ეკოლოგია, გარემოს დაცვა |
ეკოლოგია, გარემოს დაცვა |
Jan 30 2009, 03:28 PM
Post
#1
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამ ბოლო დროს უფრო და უფრო შეიმჩნევა სამყაროს დაბინძურება, რომელიც ადამიანის ხელის ჩარევით მოხდა. ნადგურდება ულამაზესი ტყეები, გადაშენების პირზეა უამრავი ცხოველი და ფრინველი, დნება ყინულთა ლოდები. თერმომეტრი ნელ-ნელა მაღლა იწევს, ეს გამოიწვევეს, მრავალი არსების დაღუპვას... უამრავია პრობლემა და გამოსავალს ჯერ ვერავინ ხედავს, წამალი არ არსებობს ჯერჯერობით ამ ავადმყოფობისა, რომელიც ჩვენ შევყარეთ ჩვენს მშობელს, დედას, დედამიწას
რაც დრო გადის მით უარესდება მდგომარეობა და ამ შემთხვევაში გამოთქმა „დრო მკურნალია“ გადაქცეულია,–დრო დამღუპველიად დიახ, სამწუხაროდ დრო იწურება, ნათლად ჩანს, მეცნიერები აღარ მალავენ საშიშროებას, რაც ამ მოვლენებს მოჰყვება. არ გამოირიცხება, რომ მრავალი გამოთვლა შეიძლება არ იყოს მართალი(ნეტავ არ იყოს), მაგრამ სულ ცოტა დრო დარჩა–2050 წლისთვის ამბობენ, რომ (ასეთი რითმით თუ ვივლით) მილიონამდე ცოცხალი ორგანიზმი განადგურდებაო. ეს თემა ძალიან დიდია. ყველა ადამიანმა უნდა შეეცადოს პატარა საქმე გააკეთოს, დაიცვას დედა-ბუნება.ველოდები თქვენს გამოხმაურებას. -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Jun 30 2009, 01:49 PM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Shou
რომელ ტერიტორიას ალაგებდით TeO? არ ჩამოყარო რა ყურები გთხოვ მეც დაგეხმარები, ვთქვათ დილას ძალიან ადრე ყოველთვის მცალია, აი, ცოტა მოგვიანებით კი, არ ვიცი, ძირითადად დაკავებული ვარ. მე ისიც არ მომწონს ციყვების შესასვლელთან დაჟანგული წარწერა და ბოძები რომ არის. შეღებვა არ იქნებოდა ურიგო. ვიცი, ეს უფრო ესთეტიკასთან არის კავშირში ვიდრე ეკოლოგიასთან მაგრამ ესეც მნიშვნელოვანია. საერთოდ (ვიცი ეხლა ამისათვის შეიძლება ჩამქოლონ) ვფიქრობ კუს ტბაზე მანქანების მოძრაობის საათები უნდა შეიზღუდოს თუ გვინდა ერთი წერტილი მაინც შევინარჩუნოთ ეკოლოგიურად სუფთა. არ ვიცი რა ინსტანციებში შეიძლება ამ საკითხის დაყენება (საკმაოდ არაპოპულარული იდეაა) მაგრამ ალბათ ღირს გაგება და თავის შეწუხება რადგან კუს ტბის ”გაპაპსავებამ” ამ მიდამოებში ჰაერის დაბინძურება გამოიწვია აშკარად. იმ დღეს არავინარ აუშვეს ზემოთ, რაღაც ქიმიკატებიაო გაშვებული. საბოლოო ჯამში შეიძლება ქიმიკატებით რაიმე კონკრეტული პრობლემა დროებით მოგვარდეს მაგრამ სავარაუდოდ სხვა რაღაც უფრო დიდ დაზიანებას გამოიწვევს კარგი იდეები გაქვს. იქნებ რაიმე წერილი დავწეროთ და პარლამენტში გავგზავნოთ, რას იტყვით? -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 11th June 2024 - 03:07 AM |