კრისტალის ქალაქი "ილუმენი" (გზავნილი ჰანიმედიდან), კოსმოსური ოდისეა |
კრისტალის ქალაქი "ილუმენი" (გზავნილი ჰანიმედიდან), კოსმოსური ოდისეა |
Sep 2 2010, 12:44 PM
Post
#1
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 652 Joined: 1-September 10 From: თბილისი Member No.: 6,251 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
....65 მილიონი წლის წინ ორიონის თანავარსკვლავედიდან გამოფრენილი ჰუმანოიდების მცირე ჯგუფი დედამიწაზე ჩამოვიდა, ამ დროს მზის სისტემაში სხვა ცივილიზაციები არ არსებობდა.
ორიონიდან მოსულმა კოლონიებმა აქ შექმნეს მაღალ განვითარებული ცივილიზაცია, მაგრამ კოსმოსური კატასტროფის გამო, რომელმაც ეკოსისტემის განადგურება გამოიწვია, იძულებული გახდნენ პლანეტა დაეტოვებინათ.. . გავიდა წლები.. ორიონიდან 80 000 წლის წინ დედამიწაზე ჩამოვიდა ახალი კოლონია, მათი მიზანი იყო, წარსულში აქ მყოფი ცივილიზაციის ნაშთები მოეძებნა. აღმოჩნდა, რომ გადარჩენილ ცივილიზაციებს შორის მძიმე დამოკიდებულება იყო, მიმდინარეობდა ომები. ორიონის დელეგაცია, მათ ცხოვრებაში არ ჩაერია და პლანეტაზე ბუნებრივი განვითარების პროცესი გაგრძელდა. ორიონელები დარჩნენ მზის სისტემაში და დასახლდნენ იუპიტერის ერთ-ერთ თანამგზავრ “ჰანიმედზე”. “ორიონელების” დაბრუნება მზის სისტემაში, კონკრეტულ მიზნებს უკავშირდებოდა. მათ გადაწყვიტეს საფუძვლიანად შეესწავლათ იუპიტერის ეს თანამგზავრი და მასზე დიდი ხნით ცხოვრებისთვის საჭირო პირობები შეექმნათ. პირველი ჯგუფი, რომელიც “ჰანიმედზე” ჩაფრინდა, 25 000 ჰუმანოიდისგან შედგებოდა. ისინი 200 წლის განმავლობაში ჰანიმედზე ცხოვრებისთვის საჭირო პირობებს ქმნიდნენ. აყალიბებდნენ ხელოვნურ კლიმატს და აშენებდნენ მიწისქვეშა ქალაქს. -"ჰანიმედზე” არსებობდა ყველა საშუალება იმისთვის, რომ აქ ცხოვრება შემდგარიყო. მიუხედავად ჟანგბადის ნაკლებობისა, თანამგზავრზე ბევრი სასრგებლო წიაღისეული აღმოჩნდა. ჰუმანოიდები ენერგეტიკულ ბაზად პლანეტის ატმოსფეროში არსებულ ინერტულ აირებს იყენებდნენ. საშენ მასალად კი მთის ბროლს, რომელიც დიდი რაოდენობით მოიპოვებოდა თანამგზავრზე. იქ არსებული თითქმის ყველა შენობა, ამ მასალით იქნა აგებული. ამიტომაც იმ ქალაქს სადაც ისინი ცხოვრობენ, “კრისტალის ქალაქი” დაერქვა. გუმბათოვანი ნაგებობები, ერთი შეხვედით ესკიმოსების ტრადიციულ საცხოვრებელ სახლს “იგლუს” წააგავს. ნახევრად გამჭვირვალე შენობებით დაფარული დასახლება, წარმოუდგენელ სილამაზეს ქმნის... გაგრძელება იქნება |
|
|
Dec 2 2010, 11:13 AM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 652 Joined: 1-September 10 From: თბილისი Member No.: 6,251 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მატერიის არსებობა აუცილებელია იმისთვის, რომ ადამიანმა სამყაროში არსებული საიდუმლოება შეიცნოს, იგი ამ გზით უნდა იქნას დანახული და გამოკვლეული, შემდეგ კი თანდათანობით მიღებული.
თუმცა იგივე მატერიალურმა სამყარომ შეიძლება უამრავი პრობლემა შეგიქმნათ. იმ შემთხვევაში, თუ აღქმა არაადეკვატური და დარღვეულია, მაშინ სამყაროში არსებული მოვლენების შესახებ მიღებული ცოდნაც გაურკვეველი იქნება. ამ ყველაფერს ემატება საზოგადოების მხრიდან მოწოდებული მზა პარადიგმები. ცხოვრების მანძილზე, ეს გამზადებული ცოდნა გინდათ თუ არა, ყოველი ფეხის ნაბიჯზე წინ დაგიხვდებათ და გარემოს რეალურ შეცნობაში ხელს შეგიშლით. გაურკვევლობა, წარმოქმნის ხიფათს, შიშის განცდას, რაც ჯამში ტოტალური დესტრუქციული ქცევისკენ გიბიძგებთ. სამყაროში მიმდინარე პროცესების შესწავლამ გვაჩვენა, რომ ბუნებრივი გადარჩევა, გარემოში მიმდინარე ცვლილებებით ზემოქმედებს, ცოცხალი მატერიის სახეცვლილებაზე და ხელს უწყობს მისი ფორმირების პროცესს. ეს შედეგად სიცოცხლის ფორმებს ახალ სახეცვლილ გარემოსთან ადაპტირებისაკენ უბიძგებს. ის სახეობები ვისაც გადარჩენის უნარი აქვთ წყვილდებიან და გამრავლების გზით უკვე ახალ გენეტიკურ კოდს გადასცემენ შთამომავლობას; ამით ისინი საკუთარი სახეობის გადარჩენას მის შენარჩუნებას ცდილობენ. იმ შემთხვევაში, თუ ადაპტაცია დაგვიანდა ან გენეტიკური მონაცემები დაიკარგა, ვითარდება მუტაცია და პირვანდელი სახეობა გარეგნულ ნიშნებს იცვლის. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი გადაშენებას ექვემდებარება. ცხოველის ბუნებასთან ურთიერთობა და არსებობის შენარჩუნების გარანტია ინსტინქტით განისაზღვრება, ეს შინაგანი მამოძრავებელი ძალა ბრძანებებს გასცემს, რისი მიხედვითაც ცხოველი მოქმედებს, იგი მიჰყვება ნატურალურ იმპულსს, მის მდგომარეობაზე ბუნებრივი ინს |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 2nd June 2024 - 01:46 AM |