სწორი კვება |
სწორი კვება |
Feb 12 2007, 12:12 PM
Post
#1
|
|
RED soul Group: Members Posts: 125 Joined: 24-January 07 From: Tbilisi Member No.: 2 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
იკვებებით თუ არა სწორედ, როგორ გესმით სწორედ კვება?
|
|
|
Jul 16 2009, 05:29 PM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 868 Joined: 19-June 08 From: Tbilisi Member No.: 2,617 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მცირედი ინფორმაცია ვეგეტერიანელობაზე
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ვეგეტარიანიზმი სხვადასხვა ხარისხით არის გავრცელებული. ცნობილია, რომ ვეგეტარიანიზმის კლასიკური გაგება მოიაზრებს ცხოველური საკვებიგან თავის შეკავებას. თუმცა არსებობს მისი რადიკალური ფორმაც - ვაგანიზმი (არ ჭამენ არც ხორცს, არც რძის პროდუქტებს, არც კვერცხს და არც თაფლს). უფრო ლიბერალურ ფორმებს მიეკუთვნება ლაქტო-ვეგეტარიანიზმი (რძის პროდუქტების დაშვება), ოვო-ვეგეტარიანიზმი (კვერცხის დაშვება, მაგრამ რძის პროდუქტებზე უარის თქმა), ლაქტო-ოვო-ვეგეტარიანიზმი (რძის პროდუქტების და კვერცხის დაშვება), პესცეტარიანიზმი (თევზის დაშვება). როგორც აღმოჩნდა, საქართველოს უბრანული მოსახლეობის 21%-მა სრულიად არ იცის რას ნიშნავს ვეგეტარიანელობა. ხოლო მათ შორის ვინც იცის (79%), ბევრს ვეგეტარიანელობაზე არასრულყფილი წარმოდგენა აქვს: სრული უმრავლესობისთვის ცნობილია, რომ ვეგეტარიანელები არ ჭამენ ხორცს (99%), თუმცა მხოლოდ ერთმა მესამედმა (30%) იცის, რომ ასეთი ადამიანები ასევე არ მოიხმარენ რძის პროდუქტებს და კვერცხს. საერთშორისო გამოკითხვების თანახმად, ვეგეტარიანიზმი განსაკუთრებით გავრცელებულია აშშ-ში, ბრიტანეთსა და ნორვეგიაში, ხოლო სამხრეთ ამერიკაში, ესპანეთში და საფრანგეთში ძალზე იშვიათი მოვლენაა. კვლევებმა ცხადყო, რომ საქართველოც იმ ქვეყნებს მიეკუთვნება, სადაც ვეგეტარიანელობა ნაკლებად გავრცელებული ცხოვრების სტილია: კლასიკურ ვეგეტარიანელობას საქართველოს ურბანული მოსახლეობის მხოლოდ 0.02% მისდევს. 0.7% კი ლიბერალური ვეგეტარიანელია, ანუ თავს იკავებს მხოლოდ ხორცისგან, მაშინ როდესაც შეუზღუდავად მიირთმევს რძის პროდუქტებს, კვერცხს და ზოგჯერ თევზსაც. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 8th June 2024 - 04:32 AM |