კრისტალის ქალაქი "ილუმენი" (გზავნილი ჰანიმედიდან), კოსმოსური ოდისეა |
კრისტალის ქალაქი "ილუმენი" (გზავნილი ჰანიმედიდან), კოსმოსური ოდისეა |
Sep 2 2010, 12:44 PM
Post
#1
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 652 Joined: 1-September 10 From: თბილისი Member No.: 6,251 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
....65 მილიონი წლის წინ ორიონის თანავარსკვლავედიდან გამოფრენილი ჰუმანოიდების მცირე ჯგუფი დედამიწაზე ჩამოვიდა, ამ დროს მზის სისტემაში სხვა ცივილიზაციები არ არსებობდა.
ორიონიდან მოსულმა კოლონიებმა აქ შექმნეს მაღალ განვითარებული ცივილიზაცია, მაგრამ კოსმოსური კატასტროფის გამო, რომელმაც ეკოსისტემის განადგურება გამოიწვია, იძულებული გახდნენ პლანეტა დაეტოვებინათ.. . გავიდა წლები.. ორიონიდან 80 000 წლის წინ დედამიწაზე ჩამოვიდა ახალი კოლონია, მათი მიზანი იყო, წარსულში აქ მყოფი ცივილიზაციის ნაშთები მოეძებნა. აღმოჩნდა, რომ გადარჩენილ ცივილიზაციებს შორის მძიმე დამოკიდებულება იყო, მიმდინარეობდა ომები. ორიონის დელეგაცია, მათ ცხოვრებაში არ ჩაერია და პლანეტაზე ბუნებრივი განვითარების პროცესი გაგრძელდა. ორიონელები დარჩნენ მზის სისტემაში და დასახლდნენ იუპიტერის ერთ-ერთ თანამგზავრ “ჰანიმედზე”. “ორიონელების” დაბრუნება მზის სისტემაში, კონკრეტულ მიზნებს უკავშირდებოდა. მათ გადაწყვიტეს საფუძვლიანად შეესწავლათ იუპიტერის ეს თანამგზავრი და მასზე დიდი ხნით ცხოვრებისთვის საჭირო პირობები შეექმნათ. პირველი ჯგუფი, რომელიც “ჰანიმედზე” ჩაფრინდა, 25 000 ჰუმანოიდისგან შედგებოდა. ისინი 200 წლის განმავლობაში ჰანიმედზე ცხოვრებისთვის საჭირო პირობებს ქმნიდნენ. აყალიბებდნენ ხელოვნურ კლიმატს და აშენებდნენ მიწისქვეშა ქალაქს. -"ჰანიმედზე” არსებობდა ყველა საშუალება იმისთვის, რომ აქ ცხოვრება შემდგარიყო. მიუხედავად ჟანგბადის ნაკლებობისა, თანამგზავრზე ბევრი სასრგებლო წიაღისეული აღმოჩნდა. ჰუმანოიდები ენერგეტიკულ ბაზად პლანეტის ატმოსფეროში არსებულ ინერტულ აირებს იყენებდნენ. საშენ მასალად კი მთის ბროლს, რომელიც დიდი რაოდენობით მოიპოვებოდა თანამგზავრზე. იქ არსებული თითქმის ყველა შენობა, ამ მასალით იქნა აგებული. ამიტომაც იმ ქალაქს სადაც ისინი ცხოვრობენ, “კრისტალის ქალაქი” დაერქვა. გუმბათოვანი ნაგებობები, ერთი შეხვედით ესკიმოსების ტრადიციულ საცხოვრებელ სახლს “იგლუს” წააგავს. ნახევრად გამჭვირვალე შენობებით დაფარული დასახლება, წარმოუდგენელ სილამაზეს ქმნის... გაგრძელება იქნება |
|
|
Sep 15 2010, 11:24 AM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 652 Joined: 1-September 10 From: თბილისი Member No.: 6,251 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
- როგორც ხედავ, ჩვენ მიწისქვეშა ქალაქში ვცხოვრობთ, მაგრამ დიდი ხნის წინათ ეს ასე არ იყო. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ქედმაღალი და უმწიფარი საზოგადოება ვიყავით,
ჩვენმა მეცნიერებმა პლანეტის ბუნების თავისებურად გადაკეთება გადაწყვიტეს, ეს პლანეტის ატმოსფეროს სტრუქტურის შეცვლას მოითხოვდა. საუბედუროდ ექსპერიმენტი, სერიოზული შეცდომების დაშვების გამო ჩავარდა. პლანეტის ატმოსფერული ბალანსი დაირღვა, ატმოსფეროს დამცავი შრე მწყობრიდან გამოვიდა და კოსმიური რადიაცია გავრცელდა. ამ კატასტროფამ პლანეტის ფლორა და ფაუნა მთლიანად გაანადგურა. მხოლოდ ისინი გადარჩნენ, ვინც ამ დროს სხვა პლანეტაზე იმყოფებოდა. ასე ამოწყდა ჩვენი პლანეტის თითქმის მთელი პოპულაცია. გავიდა დრო, გადარჩენილმა კოლონიებმა გადავწყვიტეთ უკან დავბრუნებულიყავით და შეძლებისდაგვარად აღგვედგინა პლანეტა, თუმცა მისი ზედაპირი, უკვე ისე იყო გამოფიტული და გადამწვარი, რომ მასზე სიცოცხლე აღარ გაიხარებდა. მაშინ ჩვენ ავაგეთ უზარმაზარი გამოქვაბულები, ხელოვნური ადაპტირებული გარემო და ეკოსისტემა შევქმენით, ის ტერიტორია, კი სადაც ქალაქის ნანგრევები ახლაც მოჩანს, თვალსაჩინოებისთვის, ხელუხლებელი დავტოვეთ, რათა მომავალმა თაობებმა საკუთარი თვალით ნახონ, თუ სადამდე შეიძლება მიგიყვანოს, გაუგონარმა თავხედობამ, ტექნიკური განვითარებით გამოწვეულმა სიბეცემ, განდიდების მანიამ და უგუნურებამ. პლანეტაზე, ოცდაოთხი ასეთი მიწისქვეშა ქალაქია გაშენებული. საცხოვრებელ ცენტრთან ერთად, ყველგან, სამეცნიერო კველევითი, ადმინისტრაციული, სამედიცინო და სხვა ცენტრებია აშენებული. მოკლედ ცივილიზაციის საცხოვრებლად საჭირო ყველა საშუალება გაგვაჩნია. ხელოვნური გარემო, სრული ეკოლოგიური კონტროლით მუდმივად ნარჩუნდება. მსგავსი, სტაბილური ბიოსფეროს შესაქმნელად წლების განმავლობაში სხვა გალაქტიკებიდან, როგორც ფლორის ასევე ფაუნის სიცოცხლის ფორმების იმპორტირება ხდებოდა. მცენარეები, რომელსაც აქ ხედავ, არა მარტო სილამაზეს ქმნიან, არამედ ქალაქის ეკოსისტემის შემადგენელი ნაწილიცაა. ატმოსფეროში საჭირო ჟანგბადის ბალანსი, ეკოკონტროლის საშუალებით მოწმდება, ასევე რეგულირდება სხვა გაზების პროცენტული რაოდენობა, ტემპერატურული ბალანსი, ჰაერის ტენიანობა და ა. შ. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 2nd June 2024 - 02:32 AM |