კრისტალის ქალაქი "ილუმენი" (გზავნილი ჰანიმედიდან), კოსმოსური ოდისეა |
კრისტალის ქალაქი "ილუმენი" (გზავნილი ჰანიმედიდან), კოსმოსური ოდისეა |
Sep 2 2010, 12:44 PM
Post
#1
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 652 Joined: 1-September 10 From: თბილისი Member No.: 6,251 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
....65 მილიონი წლის წინ ორიონის თანავარსკვლავედიდან გამოფრენილი ჰუმანოიდების მცირე ჯგუფი დედამიწაზე ჩამოვიდა, ამ დროს მზის სისტემაში სხვა ცივილიზაციები არ არსებობდა.
ორიონიდან მოსულმა კოლონიებმა აქ შექმნეს მაღალ განვითარებული ცივილიზაცია, მაგრამ კოსმოსური კატასტროფის გამო, რომელმაც ეკოსისტემის განადგურება გამოიწვია, იძულებული გახდნენ პლანეტა დაეტოვებინათ.. . გავიდა წლები.. ორიონიდან 80 000 წლის წინ დედამიწაზე ჩამოვიდა ახალი კოლონია, მათი მიზანი იყო, წარსულში აქ მყოფი ცივილიზაციის ნაშთები მოეძებნა. აღმოჩნდა, რომ გადარჩენილ ცივილიზაციებს შორის მძიმე დამოკიდებულება იყო, მიმდინარეობდა ომები. ორიონის დელეგაცია, მათ ცხოვრებაში არ ჩაერია და პლანეტაზე ბუნებრივი განვითარების პროცესი გაგრძელდა. ორიონელები დარჩნენ მზის სისტემაში და დასახლდნენ იუპიტერის ერთ-ერთ თანამგზავრ “ჰანიმედზე”. “ორიონელების” დაბრუნება მზის სისტემაში, კონკრეტულ მიზნებს უკავშირდებოდა. მათ გადაწყვიტეს საფუძვლიანად შეესწავლათ იუპიტერის ეს თანამგზავრი და მასზე დიდი ხნით ცხოვრებისთვის საჭირო პირობები შეექმნათ. პირველი ჯგუფი, რომელიც “ჰანიმედზე” ჩაფრინდა, 25 000 ჰუმანოიდისგან შედგებოდა. ისინი 200 წლის განმავლობაში ჰანიმედზე ცხოვრებისთვის საჭირო პირობებს ქმნიდნენ. აყალიბებდნენ ხელოვნურ კლიმატს და აშენებდნენ მიწისქვეშა ქალაქს. -"ჰანიმედზე” არსებობდა ყველა საშუალება იმისთვის, რომ აქ ცხოვრება შემდგარიყო. მიუხედავად ჟანგბადის ნაკლებობისა, თანამგზავრზე ბევრი სასრგებლო წიაღისეული აღმოჩნდა. ჰუმანოიდები ენერგეტიკულ ბაზად პლანეტის ატმოსფეროში არსებულ ინერტულ აირებს იყენებდნენ. საშენ მასალად კი მთის ბროლს, რომელიც დიდი რაოდენობით მოიპოვებოდა თანამგზავრზე. იქ არსებული თითქმის ყველა შენობა, ამ მასალით იქნა აგებული. ამიტომაც იმ ქალაქს სადაც ისინი ცხოვრობენ, “კრისტალის ქალაქი” დაერქვა. გუმბათოვანი ნაგებობები, ერთი შეხვედით ესკიმოსების ტრადიციულ საცხოვრებელ სახლს “იგლუს” წააგავს. ნახევრად გამჭვირვალე შენობებით დაფარული დასახლება, წარმოუდგენელ სილამაზეს ქმნის... გაგრძელება იქნება |
|
|
Sep 16 2010, 03:39 PM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 652 Joined: 1-September 10 From: თბილისი Member No.: 6,251 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ქალაქ ”ილუმენში” ჩემი მოგზაურობა გრძელდებოდა. ეს ქალაქი რამოდენიმე დამოუკიდებელ სექტორად იყო დაყოფილი. თითოეულ მათგანში განსხვავებული არქიტექტურული შენობები მრავალფეროვანი სტილით, ფორმით და კომპოზიციით ერთმანეთისგან მკვეთრად განირჩეოდნენ, ზოგან ფორმები ოვალური და მრგვალი იყო ზოგან კი სწორკუთხა და სიმეტრიული. მალე ქალაქის ადმინისტრაციულ ცენტრში მივედით. ერთერთ სექტორს მივუახლოვდით და მაღალ გუმბათიან შენობაში შევედით. შენობაში