შრილა პრაპჰუპადა, აუდიო ლექციები |
შრილა პრაპჰუპადა, აუდიო ლექციები |
Feb 2 2010, 08:26 PM
Post
#1
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამ ლინკზე შრილა პრაპჰუპადას ძალიან ბევრი და საინტერესო ლექციაა. ვედების მოყვარულებს (და არა მარტო) გირჩევთ მოუსმინოთ
უზარმაზარ გავლენას ახდენს ადამიანის ცნობიერებაზე და რა თქმა უნდა სასიკეთოს. http://www.krishna.org.ua/world/index.php?...&Itemid=220 ძირითადად "ბჰაგავატ გიტას" და "შრიმად ბჰაგავატამის" კომენტარებია. პ.ს. მსურველები შემიძლია ნებისმიერ კვირა დღეს წავიყვანო (თუ მეცლება) კრიშნაიტების აშრამში. მოისმენთ ლექციას, კირტანს. გაჩუქებენ წიგნებს და გაგიმასპინძლდებიან გემრიელი საჭმლით ყველაზე საინტერესო იქ მისვლა დღესასწაულებზეა. დაინტერესებულები შემეხმიანონ ხოლმე -------------------- ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა «კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა» |
|
|
May 3 2010, 11:47 AM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
"ცოცხალი არსებები უფლის განუყოფელ ნაწილაკებს წარმოადგენენ. არსებობს მათი ორი სახეობა - ნიტია-მუკტა და ნიტია-ბადდჰა. ნიტია-მუკტები არიან მარადიულად განთავისუფლებული სულები. ისინი გამოვლენილი მატერიალური ქმნილების მიღმა არსებულ უფლის მარადიულ სავანეში მისი გამუდმებული ტრანსცენდენტული სასიყვარულო სამსახურით არიან დაკავებული. მაგრამ ნიტია-ბადდჰა, ანუ მარადიულად განპირობებუილი სულები უფლის გარეგან ენერგიაზე, მაიაზე არიან მიბარებული, რათა უზენაეს მამის წინააღმდეგ აჯანყებული ბუნება გამოისწორონ. ნიტია-ბადდჰებს სამუდამოდ დავიწყებიათ, რომ როგორც მის განუყოფელ ნაწილაკებს, კავშირი აქვთ უფალთან. ილუზორული ენერგია ატყუებთ მათ, თითქოს მატერიის ნაწილები იყვნენ და ამდენად, მატერიალურ სამყაროში ბედნიერების მოსაპოვებლად ძალზე მოუცლელნი არიან. ისინი მხიარულად ადგენენ გეგმებს, მაგრამ უფლის ნებით, გეგმის შემდგენელებიცა და გეგმებიც გარკვეული დროის შემდეგ ნადგურდება.
"ბჰაგავად-გიტაში" ეს ასეა დამტკიცებული: "ო კუნტის ვაჟო, ამ ეპოქის ბოლოს ყველა ცოცხალი არსება ჩემს ბუნებას ერწყმის და როცა კვლავ შექმნის დრო დგება, ჩემი გარეგანი ენერგიის საშუალებით მე ისევ შექმნას ვიწყებ" (ბ.გ 9.7) სიტყვა ბჰუიაჰ ნიშნავს "კვლავ და კვლავ", ე.ს. იმას, რომ უფლის გარეგანი ენერგიით შექმნის, შენარჩუნებისა და განადგურების პროცესი განუწყვეტლივ გრძელდება. უფალია ყოველივეს მიზეზი. მაგრამ ცოცხალ არსებებს, რომლებიც თავიანთი არსით უფლის განუყოფელ ნაწილებს წარმოადგენენ და ავიწყდებათ ეს ტკბილი ურთიერთობა, კვლავ ეძლევათ გარეგანი ენერგიის კლანჭებიდან თავის დაღწევის საშუალება და მათი (ცოცხალი არსებების) ცნობიერების გამოსაღვიძებლად უფალი განდობილ წერილებსაც ქმნის. განპირობებული სულებისთვის ვედური ლიტერატურა არის მეგზური, რომელიც მათ მატერიალური სამყაროსა და მატერიალური სხეულის გამუდმებული შექმნისა და განადგურებისაგან თავის დახსნაში ეხმარება. "ბჰაგავად-გიტაში" უფალი ამბობს: "ეს შექმნილი სამყარო და მატერიალური ენერგია ჩემს განმგებლობას ემორჩილება. პრაკრტის გავლენით ისინი კვლავ და კვლავ თავისთავად იქმნება და ამას ჩემი ენერგიის საშუალებით ვასრულებ." სინამდვილეში, სულიერ ნაპერწკლებს, ცოცხალ არსებებს, არავითარი მატერიალური სახელები და ფორმები არ გააჩნიათ. მაგრამ მატერიალური ფორმებისა და სახელების მატერიალურ ენერგიაზე ბატონობის სურვილის შესასრულებლად მათ ამგვარი მოჩვენებითი სიამოვნების საშუალება ეძლევათ და ამავე დროს განდობილი წმინდა წერილების გზით ჭეშმარიტი მდგომარეობის გაგებაც შეუძლიათ. სულელი და გულმავიწყი ცოცხალი არსება გამუდმებით ყალბი ფორმებითა და ყალბი სახელებითაა დაკავებული. თანამედროვე ნაციონალიზმი ამგვარი ყალბი სახელებისა და ყალბი ფორმების კულმინაციას წარმოადგენს. ადამიანებს გაგიჟებით სწადიათ მოჩვენებითი სახელი და ფორმა. გარკვეულ პირობებში მიღებული სხეული რეალობადაა მიჩნეული და მიღებული სახელიც განპირობებულ სულს უამრავი "იზმით" ენერგიის არასწორი გამოყენებისაკენ იტყუებს. წმინდა წერილები ჭეშმარიტი მდგომარეობის შეცნობის გასაღებს წარმოადგენს, მაგრამ ადამიანებს ეზარებათ უფლის მიერ სხვადასხვა ადგილისა და დროისთვის შექმნილი წმინდა წერილებიდან გაკვეთილების მიღება. მაგალითად "ბჰაგავად-გიტას" საფუძველზე სიცოცხლის მიზანი განახორციელონ. "შრიმად ბჰაგავატამი" შემეცნების "ასპირანტურის" დონეს შეესაბამება მათთვის, ვისაც "ბჰაგავად-გიტას" პრინციპები გულდასმით აქვთ შესწავლილი. საუბედუროდ, ხალხმა მათი გემო არ იცის და, განმეორებადი დაბადებისა და სიკვდილისათვის განწირული, მაიას კლანჭებში იმყოფება." -------------------- ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა «კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა» |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 1st June 2024 - 11:55 PM |