![]() |
![]() |
![]()
Post
#1
|
|
VIOLET soul ![]() Group: Root Admin Posts: 2,939 Joined: 24-January 07 From: astral Member No.: 1 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
აბა დაწერეთ თქვენი აზრი ოშოს წიგნებზე... თუ წაიკითხეთ რომელიმე....
|
|
|
![]() |
![]()
Post
#2
|
|
RED soul ![]() Group: Members Posts: 271 Joined: 23-July 09 From: Georgia,Tbilisi Member No.: 6,001 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
ოშო! რაც ნიშნავს "პიროვნებას რომელსაც ზეცა აყრის ყვავილებს". მისი ნამდვილი სახელია ბჰაგვან შრი რაჯნიშ
მისი ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული და ლექციები მოსმენილი, ნანახი და ა.შ. გარდა ამისა მან ჩემ მეგობრებს სახელები უწოდა რომელიც წერილის სახით გამოუგზავნა თავისი კომუნიდან, რომელიც ინდოეთის ზღვისპირა ქალაქ პუნეშია (პუნა). არიან ამ ფორმუმზე მყოფნი ვისაც მოწონს მისი მოძრვრებები და დოქტრინები და ასე შემდეგ მართალია ის თავის სწავლებებს დოქტრინებს არ ეძახდა მაგრამ ყველა კომუნა რაც კი არსებობს დედამიწის ზურგზე დოქტრინებით ხელმძღვანელობს, მიუხედავად იმისა რომ ეს დოქტრინები შეიძლება აბსოლუტურად ძირეულად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ზოგი ამბობს რომ მისი წიგნები არ უნდა წაიკითხოთ და ა.შ. ეს უფრო ორთოდოქსალურ აკრძალვის კატეგორიალში შედის, მაგრამ აქვე უნდა იყოს მითითებული თუ რატომ არ "უნდა" წაიკითხოს საზოგადოებამ მისი ლიტერატურა? ზოგს მოწონს მისი ფილოსოფია და იძახიან რომ ის ეხმარება ხალხს რომ საკუთარ თავში აღმოაჩინონ დამოუკიდებელი ცოცხალი არსება რომელიც მარადიულია, მაგრამ საქმე სულ სხვა რამეშია ჩემი აზრით. საერთოდ როდესაც ოშოზე ვსაუბრობთ მოდი ნუ განვიხილავთ მის ფილოსოფიას როგორც ცალკე მდგომს. სინამდვილეში იმ ქვეყანაში საიდანაც წარმოშობით იყო, მრავალი გურუ და სულიერი მასწავლებელი ქადაგებდა და ქადაგებს ანალოგიურს რასაც ის ქადაგებდა. ძნელი მისახვედრი არ არის თუ რა ფილოსოფიაზე ვსაუბრობთ. თუკი ცოტათი მაინც გაცნობილხართ აღმოსავლურ ლიტერატურას, მიხვდებით რომ ოშოს მოსაზრებები არაფრით არ განსხვავდება ნებისმიერი ცნობილი თუ ნაკლებადცნობილი აღმოსავლელი სწავლულების მოსაზრებებისგან. მაგალითად იყო ასეთი სულიერი მასწავლებელი ინდოეთში ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ, რომელიც მიჩნეული კრშნას ინკარნაციად, და მისი მთავარი მოძღვრება მდგომარეობდა მაჰა მანტრას გალობაში, ანუ როდესაც ადამიანი გალობს კრშნას წმინდა სახელებს. ასევე ოშოს ჰყავდა ინსტრუმენტალური ბენდი რომლებიც უკრავდნენ სხვადასხვასახის და დანიშნულების მუსიკებს მედიტაციისათვის. მაგრამ რაც მთავარია ოშო მიეკუთვნება იმ კატეგორიას აღმოსავლელი ფილოსოფოსებისა რომლებიც არ აღიარებენ ღმერთს როგორც პიროვნებას. მათ იმპერსონალისტებს უწოდებენ. ჩემი აზრით ოშო იყო პოპულარული იმპერსონალისტი ფილოსოფოსი და დიდი ათეისტი ! ხაზს ვუსვამ კლასიკური ატეიზმის ინტერპრეტირებული ვარიანტის გამტარებელი პრაქტიკაში! ასე რომ როცა ვამბობთ რომ არ უნდა წავიკითხოთ ოშოს წიგნები, ვერ გეტყვით უნდა წავიკითხოთ თუ არა, მე მაგალითად ბევრი მაქვს წაკითხული რაზეც ზემოთ ვისაუბრე, მაგრამ თუკი გვაინტერესებს ათეიზმი, მაშინ მშვენიერი კაშკაშა დილის ვარსკვლავად გვევლინება ბატონი ბჰაგვან შრი რაჯნიში! ჩემი აზრით ამ თემაზე მსჯელობა შეიძლება და საფუძვლიანი დისკუსიის გამართვაც. |
|
|
![]() ![]() |
Lo-Fi Version | Time is now: 22nd June 2024 - 09:42 PM |