლა მრისხანე მტერთან. ოდინი ფენრირის შესახვედრად გაეშურა. საზარელმა ყმუილმა შეძრა ფართო ველი. შიშით შესცქეროდა ღმერთების მეფე მრისხანე მხეცს, რომელიც თვალებიდან და პირიდან ცეცხლს აფრქვევდა. საზარელი პირი ფართოდ დააღო და ოდინ ძლიერი გადაყლაპა. უეცრად მოვარდა ვიდარი, ოდინის ძლევამოსილი შვილი, და როგორც ითქვა, მგელს ეცა, ქელი ჯადოსნური ფეხსაცმლით დაცული ფეხი დაადგა ქვედა ყბას, მეორე ყბა მძლავრად აზიდა და ურჩხული შუაზე გახლიჩა, შემდეგ ასევე გაუპო ფენრირს გული. ასე იძია შური დაღუპული მამისთვის. ამასობაში თორმა მოლნირი ტყორცნა იორმუნგანდს და თავი გაუპო. მაგრამ ურჩხულის შხამიანი ამონასუნთქი მოხვდა, წაბარბაცდა და უსულოდ დაეცა ძირს. ჰეიმდალი ლოკის შეება. ორთაბრძოლა ორივეს სიკვილით დასრულდა. ტირი შეებრძოლა ნიფლჰაიმიდან ამოსულ გუშაგ ძაღლს გარმს და ორივე დაიღუპა ფრაირს თავისი ხმალი არ ჰქონდა და სურტრმა მოკლა. გამარჯვებულმა ბუმბერაზმა ჰაერში ცეცხლი აისროლა და ქვეყნიერებას ხანძარი გაუჩნდა, ზღვა ადუღდა. დედამიწა უძირო უფსკრულში ჩაეშვა და ჩიფშვნა. ზედ ალი გადაეფარა. დასრულდა დიდი ბრძოლა. მიწყდა ხმა. აღარ იყვნენ ღმერთები და არც სამყაროები. მსოფლიო სამარეს საიდუმლოებით მოცული სასიკვდილო დუმილის ნისლი ჩამოაწვა. -------------------- A Bereth thar Ennui Aeair! Calad ammen i reniar Mi 'aladhremmin ennorath. A Elbereth Gilthoniel I chin a thûl lín míriel... მე მამაჩემის შვილსა და ბაბუაჩემის შვილიშვილს, სახლში მიკიდია ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის სურათი... © HerenIstarion |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 1st June 2024 - 03:38 PM |