კრისტალის ქალაქი "ილუმენი" (გზავნილი ჰანიმედიდან), კოსმოსური ოდისეა |
კრისტალის ქალაქი "ილუმენი" (გზავნილი ჰანიმედიდან), კოსმოსური ოდისეა |
Sep 2 2010, 12:44 PM
Post
#1
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 652 Joined: 1-September 10 From: თბილისი Member No.: 6,251 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
....65 მილიონი წლის წინ ორიონის თანავარსკვლავედიდან გამოფრენილი ჰუმანოიდების მცირე ჯგუფი დედამიწაზე ჩამოვიდა, ამ დროს მზის სისტემაში სხვა ცივილიზაციები არ არსებობდა.
ორიონიდან მოსულმა კოლონიებმა აქ შექმნეს მაღალ განვითარებული ცივილიზაცია, მაგრამ კოსმოსური კატასტროფის გამო, რომელმაც ეკოსისტემის განადგურება გამოიწვია, იძულებული გახდნენ პლანეტა დაეტოვებინათ.. . გავიდა წლები.. ორიონიდან 80 000 წლის წინ დედამიწაზე ჩამოვიდა ახალი კოლონია, მათი მიზანი იყო, წარსულში აქ მყოფი ცივილიზაციის ნაშთები მოეძებნა. აღმოჩნდა, რომ გადარჩენილ ცივილიზაციებს შორის მძიმე დამოკიდებულება იყო, მიმდინარეობდა ომები. ორიონის დელეგაცია, მათ ცხოვრებაში არ ჩაერია და პლანეტაზე ბუნებრივი განვითარების პროცესი გაგრძელდა. ორიონელები დარჩნენ მზის სისტემაში და დასახლდნენ იუპიტერის ერთ-ერთ თანამგზავრ “ჰანიმედზე”. “ორიონელების” დაბრუნება მზის სისტემაში, კონკრეტულ მიზნებს უკავშირდებოდა. მათ გადაწყვიტეს საფუძვლიანად შეესწავლათ იუპიტერის ეს თანამგზავრი და მასზე დიდი ხნით ცხოვრებისთვის საჭირო პირობები შეექმნათ. პირველი ჯგუფი, რომელიც “ჰანიმედზე” ჩაფრინდა, 25 000 ჰუმანოიდისგან შედგებოდა. ისინი 200 წლის განმავლობაში ჰანიმედზე ცხოვრებისთვის საჭირო პირობებს ქმნიდნენ. აყალიბებდნენ ხელოვნურ კლიმატს და აშენებდნენ მიწისქვეშა ქალაქს. -"ჰანიმედზე” არსებობდა ყველა საშუალება იმისთვის, რომ აქ ცხოვრება შემდგარიყო. მიუხედავად ჟანგბადის ნაკლებობისა, თანამგზავრზე ბევრი სასრგებლო წიაღისეული აღმოჩნდა. ჰუმანოიდები ენერგეტიკულ ბაზად პლანეტის ატმოსფეროში არსებულ ინერტულ აირებს იყენებდნენ. საშენ მასალად კი მთის ბროლს, რომელიც დიდი რაოდენობით მოიპოვებოდა თანამგზავრზე. იქ არსებული თითქმის ყველა შენობა, ამ მასალით იქნა აგებული. ამიტომაც იმ ქალაქს სადაც ისინი ცხოვრობენ, “კრისტალის ქალაქი” დაერქვა. გუმბათოვანი ნაგებობები, ერთი შეხვედით ესკიმოსების ტრადიციულ საცხოვრებელ სახლს “იგლუს” წააგავს. ნახევრად გამჭვირვალე შენობებით დაფარული დასახლება, წარმოუდგენელ სილამაზეს ქმნის... გაგრძელება იქნება |
|
|
Sep 6 2010, 11:31 AM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 652 Joined: 1-September 10 From: თბილისი Member No.: 6,251 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ეს ინფორმაცია საერთოდ არსად არ დევს, ქართული ვერსია. არსებობს მხოლოდ პორტუგალიური წყარო ”ეს სემეადორეს ლა ვიდა” და ახალი თარგმანი ინგლისურდ ’’სოუერს ოფ ლაიფ’’ მე პირადად ვიცნობ ამ ჯგუფის წევრებს კანადაში-ისინი იყენებდნენ ფსიქოგრაფიის მეთოდს..მასალა მომაწოდეს მე..და ის რასაც მე წარმოვადგენ აქ მხოლოდ დეტალებია ჩემს მიერ თარგმნილი, კანადურ ჯგუფთან ერთად ვეცდები ქრთული ვერსია გამოვცეთ!
