ასტრალში vol.2, ვინ სად როდის და როგორ.... |
ასტრალში vol.2, ვინ სად როდის და როგორ.... |
Jan 28 2009, 06:20 PM
Post
#1
|
|
VIOLET soul Group: Root Admin Posts: 2,939 Joined: 24-January 07 From: astral Member No.: 1 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამ თემის პირველი ნაწილი დაიკარგა, და სანამ გამოჩნდება.. დავწეროთ ვინ სად როდის და როგორ....
|
|
|
Jul 25 2009, 01:27 AM
Post
#2
|
|
RED soul Group: Members Posts: 271 Joined: 23-July 09 From: Georgia,Tbilisi Member No.: 6,001 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
georgius-asmoday
გაგვიმიჯნე! პირველ რიგში მე არ მითქვამს გავმიჯნავ მეთქი, დავწერე გავმიჯნოთთქო. ასე რომ არაფერს არ გაგიმიჯნავთ. რაც შეეხება სხეულების რაობას ამის შესახებ აღმოსავლურ და დასავლურ ფილოსოფიაში ბევრი ინფორმაცია მოიძებნება. განსხვავებები არის მაგრამ ძირეულ საკითხებში მსგავსებაა. მაგალითად აღმოსავლურ ფილოსოფიურ წერილებში ადამიანი 8 ძირითადი ელემენტისგან შედგება ესენია მიწა, წყალი, ცეცხლი, ჰაერი, ეთერი, ჭკუა, გონება და ცრუ ეგო. აქედან პირველი ოთხი უხეშ მატერიას წარმოადგენს რომლისგანაც ფიზიკური სხეული შედგება. ეთერი ბგერითი არეალია ადამიანისა რომელიც გარკვეულ სხეულებრივ ფორმას იძენს დროთა განმავლობაში, ჭკუა და გონება ანუ ადამიანის მენტალიტეტი, მენტალურ ანუ აზრობრივ სხეულს ქმნის, ცრუ ეგო კი ჩვენი მოჩვენებითი ცნობიერებაა, რომელიც ვითომ ამ ყველაფერს აცნობიერებს. დასავლურ ფილოსოფიაში ძირიტადად 4 ასპექტია ადამიანის სხეულისა ესენია ფიზიკური სხეული, ეთერული სხეული, მენტალური სხეული და გრძნობადი ანუ მშვინვიერი სხეული. ასტრალური სხეული ეს არის სულიერსა და მატერიალურ სხეულებს შორის არსებული სხეული, შეგვიძლია ვთქვათ დანარჩენი სხეულების ერთობლიობა, ანერთი რომელიმე, ან ზოგადად რამოდენიმე ერთად. აქედან გამომდინარე ასტრალში ყოფნა რას ნიშნავს? როგორ უნდა იყო ასტრალში როცა ისედაც ხარ? სანამ ფიზიკური სხეული აქვს ადამიანს ასევე აქვს ასტრალური სხეული და ფიზიკური სხეულის დატოვების შემდეგაც არ ტოვებს ასტრალურ სხეულს, მაგრამ ვერ გეტყვით ზუსტათ რსადამდე? ასე რომ თუ ჩვენ მარტო ფიზიკურ სხეულზე ვიფიქრებთ რომელიც დაბალი დონის მატერიისგან შედგება შედარებით ნატიფი მატერიალური სხეულების არსებობაც კი დაგვავიწყდება ეს არის და ეს. ხოლო რაც შეეხება ცნობიერებას ეს არის სულის გამოვლინება, ანუ რითიც შეგვიძლია დავახასიათოთ სული. ყველაფერი ცნობიერებაზეა დამოკიდებული თუ აცნობიერებ რომ გაქვს ასტრალური სხეული მიხვდები რომ გაქვს და აღიქვამ მას, მაგრამ თუკი ვერ აცნობიერებ ეს იმას არ ნიშნავს რომ ასტრალი რაღაც დამოუკიდებელი სუბსტანციაა და მაში უნდა შეხვიდე და იყო. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 26th May 2024 - 11:19 AM |