დიდი დარბაზი იყო. ჭერის სიმაღლე ალბათ 50 მეტრამდე იქნებოდა, გვერდითა კედლებზე ბროლის კედლებიანი ურნები იყო განლაგებული. ყურში სასიამოვნო მელოდია ჩამესმა, ჯერ მეგონა, რომ დარბაზში მაღალი დონის აკუსტიკური სისტემა იყო დამონტაჟებული, თუმცა მოვტყუვდი. ერთერთ ურნასთან მივედით. მასში, როგორც უზარმაზარ ვიტრინაში ისე შევიხედე, შიგნით რაღაც ფიგურები მოძრაობდნენ, უფრო კარგად დავაკვირდი და სახტად დავრჩი. ეს ვიტრინები კი არა, დიდი ცხაურები აღმოჩნდა. სადაც უზარმაზარი პეპლის მაგვარი არსებები იყო მოთავსებული. თითოეული მათგანი ფრთებს აშრიალებდა, მათი ვიბრაცია, თავისებურ მუსიკალურ ბგერებს გამოსცემდა, საერთო ანსამბლში კი მსგავსი ბგერებით მელოდია იქმნებოდა. ამ საოცრებას პირდაღებული ვუყურებდი. ამის შემხედვარე გოდარს გაეღიმა. დარბაზიდან, დერეფანში გადავინაცვლეთ. სწრაფად იარე! მანიშნა გოდარმა, გზა განვაგრძეთ და დერეფნის ბოლოში კარებს მივდექით, იგი ჩვენს თვალწინ გაიღო და მეორე დარბაზში აღმოვჩნდით. თუმცა წინასგან განსხვავებით, აქ სხვა სიტუაცია დამხვდა. ირგვლივ ბევრი სავარძელი იდგა. ერთი შეხედვით ეს ადგილი სასწავლო აუდიტორიას ჰგავდა. სავარძლები რამოდენიმე რიგად იდგა. დარბაზის შუაგულში, კი მოყვითალო ფერის, კუბის ფორმის გამჭვირვალე მაგიდა შევნიშნე. ეს ალბათ კინოდარბაზის მსგავსი განყოფილებაა, გავიფიქრე ჩემთვის. სავარძლების მოპირდაპირე კედელი, თაღებით იყო შემოფარგლული. ჭერიდან გამომავალი სინათლე, იქაურობას მქრქალი შუქით ანათებდა. იატაკი ხალიჩის მაგვარი მასალით იყო დაფარული. ზედაპირი რბილი იყო, თუმცა მასზე ფეხის დადგმისას კვალი არ რჩებოდა. ჰუმანოიდი ერთ–ერთ სავარძელში მოთავსდა და ხელით მანიშნა, მეც მის გვერდზე დავმჯდარიყავი. ავეჯის სინთეტიკური მასალის ზედაპირი, სასიამოვნოდ ეხებოდა სხეულს. უზარმაზარ სავარძელში, თავი ცეროდენა პიგმეიდ ვიგრძენი. გოდარმა, ჩვენს წინ მოთავსებული უცნაური ფორმის მაგიდისკენ გაიწოდა ხელი, მოწყობილობაზე კუბის ფორმის გამჭვირვალე კრისტალები იყო ჩამონტაჟებული. ისინი დომინოს ქვებივით იყო ერთმანეთზე მიწყობილი და კლავიშებიან პულტს მოგაგონებდათ. ერთერთ კლავიშზე ნიშანიც მოჩანდა, ალბათ რაღაც ფუნქციის აღსანიშნავად. ჰუმანოიდმა კრისტალს ხელი დააჭირა, და ჩვენს მოპირდაპირე კედელზე ეკრანი განათდა. იგი თითქმის მთელ კედელს მოიცავდა, ხოლო გამოსახულების ზომები ექვსიდან თორმეტ მეტრამდე აღწევდა. ამის შემხედვარე, კიდევ ერთხელ მომიცვა აღტაცებამ! უზარმაზარ ეკრანზე, გამოსახულება შეიცვალა და ჩემს თვალწინ საომარი კონფლიქტის სცენები გამოჩნდა, როგორც მივხვდი, ეს ამერიკასა და ვიეტნამს შორის წარმოებული ომის კადრები იყო. ასეთი მაღალი დონის გამოსახულება ჯერ არსად მენახა, საოცრად ფერადოვანი, ცოცხალი და მკაფიო ფორმები იყო, ყველანაირი ხარვეზისა და ცდომილების გარეშე. ომის სცენები, ბუნების ლანდშაფტებმა შეცვალა, მერე ისევ ძალადობა, მკვლელობები, სიღარიბით და შიმშილით გაუბედურებული ხალხი, გაჩეხილი ტყეები, იავარქმნილი ბუნება, დაბინძურებული გარემო გამოჩნდა. ბოლოს ეს ყველაფერი გაქრა და უდაბნოს დიდი მასივები ვიხილე, |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 9th June 2024 - 03:54 PM |