![]() |
![]() |
![]()
Post
#1
|
|
![]() VIOLET soul ![]() Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
ეს თემა ვეგეტერიანთა სამზარეულოს ეხება. ამ ფორუმის უმეტესი წევრები ან ვეგეტერიანები არიან, ან აპირებენ გახდნენ ვეგეტერიანები. მე მიყვარს ვეგეტერიანთა სამზარეულო, უბრალოდ ერთი ნაბიჯი მაკლია რომ მეც გავხდე ოვო-ლაქტო ვეგეტარიანელი
![]() ![]() ვეგეტარიანობა ჯანმრთელობისათვის კარგია, ბევრი მაგალითი შეგვიძლია გავიხსენოთ როცა ადამიანი ხორცს არ ჭამს, უფრო ჯანმრთელიც არის და უფრო დიდხანსაც ცოცხლობს ![]() ციტატა QUOTE(Sunny @ Dec 9 2009, 05:44 PM) ეს ისე ზოგადი ექსკურსი - არსებობს ვეგეტარიანიზმის 4 ძირითადი ტიპი: 1. Lacto-ovo vegetarianism - იკრძალება მხოლოდ ხორცი. კვერცხის, რძის პროდუქტების და თაფლის ჭამა ნებადართულია. 2. Lacto vegetarianism - იკრძალება ხორცი და კვერცხი. რძის პროდუქტები და თაფლი შეიძლება. 3. Ovo vegetarianism - იკრძალება ხორცი და რძის პროდუქტები, დაშვებულია კვერცხი. 4. Veganism - აკრძალულია ხორციც, რძის პროდუქტებიც, კვერცხიც და თაფლიც. ამ დაყოფებიდან შეგიძლიათ ამოიცნოთ თქვენი თავი, თუ რომელ საფეხურს ეკუთვნით მე პირველზე ვარ ოვო-ლაქტო ვეგეტარიანელი, რომელიც ფაქტიურად არც ითვლება ვეგეტარიანელობად პრიმიტიული ფორმაა )))))) ამ თემაში დავწეროთ სამზარეულო რეცეპტები, რომელიც ოვო-ლაქტო ვეგეტარიანელებს ეხებათ. კარგი იქნება სურათებით რომ უფრო გალამაზდეს თემა ![]() სწორი კვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ადამიანისათვის, კვების დროს ადამიანი იღებს სასიცოცხლო ენერგიას ![]() ![]() -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
![]() |
![]()
Post
#2
|
|
![]() YELLOW soul ![]() Group: Members Posts: 737 Joined: 2-March 10 Member No.: 6,165 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
ირმა ძალიან გემრიელად გამოიყურება. დედააჩემი აკეთებს ხოლმე, მიყვარსსსსსს.
(ცილა რომ სიცოცხლისთვის აუცილებელია და ბევრი ფუმქცია აკისრია აღარ დავწერ) ცილა შედგება ამინომჟავების გრძელი ჯაჭვისგან. 20 მათგანს, რომლებისგანაც ადამიანის ცილა შედგება proteinogene ამინომჟავები ქვიათ. მათგან 8 არის ესენციური, სიცოცხლისთვის აუცილებელი, ორგანიზმი თვითონ ვერ გამოიმუშავებს, ამიტომ საკვებით უნდა შევავსოთ ისინი. არის მცდარი მოსაზრება, რომ მცენარეული საკვებით მათი შევსება შეუძლებელია. ყველაზე მაღალი ქულა ცილების რაოდენობაში აქვს კვერცხის ცილას_100! მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ორგანიზმი 100% ვერ შითვისებს მას. ასეთი შეფასებით სოიას პროტეინს ეკუთვნის 81 ქულა, ძროხის ხორცს 80, ლობიო და სიმინდს 72, ბრინჯს 66. მცენარეული პროტეინი შედარებით ნაკლები ღირებულებისაა, მაგრამ მათი შერწყმით სხვა შედეგს ვიღებთ. მაგ: ლობიო და სიმინდი ერთად (დაუშვად რომელიმე სალათაში) 99_ზე ადის. კითხვაზე რამდენი ცილა ესაჭიროება ადამიანს, მეცნიერები ბოლო დროს სულ უფრო და უფრო დაბლა "ჩამოდიან". სპორცმენი, რომელსაც დიდი ძალა სჭირდება 0,8გ ცილა/ 1კგ _ზე ( ანუ რამდენსაც იწონის) თავისუფლად ეყოფა. მცენარეული ცილები: ცილების შემადგენლობა გრამებში/100გრამში სოიას ხორცი 44 სოიას ფქვილი 38 პარკოსანი მცენარეები 20_35 (ლობიო არსებობს უთვალავი ზომის, ფერის დასახელების; გაროხი, სოიას მარცალი, გრეჩიხა, ლინზები არსებობს უამრავი ფერის, ზომის, გემოსი და კიდევ ბევრი მეც არ ვიცი ) სელის თესლები 28 (სხვათაშორის აქ გავიგე თუ არსებობდა საერთოდ სელი ) მიწისთხილი მოხალული 27 მზესუმზირა 27 ყაყაჩოს თესლი 20 seitan 20 ( ვეგე კუთხეში იყიდება ხოლმე მაღაზიაში) გამხმარი სოკოები 16_20 მარცვლეული 7_13 tofu 10 სოიას რძე 3_4 კომბოსტოს ოჯახის "წევრები" 3_5 ცხოველური ცილები: დაძველებული ყველი 20_30 ახალგაზრდა ყველი 15_25 ძროხის ხორცი 21 ღორის ხორცი 20 თევზი 15_20 ფინველის ხორცი 13 ხაჭო 12 ძროხის რძე 3_4 სალა 3 |
|
|
![]() ![]() |
Lo-Fi Version | Time is now: 19th June 2024 - 10:59 PM |