...საბჭოთა მეცნიერის ევგენი კრინოვი რომელიც მეტეორების მოქმედებას იკვლევდა მზის სისტემაში მოძრავ მატერიის ნარჩენებზე დაკვირვებებით ასკვნის: რომ დედამიწაზე ჩამოვარდნილი მეტეორიტები, და ე.წ. “მეტეორების სარტყელი” მზის სისტემაში შემოჭრილი ასტეროიდის მიერ გამოწვეული კატაკლიზმის შედეგია. დედამიწის ზედაპირზე აღმოჩენილი იქნა გაქვავებული ერთუჯრედიანების ჰიდროფიტები. ფოლირიზებულ მცენარეულ მიკროორგანიზმებზე კი ტრილობიტების გაქვავებული ნაშთები აღმოჩნდა. ტრილობიტი უძველეს კიბოსნაირებს მიეკუთვნება. ამ გამოკვლევების თანახმად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სანამ “ფაეტონს” ციური სხეული დაეჯახებოდა, მასზე სიცოცხლე არსებობდა. სხვა საბჭოთა მეცნიერი, დოქტორი ალექსანდრე ზავორეცკი, რომელიც ასტეროიდების ბუნებას იკვლევდა, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ პლანეტა “ფაეტონი”, მზის სისტემის მეოთხე პლანეტა იყო. მისი სტრუქტურა მიახლოებული იქნებოდა, დედამიწასთან ხოლო ზომით კი ალბათ მარსის ტოლი იყო. იმ ფრაგმენტებიდან, რაც მეცნიერებმა გამოიკვლიეს, იმის თქმა შეიძლება, რომ “ფაეტონზე” შეიძლება ყოფილიყო ზღვები, ოკეანეები, მთები და ატმოსფერო. პლანეტაზე შესაძლოა სიცოცხლისთვის საჭირო ყველა პირობა ყოფილიყო. მეცნიერის აზრით, კოსმოსში მომხდარმა კატასტროფამ, მნიშვნელოვნად შეცვალა მზის სისტემის კონფიგურაცია. თუ ასტეროიდების სარტყელს, როგორც ერთგვარ პირობით ათვლის წერტილად განვიხილავთ და მასთან დავაკავშირებთ პლანეტების მზის გარშემო მოძრაობას. (ზოგი მოძრაობს მარჯვნიდან მარცხნივ და ზოგი პირიქით მარცხნიდან მარჯვნივ) ასევე დავაკვირდებით მათი თანამგზავრების მოძრაობის ტრაექტორიას, მოვახდენთ მათ კლასიფიკაციას დავინახავთ, რომ მარჯვნიდან მარცხნივ მოძრაობენ, მარსი თავისი ორი თანამგზავრით, დედამიწა ერთი თანამგზავრით, ვენერა და მერკური ასევე თითო თანამგზავრებით. მარცხნიდან, მარჯვნივ მოძრაობენ, იუპიტერი, დამატებითი 16 ფრაგმენტით, სატურნი ასეთივე 18 ფრაგმენტით, ურანი 15-თ, ნეპტუნი 8 და პლუტონი ერთით. ამ სურათის გაანალიზებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კოსმიური შეჯახება, რომელმაც პლანეტა ფაეტონის აფეთქება გამოიწვია (ეს ინფორმაცია ჩვენს მიღებულ გზავნილებში იყო გადმოცემული) არა მხოლოდ მზის სისტემაში არსებული ასტეროიდების სარტყელი შექმნა, არამედ დედამიწის და სხვა პლანეტების თანამგზავრებიც წარმოქმნა. ”ფაეტონის” აფეთქებისას, მისი დიდი რაოდენობით ფრაგმენტი გაიტყორცნა სივრცეში. მიზიდულობის ძალის ზემოქმედებით, ისინი პლანეტებისკენ გაემართნენ და დროთა განმავლობაში მათ თანამგზავრებად იქცნენ. უცხო ცივილიზაციები “მარსზეც” ცხოვრობდნენ, მათაც მოუწიათ დედამიწაზე გადმოსვლა, რადგან პლანეტა “ფაეტონის” დაშლისას წარმოქმნილმა ასტეროიდების წვიმამ პლანეტა “მარსიც” დაბომბა. ეს ფანტასტიური ინფორმაცია, რომლის ზოგიერთი ნაწილი შეიძლება უაზრობადაც გეჩვენოთ, სხვადასხვა რელიგიურ წყაროებშიც გვხდება. მათ შორის ებრაულში და ქრისტიანულში. იგი ასევე აისახა არქიტექტურაში და სხვა კულტურულ ძეგლებში. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 31st May 2024 - 11:06 AM |